საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „უგულებელყოფა“
  • უგულებელყოფა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უგულებელყოფა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შეთანხმება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შუამავალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თქვენ შეგიძლიათ გაიხაროთ ახალი შეთანხმების კურთხევებით
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • „მღვდლების სამეფოდ“ იქცევით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „უგულებელყოფა“

უგულებელყოფა

უყურადღებობა, არაფრად ჩაგდება; დაუდევარი დამოკიდებულება, აგდებული მოპყრობა; ბრძანების, დავალების და ა. შ. შეუსრულებლობა. ეს სიტყვა რაიმეს შეგნებულ, გათვითცნობიერებულ შეუსრულებლობას გულისხმობს, აგრეთვე, გულგრილობისა და დაუდევრობის გამო რაღაცისთვის ყურადღების მიუქცევლობას.

ებრაულში უგულებელყოფის აღმნიშვნელი რამდენიმე სიტყვა არსებობს. ამათგან ზმნა პარა სიტყვასიტყვით ნიშნავს გაშლას (რც. 5:18), აგრეთვე, მოუვლელად სიარულს (ლვ. 10:6), თავაშვებულად მოქცევას (გმ. 32:25) და დარიგების უარყოფას (იგ. 13:18; 15:32; შდრ. გმ. 5:4, სადაც ეს სიტყვა ნათარგმნია შეწყვეტად). კიდევ ერთი სიტყვაა ʽაზავ, რომელიც სიტყვასიტყვით მიტოვებას ნიშნავს (კნ. 29:25). მაგალითად, ნეემია მოუწოდებდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, არ მიეტოვებინათ ჭეშმარიტი ღვთის სახლი (ნემ. 10:39; შდრ. ნემ. 13:11). კიდევ ერთი ებრაული სიტყვა სიტყვასიტყვით მოშვებულს ნიშნავს, მაგალითად, მოშვებულ მშვილდს (იერ. 48:10; შდრ. ფს. 78:57).

ბერძნული ამელეო (ა არა, მელო დარდი, ზრუნვა) ნიშნავს უდარდელობას, უზრუნველობას, უგულისყურობას, და არა უნებურ უყურადღებობას. მოსეს კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე მსჯელობისას, პავლე მოციქული აღნიშნავს: „ჩვენ როგორ დავაღწევთ თავს, თუკი უგულებელვყოფთ [ბერძ. ამელესანტეს გულგრილად მოკიდება] ასეთ დიად ხსნას, რომელზეც თავდაპირველად უფალმა ილაპარაკა ... და რომელზეც ღმერთმაც დაამოწმა?“. აქ პავლე უგულებელყოფაში უბრალოდ უყურადღებობას კი არ გულისხმობს, არამედ ზერელე დამოკიდებულებას, გზიდან აცდენას (მუხლ. 1), მხოლოდშობილი ძის მეშვეობით გაცხადებული ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობას (ებ. 2:1—4).

იესოს იგავში საქორწინო ნადიმზე მათემ ამელეოსგან ნაწარმოები ერთ-ერთი ფორმა გამოიყენა. ის, ვინც მეფემ თავისი ძის საქორწინო ნადიმზე მიიწვია, არ მოვიდა. მოწვეულ სტუმრებს არ დავიწყნიათ ძის ქორწილი, მათ უბრალოდ „ყური არ ათხოვეს; ერთი თავის მინდორში წავიდა, მეორე — სავაჭრო საქმეზე“. გულგრილი დამოკიდებულების გამო ისინი უღირსნი აღმოჩნდნენ (მთ. 22:5, 8).

ახალგაზრდა ტიმოთეს, რომელსაც ეფესოში ზედამხედველობის პასუხისმგებლობა დაეკისრა, პავლე შეაგონებდა: „არ უგულებელყო ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით მოგეცა“. ტიმოთე მთელი ძალით უნდა შეწინააღმდეგებოდა უგულისყურო დამოკიდებულებას. ის კარგი მკითხველი, მასწავლებელი და შემგონებელი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, სამაგალითო ქცევაში და ბეჯითი. დაუდევრობით, ღვთისგან ბოძებული პატივის უგულებელყოფით, ის ვერაფერს მიაღწევდა (1ტმ. 4:11—16).

იეჰოვას ისრაელი ერისთვის ნათქვამი ჰქონდა: „[კანონის] შეთანხმება დაარღვიეს, თუმცა მე მათი ქმარი ვიყავი“ (იერ. 31:32). „თუმცა მე მათი ქმარი ვიყავი“ სეპტუაგინტაში ასე ითარგმნა: „მე შევწყვიტე მათზე ზრუნვა“. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არის იეჰოვას ეს სიტყვები ებრაელების 8:9-ში შემდეგნაირად ციტირებული: „ისინი არ დარჩნენ ჩემს შეთანხმებაში, ამიტომ შევწყვიტე მათზე ზრუნვა“. ცხადია, რომ იეჰოვა არასოდეს ეპყრობოდა თავის ერს აგდებულად და უგულოდ; ის ზრუნავდა თავის რჩეულ ხალხზე, ოღონდ იქამდე, სანამ მათ არაფრად ჩააგდეს მისი სიტყვა და გაჯიუტდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა შეწყვიტა მათზე ზრუნვა [ბერძ. ემელესა].

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება