უზალი
1. იოკტანის 13 ვაჟიდან რიგით მეექვსე; ერთ-ერთი ტომის წინაპარი (დბ. 10:26—29; 1მტ. 1:21). არაბული გადმოცემით ქალაქ სანას (იემენის არაბთა რესპუბლიკის დედაქალაქი) ძველად აზალი ერქვა, რაც სახელ უზალს უკავშირდებოდა.
2. ადგილი, რომელიც ეზეკიელის 27:19-ში ტვიროსის ვაჭრებთან დაკავშირებით მოიხსენიება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის იზალას რეგიონი ჩრდ.-აღმ. სირიაში, ზედა ტიგროსთან ახლოს.