საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოწინააღმდეგე“
  • მოწინააღმდეგე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოწინააღმდეგე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ვინ არის სატანა? რეალურია ის?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • გეღვიძოთ, სატანას თქვენი გადაყლაპვა სურს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რამდენად რეალური პიროვნებაა ეშმაკი თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სატანა [მოწინააღმდეგე]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოწინააღმდეგე“

მოწინააღმდეგე

მტერი, რომელიც ებრძვის ან ეწინააღმდეგება ვისმე ან რასმე; მოცილე, ოპონენტი. მოწინააღმდეგედ ნათარგმნი ებრაული ცარ წარმოდგება ფუძიდან, რაც ნიშნავს შევიწროებას, მტრობას (რც. 25:18; ფს. 129:1). ბერძნული ანტიდიკოსის პირველადი მნიშვნელობაა „სასამართლოში მომჩივანი“ (ლკ. 12:58; 18:3), თუმცა იგი შეიძლება ზოგადად ნებისმიერ მოწინააღმდეგესა თუ მტერს მოიაზრებდეს, მაგალითად მას, ვისზეც 1 პეტრეს 5:8-შია საუბარი.

სამყაროში ყველაზე შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ, სატანა ეშმაკმა, ზოგიერთი ადამიანი თუ ანგელოზი თავისკენ გადაიბირა და ღვთისა და კაცთა წინააღმდეგ განაწყო (იხ. დემონი). მოწინააღმდეგის როლში სატანა პირველად ედემის ბაღში გვევლინება, სადაც ცბიერებით ჯერ ევა, შემდეგ კი ადამი აიყოლია, რამაც კაცობრიობას ცოდვა და სიკვდილი მოუტანა. სატანა ღმერთს მაშინაც დაუპირისპირდა, როცა ზეცაში იეჰოვას წინაშე წარდგა და მას იობის მოქრთამვაში დასდო ბრალი. ამ ბრალდებამ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა შეიძინა (იობ. 1:6—11; 2:1—5; იხ. სატანა).

სხვადასხვა ეპოქაში იეჰოვას მსახურები არაერთხელ შეხვედრიან წინააღმდეგობას ღვთის მთავარი მოწინააღმდეგის დამქაშებისგან. მაგალითად, ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებიც ხელს უშლიდნენ ტაძრისა და ქალაქის გალავნის აღდგენაში (ეზრ. 4:1; ნემ. 4:11). ესთერის დედოფლობის დროს იუდეველების შეურიგებელი მოწინააღმდეგე ბოროტი და სატანის სულით მოქმედი ჰამანი გახდა (ესთ. 7:6). დღეს ქრისტიანებმა უნდა იფხიზლონ და შეუპოვრად იბრძოლონ რწმენისთვის, რათა არ გახდნენ მოწინააღმდეგე ეშმაკის ხრიკების მსხვერპლი (ეფ. 6:11, 12; იუდ. 3). პეტრე მოციქული მოგვიწოდებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით“ (1პტ. 5:8, 9). მაგრამ მოვა დრო, როცა იეჰოვა ყველა თავის მოწინააღმდეგეს გაანადგურებს (იერ. 30:16; მქ. 5:9).

ზოგჯერ ღმერთი ორგულ ებრაელებს მოწინააღმდეგეებს უგებდა ხელში (ფს. 89:42; გდ. 1:5, 7, 10, 17; 2:17; 4:12). მაგრამ მტრები გამარჯვებებს საკუთარ მიღწევად თვლიდნენ და თავიანთ ღმერთებს ასხამდნენ ხოტბას. მათ ეგონათ, რომ პასუხს არ აგებდნენ იმისთვის, რაც ღვთის ხალხს დაუშავეს (კნ. 32:27; იერ. 50:7). ამიტომ იეჰოვა თავს ვალდებულად თვლიდა, დაემდაბლებინა ტრაბახა და ქედმაღალი მოწინააღმდეგეები (ეს. 1:24; 26:11; 59:18; ნამ. 1:2) და ამას ის თავისი წმინდა სახელის გულისთვის აკეთებდა (ეს. 64:2; ეზკ. 36:21—24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება