საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ზეთი“
  • ზეთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ზეთი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხმელთაშუაზღვისპირეთის ოქროსფერი სითხე
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • გიხაროდეს! კოდები გალიცლიცებულია ზეთით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • ცხებული, ცხება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ზეთის ხე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ზეთი“

ᲖᲔᲗᲘ

ებრაელებისთვის ყველაზე ნაცნობი ცხიმოვანი თხევადი ნივთიერება ზეთისხილისგან მიღებული ზეითუნის ზეთი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით ზეთი ბოლომდე დამწიფებული შავი ზეთისხილისგან მიიღებოდა. თუმცა საუკეთესო ზეთი მოუმწიფებელი მწვანე ზეთისხილისგან მზადდებოდა. ნაყოფის ფრთხილად დაკრეფის ან ხის დაბერტყვის შემდეგ ნაყოფს ტოტებისა და ფოთლებისგან აცალკევებდნენ და საწნახელში ან საწურში ყრიდნენ.

მწიფე ზეთისხილის ნაყოფის რბილობი მდიდარია ზეთით (დაახლ. 50%). ზეთის ხარისხი დამოკიდებულია გამოხდის მეთოდზე. სუფთა, საუკეთესო ზეთი მარტივი მეთოდით მიიღებოდა, მანამ სანამ ნაყოფს საწნახელში ჩაყრიდნენ (ლვ. 24:2). თავდაპირველად ზეთისხილს ან როდინში ნაყავდნენ, ან ფეხით წურავდნენ (მქ. 6:15). დანაყული მასა სპეციალურ კალათებში გადაჰქონდათ, საიდანაც სუფთა ზეთი იწრიტებოდა. ამ სუფთა, საუკეთესო ზეთს თიხის დოქებში ასხამდნენ, კალათებში დარჩენილ მასას კი საწნახელში ან საწურში ყრიდნენ.

საშუალო ხარისხის ზეთის მისაღებად ზეთისხილს ან როდინში ნაყავდნენ ან ხელსაფქვავში ჭყლეტდნენ. მიღებულ ზეთს დასაწმენდად თიხის დოქებში ან თასებში ასხამდნენ.

ყველაზე დაბალი ხარისხის ზეთი კი მიიღებოდა საწნახელში დაჭყლეტილი რბილობისგან, რომელსაც კალათებში ყრიდნენ და შემდეგ ამ კალათებს ერთიმეორეზე დგამდნენ საწნახლის ორ ვერტიკალურ ბოძს შორის. კალათებს ზემოდან აწვებოდნენ მძიმე ბერკეტით. გამოხდილი ზეთი დიდ ავზებში იწრიტებოდა დასაწმენდად. დაწმენდის პროცესში ზეთი ზემოთ მოექცეოდა, გამოყოლილი რბილობი და წყალი კი ქვემოთ ილექებოდა. ბოლოს ზეთი თიხის დიდ ჭურჭლებში ან სპეციალურ საცავში გადაჰქონდათ შესანახად (შდრ. 2მტ. 32:27, 28; იხ. ᲡᲐᲬᲜᲐᲮᲔᲚᲘ, ᲡᲐᲬᲣᲠᲘ).

კეთილდღეობის სიმბოლო. იოელის 2:24-ში მოხსენიებული სიტყვები „საწურებიდან ღვარად იდინებს … ზეთი“ დიდ კეთილდღეობასა და სიმდიდრეზე მიანიშნებდა. ტანჯვის დროს იობი წარსულ დღეებს მისტიროდა, როცა თქვა, რომ „კლდე ზეთს ნაკადებად“ უღვრიდა (იობ. 29:1, 2, 6). იეჰოვა იაკობს ანუ ისრაელებს გადატანითი მნიშვნელობით „სალი კლდიდან გადმოსული ზეთით“ ანუ კლდოვან ადგილას ამოსული ზეთისხილის ზეთით ასაზრდოებდა (კნ. 32:9, 13). მოსემ თქვა, რომ აშერი ზეთით დაიბანდა ფეხებს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ტომი მდიდარი იქნებოდა (კნ. 33:24).

მნიშვნელოვანი სავაჭრო და საკვები პროდუქტი. ვინაიდან პალესტინაში ზეთი უხვად იყო, ის მნიშვნელოვან სავაჭრო პროდუქტად იქცა. მეფე სოლომონი ტვიროსის მეფე ხირამს ყოველწლიურად სხვა რამეებთან ერთად აძლევდა „20 ქორ (4 400 ლ.) საუკეთესო ზეთს“ ტაძრის ასაშენებლად გამოგზავნილი მასალის სანაცვლოდ (1მფ. 5:10, 11). ერთ დროს იუდა და ისრაელიც ტვიროსთან ვაჭრობდნენ და ზეთს საქონელში უცვლიდნენ (ეზკ. 27:2, 17). ნელსაცხებელი და ზეითუნის ზეთი იმ საქონელს შორის არის მოხსენიებული, რომლებსაც დიდი ბაბილონი „დედამიწის დიდვაჭრებისგან“ ყიდულობს (გმც. 18:11—13).

ზეითუნის ზეთი როგორც ენერგიის მომცემი საკვები და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადასამუშავებელი ზეთი, ისრაელების ყოველდღიურ საკვებ რაციონში შედიოდა. სავარაუდოდ, ხშირ შემთხვევაში ზეთი კარაქს ცვლიდა და ისრაელები მას იყენებდნენ როგორც საკვებად, ისე საჭმლის მოსამზადებლად (კნ. 7:13; იერ. 41:8; ეზკ. 16:13). ზეთს ლამპრებშიც ასხამდნენ საწვავად (მთ. 25:1—9). შეხვედრის კარავში დადგმულ ოქროს სალამპრეებში „ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი“ იწვებოდა (გმ. 27:20, 21; 25:31, 37). ზეთს მაშინაც იყენებდნენ, როცა იეჰოვასთვის მარცვლეული შესაწირავი მიჰქონდათ (ლვ. 2:1—7). ზეთს, როგორც კოსმეტიკურ საშუალებას, დაბანის შემდეგ სხეულზე იცხებდნენ (რთ. 3:3; 2სმ. 12:20). თავზე ზეთის ცხება სტუმართმოყვარეობის გამოვლენის ნიშანი იყო (ლკ. 7:44—46). ზეთს აგრეთვე დაჟეჟილობის და ჭრილობების დასამუშავებლად და დასარბილებლად იყენებდნენ, ზოგჯერ ღვინოსთან ერთად (ეს. 1:6; ლკ. 10:33, 34).

რელიგიური მიზნით გამოყენება და მნიშვნელობა. იეჰოვამ უთხრა მოსეს, დაემზადებინა „წმინდა საცხები ზეთი“, რომელშიც შედიოდა ზეითუნის ზეთი და სხვა ინგრედიენტები. მომზადებული მასალა მოსემ სცხო შეხვედრის კარავს, მოწმობის კიდობანს, საწმინდრის სხვადასხვა მოწყობილობას და ხისგან დამზადებულ ნივთებს. მოსემ „წმინდა საცხები ზეთი“ სცხო აგრეთვე აარონს და მის ვაჟებს, რითაც განწმინდა ისინი იეჰოვას მღვდლებად მსახურებისთვის (გმ. 30:22—33; ლვ. 8:10—12). მეფეებს დანიშვნამდე თავზე ზეთს სცხებდნენ. როდესაც სამუელმა საული მეფედ სცხო, „აიღო დოქით ზეთი და თავზე დაასხა საულს“ (1სმ. 10:1). სოლომონს მეფედ ცხების დროს რქაში ჩასხმული ზეთი სცხეს (1მფ. 1:39).

იმის საჩვენებლად, თუ რა სიხარულის მომტანი იქნებოდა იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურება, ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის მოვიდოდა „სიონზე მგლოვიარეთათვის … გლოვის ნაცვლად სიხარულის ზეთის მისაცემად“ (ეს. 61:1—3; ლკ. 4:16—21). იესოზე აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის პირადად იეჰოვამ სცხო „დიდი სიხარულის ზეთით“ თავის მოძმეებზე მეტად, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ დავითის სამეფო ხაზში ყველაზე მეტ სიხარულს იესო განიცდიდა როგორც მეფე (ფს. 45:7; ებ. 1:8, 9; იხ. ᲪᲮᲔᲑᲣᲚᲘ, ᲪᲮᲔᲑᲐ).

პირდაპირი გაგებით თავზე ზეთის ცხებას დამამშვიდებელი და გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს. მსგავსადვე მოქმედებს ღვთის სიტყვა ადამიანზე, რომელიც სულიერად ავად არის. ღვთის სიტყვა ამშვიდებს, კურნავს და ასწორებს მას. ამიტომაც, ქრისტიანულ კრებაში მომსახურე უხუცესებს იეჰოვა მოუწოდებს, ილოცონ ასეთი ადამიანისთვის და გადატანითი მნიშვნელობით „ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით“. ასეთი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პიროვნების სულიერი გამოჯანმრთელებისთვის (იაკ. 5:13—15; შდრ. ფს. 141:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება