ადონი–ბეზეკი
[უფალი ბეზეკისა]
ძლევამოსილი მმართველი, რომელმაც ბეზეკში ისრაელის თავდასხმამდე 70 წარმართი მეფე დაამცირა და ხელ-ფეხზე ცერები დააჭრა.
მსგავსი ჩვეულება ძველ ათენელებსაც ჰქონდათ. მათი დადგენილებით ტყვეებისთვის ხელის ცერები უნდა მოეკვეთათ, რის შემდეგაც ისინი ნიჩბების მოსმას შეძლებდნენ, მახვილისა და შუბის გამოყენება კი გაუჭირდებოდათ. იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ მალევე იუდასა და სიმონის გაერთიანებული ჯარი ბეზეკში ქანაანელთა და ფერიზელთა 10 000-კაციან ლაშქარს შეებრძოლა და დაამარცხა. ადონი-ბეზეკმა გაქცევით უშველა თავს. როცა ის შეიპყრეს, ხელ-ფეხზე ცერები დააჭრეს. მაშინ ადონი-ბეზეკმა თქვა: „რაც მე გავაკეთე, ღმერთმაც იმით გადამიხადა“. ის წაიყვანეს იერუსალიმში, სადაც მოკვდა (მსჯ. 1:4—7).