რა არის სიკვდილი?
15 სიკვდილის დროს ადამიანი უბრუნდება მიწის მტვერს. მან მეტად არაფერი იცის (ფსალმუნი 145:4).
მკვდრებს არც ლაპარაკი შეუძლიათ და არც მოქმედება (ეკლესიასტე 9:5, 10).
16 მაგრამ ბევრი ანგელოზი გაბოროტდა. ახლა ისინი თავს მკვდარ ადამიანებად წარადგენენ ხოლმე. მათ სურთ დაგვარწმუნონ, რომ, სინამდვილეში, არ ვკვდებით (დაბადება 6:1, 2; იუდა 6).
17 იეჰოვა ღმერთს არ სურს, რომ დავუჯეროთ ასეთ ბოროტ ანგელოზებს, რომლებსაც დემონები ეწოდებათ (გამოსვლა 22:17; მეორე რჯული 18:10, 11; 32:17).
მას არ სურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ ჯადოქრობაში, მკითხაობაში ან მაგიაში (გალატელთა 5:19–21).