ადარი (II)
1. ბენიამინელი ბელას ვაჟი (1 მტ. 8:1, 3).
2. იუდას ქალაქი, რომელიც სამხრეთ საზღვართან მდებარეობდა კადეშ-ბარნეას სიახლოვეს (იეს. 15:3). წიგნ „იესო ნავეს ძიდან“ ჩანს, რომ ის ხეცრონსა და კარკას შორის მდებარეობდა. პარალელურ მონაკვეთში, რიცხვების 34:4-ში, როგორც ჩანს, გამოყენებულია ორი ქალაქის, ხეცრონისა (ნიშნავს ეზოს, დასახლებას) და ადარის კომპოზიტი ხაცარ-ადარი. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს ადგილი, სავარაუდოდ, იგივე აინ-ელ-ქუდაირათია. ამ ადგილას პატარა, თუმცა ნაყოფიერი ველია, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ნაკადული რწყავს. იგი აინ-ქედაისიდან (სავარაუდოდ, კადეშ-ბარნეა) ჩრდ.-ჩრდ.-დას-ით 8 კმ-ში მდებარეობს (Biblical Archaeology, ჯ. რაიტი, 1962, გვ. 71).