საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „უგუნური“
  • უგუნური

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უგუნური
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იგავები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიბრძნე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „უგუნური“

უგუნური

ბიბლია „უგუნურში“ გულისხმობს არა გონებრივად შეზღუდულ, არამედ ისეთ ადამიანს, რომელიც არაფრად აგდებს საღ აზრს და ირჩევს ზნეობრივად გაუმართლებელ გზას, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის სამართლიან ნორმებს. უგუნურად ითარგმნება შემდეგი ებრაული სიტყვები: ქესილ, ʼევილ, ნავალ (იგ. 1:22, 12:15; 17:7) და ლეც (იგ. 13:1, „დამცინავი“), აგრეთვე ბერძნული აფრონ, ანოეტოს და მოროს (ლკ. 12:20; გლ. 3:1; მთ. 23:17; 25:2).

ნაბალი უგუნური ადამიანის თვალსაჩინო მაგალითია (1სმ. თ. 25). უგუნურთა კატეგორიას განეკუთვნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ ქმნილებებს ეთაყვანებიან (რმ. 1:20—25). ესაია წერდა: „უგუნური უგუნურებას ილაპარაკებს, მისი გული სიავეს განიზრახავს, რათა განდგომილებით იმოქმედოს და იეჰოვას წინააღმდეგ თავხედურად ილაპარაკოს, რათა ცარიელი დატოვოს მშიერის სული და სასმლის გარეშე დატოვოს მწყურვალი“ (ეს. 32:6). უგუნურს სძულს სიბრძნე და დარიგება (იგ. 1:7). ის ყურს არ უგდებს რჩევას და იმ გზით აგრძელებს სვლას, რომელიც სწორი ჰგონია (იგ. 12:15). ის ადვილად ნაწყენდება და დავას იწყებს (ეკ. 7:9; იგ. 20:3). უგუნური გულში ამბობს (რაც მისი საქციელიდან ჩანს): „არ არსებობს იეჰოვა“ (ფს. 14:1).

იესო ქრისტემ მართებულად უწოდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს „უგუნურები და ბრმები“, რადგან სიბრძნეც აკლდათ და კეთილშობილებაც. ისინი თვალთმაქცობდნენ და ადამიანური ადათ-წესებით ამახინჯებდნენ ჭეშმარიტებას. მათი უგუნურება იესომ თვალსაჩინო მაგალითით გამოააშკარავა (მთ. 23:15—22; 15:3). თუმცა, თუ ვინმე თავის ძმას უსამართლოდ ჩათვლის უვარგისად და სულელს უწოდებს, გეენას დაექვემდებარება (მთ. 5:22; რმ. 14:10—12; მთ. 7:1, 2).

იესომ ყოველდღიური ცხოვრებიდან მოიყვანა მაგალითები იმის ხაზგასასმელად, რაოდენ დიდი უგუნურებაა სულიერი საკითხების უგულებელყოფა და ნამდვილი კურთხევების ხელიდან გაშვება. ის მოჰყვა მაგალითს ქვიშაზე სახლის ამშენებელ კაცზე, აგრეთვე მდიდარზე, რომელსაც კარგი მოსავალი მოუვიდა და ბეღლების აშენება და განცხრომით ცხოვრება მოინდომა. სიფხიზლის მოდუნების უგუნურებაზე იესომ ხუთი უგუნური ქალწულის შესახებ იგავში გაამახვილა ყურადღება. ისინი გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად, მაგრამ თან არ გაიყოლეს ზეთი თავიანთი ლამპრებისთვის (მთ. 7:24—27; ლკ. 12:16—21; მთ. 25:1—13).

ვისაც დაბრძენება სურს, ამ ქვეყნიერების თვალში უგუნური უნდა გახდეს, „რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“. ღმერთმა თავის წარმომადგენლებად ამ ქვეყნიერების ბრძენნი კი არა, უმეცარნი და უგუნურნი ამოირჩია, რათა კარგად წარმოჩენილიყო ამ ქვეყნიერების უგუნურება. ასე რომ, ღვთის რჩეულებს არა აქვთ სიამაყის მიზეზი, რადგან დიდება სამართლიანად მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას, ყოველგვარი სიბრძნის წყაროს ეკუთვნის (1კრ. 3:18, 19; 1:18—31).

ვინც სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხებს ანუ მის მსგავსად უღირსად დაიწყებს კამათს, თავისი მსჯელობით სულელს დაემსგავსება. ამიტომ ბიბლიური იგავი გვირჩევს: „სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე“. მეორე მხრივ, იგავებში ნათქვამია: „სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე“. ეს კი ნიშნავს უგუნურის არგუმენტების გაანალიზებას, მათი აბსურდულობის დამტკიცებას და იმის ჩვენებას, რომ ასეთ მსჯელობას სრულიად სხვა დასკვნამდე მივყავართ (იგ. 26:4, 5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება