საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ადონია“
  • ადონია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადონია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აბიშაგი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სოლომონი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მესამე მეფეთა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ბათ-შება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ადონია“

ადონია

[უფალი იეჰოვაა].

1. დავითის მეოთხე ვაჟი, რომელიც ხაგითისგან შეეძინა ხებრონში (2სმ. 3:4, 5).

თუმცა სხვადასხვა დედისგან იყვნენ, აბესალომის მსგავსად ადონიაც ამბიციური და „იშვიათი თვალტანადობისა იყო“ (1მფ. 1:5, 6; შდრ. 2სმ. 14:25; 15:1). ბიბლიაში ის დავითის ძალაუფლების დასუსტების წლებში გამოდის წინა პლანზე. მიუხედავად იეჰოვას განაცხადისა, რომ მეფე სოლომონი იქნებოდა (1მტ. 22:9, 10), ადონია ტრაბახობდა, რომ ისრაელის შემდეგი მეფე თავად გახდებოდა. ვინაიდან ამნონი და აბესალომი, შესაძლოა ქილაბიც, უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ, ადონია იმ მიზეზით აცხადებდა ტახტზე პრეტენზიას, რომ უფროსი ვაჟი იყო. აბესალომის მსგავსად, არც ის მალავდა მეფობის სურვილს და მამამისი მასაც არაფერს საყვედურობდა. ადონიას მხარს უჭერდნენ ჯარის მხედართმთავარი იოაბი და მღვდელმთავარი აბიათარი (1მფ. 1:5—8). მან მსხვერპლშეწირვა მოაწყო იერუსალიმის სიახლოვეს ენ-როგელთან და ნადიმზე მიიწვია სამეფო კარიდან უმეტესობა; მხოლოდ სოლომონი, წინასწარმეტყველი ნათანი და ბენაია არ მიუწვევია. ნათელი იყო, მას საკუთარი თავის მეფედ გამოცხადება სურდა (1მფ. 1:9, 10, 25).

წინასწარმეტყველმა ნათანმა დაუყოვნებლივ იმოქმედა ადონიას გეგმის ჩასაშლელად. მან ურჩია სოლომონის დედას, ბათ-შებას, შეეხსენებინა დავითისთვის მასთან დადებული ფიცი, რომ სოლომონი გახდებოდა მეფე. ბათ-შებას შემდეგ ნათანი ეახლა მეფეს, დაადასტურა ქალის სიტყვები და დაანახვა, რამდენად სერიოზული იყო მდგომარეობა; აგრეთვე მიანიშნა, რომ ფიქრობდა, დავითმა ახლო მეგობრების ზურგს უკან იმოქმედა (1მფ. 1:11—27). ამან მოხუცი მეფე მოქმედებისკენ აღძრა და მაშინვე გასცა ბრძანება, სოლომონი დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ მის თანამეფედ და ტახტის მემკვიდრედ. გაისმა მხიარული შეძახილები, რაც ადონიას ნადიმზეც გაიგონეს. მალე მონადიმეებს აბიათარ მღვდლის ვაჟმა შეატყობინა შემაშფოთებელი ამბავი, რომ დავითმა სოლომონი გამოაცხადა მეფედ. ადონიას მხარდამჭერები სასწრაფოდ გაიფანტნენ, თავად ადონიამ კი კარვის ეზოს მიაშურა თავშესაფრისთვის. სოლომონმა აპატია მას იმ პირობით, რომ ამიერიდან კარგად მოიქცეოდა (1მფ. 1:32—53).

მიუხედავად ამისა, დავითის სიკვდილის შემდეგ ადონიამ დაითანხმა ბათ-შება, სოლომონთან ეშუამავლა და ეთხოვა, დავითის ახალგაზრდა მომვლელი და მხლებელი აბიშაგი მისთვის მიეთხოვებინა. ადონიამ უთხრა: „მე მეკუთვნოდა მეფობა და მთელი ისრაელი ჩემს გამეფებას ელოდა“. ამგვარად, ის ფიქრობდა, რომ ტახტზე ასვლის კანონიერი უფლება წაართვეს, თუმცა სიტყვით აღიარებდა, რომ ამაში ღვთის ხელი ერია (1მფ. 2:13—21). თუმცა მისი თხოვნა შესაძლოა მხოლოდ იმით იყო ნაკარნახევი, რომ სამეფოს დაკარგვის სანაცვლოდ სურდა, რაღაც მაინც მიეღო, ის აშკარად მოწმობდა, რომ ადონია ძველებურად იწვოდა პატივმოყვარეობის ცეცხლით, რადგან ძველი აღმოსავლური წესის თანახმად, მეფის ცოლები და ხარჭები მხოლოდ კანონიერი მემკვიდრის ხელში გადადიოდნენ (შდრ. 2სმ. 3:7; 16:21). სწორედ სამეფო ძალაუფლების ხელყოფად ჩათვალა სოლომონმა ადონიას მიერ დედამისის პირით გადაცემული თხოვნა და ადონიას მოკვლა ბრძანა, რაც დაუყოვნებლივ აღასრულა ბენაიამ (1მფ. 2:22—25).

2. ლევიანი, რომელიც იეჰოშაფატმა ხალხისთვის იეჰოვას კანონის სასწავლებლად გაგზავნა იუდას ქალაქებში (2მტ. 17:7—9).

3. ხალხის ერთ-ერთი თავკაცი, რომლის შთამომავალიც, თუ არა თვითონ, შეუერთდა მთავრებსა და ლევიანებს, რომლებმაც ბეჭდის დასმით დაადასტურეს ნეემიასა და ეზრას დროს სამშობლოში დაბრუნებული ისრაელების მიერ დადებული მონანიების შეთანხმება (ნემ. 9:38; 10:1, 14, 16). ზოგის აზრით, ის არის ეზრას 2:13-ში მოხსენიებული ადონიკამი, რომლის 666 შთამომავალი ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა ბაბილონიდან. ამას მოწმობს ნეემიას მე-10 თავისა და ეზრას მე-2 თავის შედარება. პირველში ჩამოთვლილნი არიან ისინი, ვინც ხალხის სახელით ბეჭდით დაადასტურეს მტკიცე შეთანხმება, მეორეში კი — დაბრუნებულთა თავკაცები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება