საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lmd გაკ. 4
  • იყავი თავმდაბალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი თავმდაბალი
  • გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პავლეს მაგალითი
  • რას ვსწავლობთ პავლესგან
  • მიჰბაძე პავლეს
  • იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • თავმდაბლობის მისაბაძი მაგალითები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • „გულით თავმდაბალი ვარ“
    „მოდი და გამომყევი“
იხილეთ მეტი
გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
lmd გაკ. 4

ᲡᲐᲣᲑᲠᲘᲡ ᲬᲐᲛᲝᲬᲧᲔᲑᲐ

მოციქული პავლე, რომელიც ჯაჭვითაა მიბმული თავის მეთვალყურეზე, პატივისცემით ესაუბრება მეფე აგრიპას, გამგებელ ფესტუსსა და ბერნიკეს.

საქ. 26:2, 3

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 4

იყავი თავმდაბალი

ბიბლიური პრინციპი: „იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილ. 2:3).

პავლეს მაგალითი

მოციქული პავლე, რომელიც ჯაჭვითაა მიბმული თავის მეთვალყურეზე, პატივისცემით ესაუბრება მეფე აგრიპას, გამგებელ ფესტუსსა და ბერნიკეს.

ᲕᲘᲓᲔᲝ: პავლე მეფე აგრიპას უქადაგებს

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე საქმეების 26:2, 3 და დაფიქრდი:

  1. ა) საიდან გამოჩნდა, რომ პავლე თავმდაბალი იყო?

  2. ბ) როგორ მოიქცა პავლე, რომ ყურადღება საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვასა და მის სიტყვაზე გაემახვილებინა? (იხილე საქ. 26:22).

რას ვსწავლობთ პავლესგან

2) თუ თავმდაბლები ვიქნებით და პატივისცემით მოვეპყრობით სხვებს, მათ მეტად განვაწყობთ მოსასმენად.

მიჰბაძე პავლეს

3) მოერიდე დამრიგებლურ ტონს. ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნი, თითქოს შენ ყველაფერი იცი, მოსაუბრემ კი — არაფერი. პატივისცემით ესაუბრე მას.

4) დაანახვე მსმენელს, რომ რასაც ამბობ, ბიბლიას ეფუძნება. ბიბლიაში ჩაწერილს ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. როცა ღვთის სიტყვას მივმართავთ, მათ რწმენას მყარ საძირკველს ვუყრით.

5) შეინარჩუნე სიმშვიდე. ნუ ეცდები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მოერიდე კამათს. თავმდაბლობას გამოავლენ, თუ არ გამოხვალ მდგომარეობიდან და საჭიროების შემთხვევაში დატოვებ იქაურობას (იგავ. 17:14; ტიტ. 3:2). თუ მშვიდად ვუპასუხებთ, ადამიანს შეიძლება სხვა დროს გაუჩნდეს სასიხარულო ცნობის მოსმენის სურვილი.

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ

რომ. 12:16—18; 1 კორ. 8:1; 2 კორ. 3:5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება