საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აბიშაგი“
  • აბიშაგი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბიშაგი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ადონია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მესამე მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სოლომონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხარჭა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აბიშაგი“

აბიშაგი

ქალწული ქალაქ შუნემიდან, რომელიც ისაქარის ტერიტორიაზე იზრეელისა და გილბოას მთის ჩრდილოეთით მდებარეობდა (იეს. 19:17—23). აბიშაგი „ძალიან ლამაზი იყო“. დავითის მსახურებმა ის აირჩიეს, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში მეფის მომვლელი და მხლებელი ყოფილიყო (1მფ. 1:1—4).

იმ დროისთვის დავითი დაახლოებით 70 წლისა იყო (2სმ. 5:4, 5) და უძლურების გამო ვეღარ თბებოდა. დღისით აბიშაგი ემსახურებოდა მას და, ალბათ, თავისი ახალგაზრდული სილაღითა და სილამაზით ახალისებდა იქაურობას. ღამით მეფის გვერდით წვებოდა, რომ გაეთბო იგი, თუმცა მათ სქესობრივი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ამის მიუხედავად, სოლომონმა მოგვიანებით ცხადყო, რომ აბიშაგი დავითის ცოლად ან ხარჭად ითვლებოდა, და შესაბამისად, ძველი აღმოსავლური წესის თანახმად, დავითის სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრის საკუთრება გახდებოდა.

აბიშაგის შესახებ მონათხრობი წინ უძღვის იმ მონაკვეთს, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა ტახტის ხელში ჩაგდებას დავითის ცოცხალი ვაჟებიდან უფროსი, ადონია. როგორც ჩანს, ასეთი თანმიმდევრობის მიზანია, ნათელი მოჰფინოს ადონიას შემდგომ ქმედებებს უკვე სოლომონის მეფობის დროს. გამეფების შემდეგ სოლომონმა პირობით გაათავისუფლა ადონია სასჯელისგან. მაგრამ ადონიამ სოლომონის დედა, ბათ-შება დაიყოლია, რომ მეფისთვის ეთხოვა, მისთვის აბიშაგი მიეთხოვებინა. სოლომონი დარწმუნებული იყო, რომ ადონია ამას მხოლოდ აბიშაგის სილამაზის გამო კი არ ითხოვდა, არამედ ფარულად ცდილობდა, უფრო საფუძვლიანი გაეხადა თავისი პრეტენზია სამეფო ტახტზე. განრისხებულმა სოლომონმა აღარ დაინდო ადონია და ბრძანა, ის სიკვდილით დაესაჯათ (1მფ. 2:13—25). ბიბლიაში აბიშაგი მეტად აღარ მოიხსენიება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ის სოლომონის ერთ-ერთი ცოლი ან ხარჭა გახდა (იხ. ადონია №1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება