აბელ-კერამიმი
[ვენახების წყლის ნაკადი]
ადგილი, სადამდეც იფთახმა სდია დამარცხებულ ამონელებს (მსჯ. 11:33). ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი ხეშბონსა და რაბას, იმავე ამონელთა რაბას (დღევანდელი ამანი) შორის მდებარეობდა. მას აიგივებენ თანამედროვე ხირბეთ-ეს-სუკთან, რომელიც რაბას (ამანი) სამხრეთით დაახლოებით 8 კმ-ში მდებარეობს. ეს მოსაზრება სავარაუდოდ შეესაბამება იმას, რასაც ევსები კესარიელი თავის ერთ-ერთი ნაშრომში წერდა (Onomasticon 32, 15, 16). ზოგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ადგილი ამონელთა რაბადან სამხრ.-დას-ით დაახლოებით 14 კმ-ში მდებარე ნაურია.