საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სამკერდე“
  • სამკერდე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სამკერდე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ეფოდი (I)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ურიმი და თუმიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამკაულები და ძვირფასი ქვები [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქარგვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სამკერდე“

სამკერდე

მოქარგული წმინდა სამკერდე, რომელსაც ისრაელის მღვდელმთავარი გულთან ახლოს იკეთებდა, როცა წმინდაში შედიოდა. სამკერდე (ებრ. ხოშენ) სამახსოვრო იყო და „გასამართლების სამკერდედ“ მოიხსენიებოდა, როგორც ჩანს, მასში შენახული ურიმისა და თუმიმის გამო, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვას სამართალი ცხადდებოდა (გმ. 28:15, 29, 30).

ეფოდის მსგავსად სამკერდეც დამზადებული იყო ძვირფასი მასალით — ოქროთი, ლურჯი ძაფით, მოშინდისფრო შალით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი გრეხილი სელით (გმ. 28:15). იმავე მასალით იყო დამზადებული კარვის ათივე ქსოვილი, რომლებზეც ქერუბიმები იყო ამოქარგული, ჩამოსაფარებელი, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფდა, და კარვის შესასვლელის ფარდა. მთელი მასალა ისრაელებმა ნებაყოფლობით გაიღეს; თავად ნივთები დაამზადეს ან ბეცალელმა და ოჰოლიაბმა, ან ისრაელებმა მათი ხელმძღვანელობით (გმ. 26:1, 31, 36; 31:2—6; 35:21—29).

სამკერდის ქსოვილი, როგორც ჩანს, სიგრძით ერთი წყრთა, სიგანით კი ერთი მტკაველი იყო და როცა იკეცებოდა, კვადრატულ ჯიბეს ქმნიდა, რომელშიც შესაძლოა ურიმსა და თუმიმს ინახავდნენ. სამკერდის წინა მხარე შემკული იყო ოქროს ბუდეებში ჩასმული ოთხ რიგად ჩამწკრივებული 12 ძვირფასი ქვით. თითოეულ რიგში სამ-სამი ქვა იყო. ქვებზე ამოკვეთილი იყო ისრაელის თორმეტი ტომის სახელები, თითოზე თითო (გმ. 28:15—21, 28; 39:8—14; ლვ. 8:8). შესაძლოა, რიგებში თვლები განლაგებული იყო მარჯვნიდან მარცხნივ (ისე, როგორც ებრაული დამწერლობა იკითხება). დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომელი ძვირფასი ქვა შეესაბამებოდა ამა თუ იმ ტომს (იხ. სტატიები ძვირფასი ქვების სახელწოდებებით).

სამკერდეს მჭიდროდ ამაგრებდნენ ეფოდს: ბაწრის მსგავს წმინდა ოქროსგან წნულ ორ ძეწკვს აბამდნენ სამკერდის ზედა ორ ბოლოზე მიმაგრებულ ორ ოქროს რგოლს. ბაწრის ბოლოები, თავის მხრივ, გაყრილი იყო ეფოდის სამხრეებზე მიმაგრებულ ორ ოქროს ბუდეში. სხვა ორი ოქროს რგოლი მიმაგრებული იყო სამკერდის ქვედა კიდის ორ ბოლოზე შიდა მხრიდან. ეს რგოლები ლურჯი თასმით უერთდებოდა ეფოდის ორივე სამხრის ქვემოთ გაკეთებულ ორ ოქროს რგოლს, რომლებიც ეფოდის სარტყლის ზემოთ იყო (გმ. 28:22—28; 39:15—21).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება