საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოწაფე“
  • მოწაფე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოწაფე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იოანე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მასწავლებელი, მოძღვარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოწაფე“

მოწაფე

ის, ვინც სწავლობს, შემსწავლელი, მოსწავლე. მოწაფის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ლიმმუდ ძირითადად გულისხმობს მას, ვინც განისწავლება ან იწაფება (შდრ. ეს. 8:16). მისი მონათესავე სიტყვა მალმად ნიშნავს სახრეს, რომელსაც საქონლის გასარეკად იყენებენ (მსჯ. 3:31; შდრ. ოს. 10:11). ბერძნული სიტყვა მათეტეს ისეთი ადამიანის მიმართ გამოიყენება, ვინც თავის გონებას რაღაცისკენ მიმართავს.

ბერძნულ წერილებში საუბარია იესოს, იოანე ნათლისმცემლის, ფარისევლებისა და მოსეს მოწაფეებზე (მთ. 9:14; ლკ. 5:33; ინ. 9:28). იესოს პირველი მოწაფეები თავდაპირველად იოანეს მოწაფეები იყვნენ (ინ. 1:35—42). იესოს მიერ არჩეულ 12 მოციქულს მათეს 10:1-სა და 11:1-ში მოწაფეები ეწოდებათ. ფართო გაგებით მოწაფე ეწოდებოდა მასაც, ვისაც იესოს სწავლებების სჯეროდა. იესოს ერთი ფარული მოწაფეც ჰყავდა (ლკ. 6:17; ინ. 19:38). თუმცაღა სახარებებში მოწაფეები ძირითადად ეწოდებოდათ იესოსთან დაახლოებულ მიმდევრებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების დროს თან ახლდნენ მას და რომლებსაც ის მოძღვრავდა და არიგებდა. მოწაფე ძირითადად ეწოდება მას, ვისაც არა მხოლოდ სწამს ქრისტეს მოძღვრება, არამედ ცხოვრობს ამ მოძღვრების თანახმად. ასეთებმა უნდა ისწავლონ „ყველაფრის დაცვა“, რაც იესომ მცნებად დაუდო (მთ. 28:19, 20).

იესოს სწავლების მთავარი მიზანი იყო, მოწაფეები მასავით სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებლები და მასწავლებლები გამხდარიყვნენ. „მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“, — თქვა მან (ლკ. 6:40). იესო რომ კარგი მასწავლებელი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. მისმა მოწაფეებმა განაგრძეს მისი დაწყებული საქმე და პირველი საუკუნის დასასრულამდე მთელ რომის იმპერიაში, აზიაში, ევროპასა და აფრიკაში ბევრი აქციეს მოწაფედ. მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილი იესოს მითითების თანახმად, მათი მთავარი საქმიანობა მოწაფეების მომზადება იყო.

ყველა ერიდან ხალხის მოწაფეებად მომზადება ქრისტიანებს დღესაც რომ ევალებათ, კარგად ჩანს იესოს მითითების ბოლო სიტყვებიდან: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. მოწაფეები, რომლებსაც ქრისტიანები ამზადებენ, მათი კი არა, იესო ქრისტეს მოწაფეები ხდებიან, რადგან ეს მოძღვრება არის არა ადამიანის, არამედ ქრისტესი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. სწორედ ამიტომ ეწოდათ მოწაფეებს ღვთის ნებით ქრისტიანები (სქ. 11:26). ესაია წინასწარმეტყველსაც ჰყავდა მოწაფეები, მაგრამ ისინი მისი მიმდევრები არ ყოფილან. მათ იცოდნენ იეჰოვას კანონი და ამ კანონის თანახმად ცხოვრობდნენ (ეს. 8:16).

იესოს მოწაფეობა ადვილი არ არის. იგი საკუთარ სიამოვნებაზე არ ფიქრობდა. მან აირჩია ის გზა, რომელზეც მუდმივად ხვდებოდა წინააღმდეგობას ეშმაკისა და მისი დამქაშებისგან (რმ. 15:3). როგორც იესომ თქვა, მის მოწაფეებს ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და თვით საკუთარ თავზე მეტად თავიანთი მოძღვარი უნდა ჰყვარებოდათ. მათ ქრისტეს დანარჩენი მოწაფეებიც უნდა ჰყვარებოდათ და სულის ნაყოფი გამოეღოთ. იესოს მოწაფეობის მსურველმა უნდა აიღოს თავისი წამების ბოძი და იესოს კვალს გაჰყვეს. ვინც ასე მოიქცევა, ის დათმობს „მთელ თავის საკუთრებას“ და სამაგიეროდ უფრო მეტს მიიღებს ახლა, დევნის დროსაც, მომავალში კი — მარადიულ სიცოცხლეს (ლკ. 14:26, 27, 33; ინ. 13:35; 15:8; მრ. 10:29, 30; იხ. ქრისტიანი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება