საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ადუმიმი“
  • ადუმიმი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადუმიმი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გელილოთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იერიხონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბეთ–არაბა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ადუმიმი“

ადუმიმი

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს წითელს; შესაძლოა ნიშნავს წითელ კლდეებს]

ადუმიმის მაღლობი უღელტეხილია, რომელიც იერუსალიმიდან აღმ.-ჩრდ.-აღმ-ით დაახლოებით 12 კმ-ითაა დაშორებული. ის იერუსალიმისა და იერიხონის შუაში მდებარეობს და აკავშირებს იორდანეს ველსა და იუდეის მთიანეთს. უძველესი დროიდან დღემდე ამ ორი ქალაქის დამაკავშირებელი გზა ადუმიმზე გადის. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ეს ადგილი მხოლოდ იუდასა და ბენიამინის ტომების კუთვნილი ტერიტორიების გამმიჯნავ ზღვრადაა მოხსენიებული (იეს. 15:7; 18:17).

არაბულად ამ უღელტეხილს თალათ-ედ-დამი ჰქვია (ნიშნავს სისხლის მაღლობს), ებრაულად კი — მაალე-ადუმიმი (ნიშნავს ადუმიმის მაღლობს). მიუხედავად იმისა, რომ ძველი დროის მწერლები მის სახელწოდებას იქ ქურდებისა და ყაჩაღების მიერ დაღვრილ სისხლს უკავშირებდნენ, უფრო დიდი ალბათობაა, რომ მაღლობს სახელი მოწითალო ფერის ჟანგმიწა ნიადაგის გამო დაერქვა. ის ყოველთვის საშიშ ადგილად ითვლებოდა, რადგან უკაცრიელი იყო და ყაჩაღები დათარეშობდნენ. ამიტომ უძველესი დროიდან იქ მოგზაურთა დასაცავად ციხე-სიმაგრე იდგა. ზოგის აზრით, სწორედ ამ ადგილას დაესხნენ თავს კეთილი სამარიელის შესახებ იესოს მიერ მოყვანილ იგავში მოხსენიებულ კაცს, რომელიც „იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა“ (ლკ. 10:30—37).

იესო ნავეს ძის 15:7-ში მოხსენიებული ხევი, რომლის სამხრეთითაც ადუმიმის მაღლობი მდებარეობდა, როგორც ჩანს, უადი-ელ-კილტის ხევია. ის გადაჭიმულია ამ გზის გასწვრივ, ოდნავ სამხრეთით გვერდს უვლის იერიხონს და მდინარე იორდანესკენ ეშვება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება