ადონიკამი
[(ჩემი) უფალი აღდგა [დასახმარებლად]]
ისრაელის ერთ-ერთი საგვარეულოს მამამთავარი; ამ საგვარეულოდან 600-ზე მეტი ადამიანი ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში ბაბილონის გადასახლებიდან (ეზრ. 2:13; ნემ. 7:18). ძვ. წ. 468 წელს ეზრასთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა ამ საგვარეულოს კიდევ 63 წარმომადგენელი (ეზრ. 8:13). როცა საგვარეულოების თავკაცებმა ნეემიას დროს ბეჭდით დაადასტურეს „მტკიცე შეთანხმება“ ანუ რეზოლუცია, როგორც ჩანს, ამ საგვარეულოს ადონია წარმოადგენდა (ნემ. 9:38; 10:16).