საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 2/15 გვ. 4-7
  • როცა ტანჯვა აღარ იქნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა ტანჯვა აღარ იქნება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ არ განახორციელა თავისი განზრახვა დაუყოვნებლივ?
  • რატომ არ უნდა აეძულებინა ადამიანები, სწორად მოქცეულიყვნენ?
  • რის თქმა შეიძლება ყველა უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ?
  • ნამდვილი ნუგეში ტანჯულებისთვის?
  • ‘ყველაფრის აღდგენა’
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ნუგეში უბედურების დროს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • კითხვა 3 რატომ უშვებს ღმერთი ჩემს ტანჯვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 2/15 გვ. 4-7

როცა ტანჯვა აღარ იქნება

ტანჯვა არ ყოფილა ადამიანთა ოჯახისთვის ღვთის თავდაპირველი განზრახვის ნაწილი. მას არც განზრახვა ჰქონია ამის და, არც სურვილი. შეიძლება იკითხო: „თუ ასეა, მაშ, როგორ დაიწყო ტანჯვა და რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ის დღემდე გაგრძელებულიყო?“ (შეადარე იაკობი 1:13).

პასუხი მოიძებნება ადამიანთა ისტორიის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერში, ბიბლიაში, განსაკუთრებით კი წიგნში „დაბადება“. მასში ნათქვამია, რომ ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, სატანა ეშმაკს მიჰყვნენ ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში. მათმა მოქმედებამ წამოაყენა ძირითადი საკამათო საკითხები, რომლებიც თვით საყოველთაო კანონისა და წესრიგის საფუძველს უმიზნებდა. როცა კეთილისა და ბოროტის გარჩევის უფლება მოითხოვეს, მათ ეჭვი შეიტანეს ღვთის უზენაეს მმართველობაში. მათ კითხვის ქვეშ დააყენეს მისი მმართველობის უფლება და „კეთილის და ბოროტის“ ერთადერთ მსაჯულად ყოფნა (დაბადება 2:15–17; 3:1–5).

რატომ არ განახორციელა თავისი განზრახვა დაუყოვნებლივ?

„მაშ, რატომ არ განახორციელა ღმერთმა თავისი განზრახვა დაუყოვნებლივ?“ — იკითხავ შენ. მრავალი ადამიანისთვის საქმე სწორედ ასე უბრალოდ ჩანს. ისინი ამბობენ: „ღმერთს ძალაუფლება ჰქონდა. მას უნდა გამოეყენებინა ის აჯანყებულების გასანადგურებლად“ (ფსალმუნი 146:5). მაგრამ საკუთარ თავს ჰკითხე: „უყოყმანოდ ვუკრავ ტაშს ყველას, ვინც თავისი ნების განსახორციელებლად უმაღლეს ძალაუფლებას იყენებს? ნუთუ ინსტიქტურად უცებ ზიზღის გრძნობა არ გებადება, როცა თავისი მტრების გასანადგურებლად დიქტატორი სასიკვდილო რაზმებს იყენებს?“ გონიერი ადამიანების უმრავლესობას ეზიზღება ასეთი მოქმედება.

„ოჰ, — იტყვი შენ, — მაგრამ ღვთის ხელში ასეთი ძალაუფლება ხომ არავის დააეჭვებდა“. დარწმუნებული ხარ? განა სიმართლე არ არის, რომ ადამიანები კითხვის ქვეშ აყენებენ ღვთის მიერ ძალაუფლების გამოვლენას? ისინი კითხულობენ: „რატომ არ იყენებს ძალაუფლებას მაშინ, როცა ბოროტებას ითმენს?“ მათ აინტერესებთ: „რატომ იყენებს ის ძალაუფლებას სხვა შემთხვევებში?“ ერთგულ აბრაამსაც კი ჰქონდა პრობლემა მტრების წინააღმდეგ ღვთის ძალაუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. გაიხსენე შემთხვევა, როცა ღმერთმა სოდომის განადგურება გადაწყვიტა. აბრაამს უადგილოდ ეშინოდა, რომ მართალი ადამიანები უკეთურებთან ერთად მოკვდებოდნენ. ის ხმამაღლა ეუბნებოდა: „არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად“ (დაბადება 18:25). აბრაამის მსგავს კეთილგანმზრახველ ადამიანებსაც კი სჭირდებათ დარწმუნება, რომ სრული ძალაუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული.

რასაკვირველია, ღმერთს მაშინვე შეეძლო ადამის, ევას და სატანის განადგურება. მაგრამ დაფიქრდი, რა გავლენა ექნებოდა ამ მოქმედებას სხვა ანგელოზებზე ან მომავალ ქმნილებებზე, რომლებიც მოგვიანებით გაიგებდნენ მისი საქმეების შესახებ. განა ეს არ დატოვებდა უსასრულო არასასიამოვნო შეკითხვებს ღვთის მმართველობის მართებულობასთან დაკავშირებით? განა ეს ღმერთს არ დაადანაშაულებდა იმაში, რომ სინამდვილეში, ნიცშეს აღწერილის თანახმად, ტოტალიტარული დესპოტია — ღმერთი, რომელიც შეუბრალებლად სპობს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება?

რატომ არ უნდა აეძულებინა ადამიანები, სწორად მოქცეულიყვნენ?

„განა არ შეეძლო ღმერთს, უბრალოდ აეძულებინა ადამიანები, სწორად მოქცეულიყვნენ?“ — შეიძლება იკითხოს ზოგმა. კარგი, მოდი ასეთი შემთხვევაც განვიხილოთ. მთელი ისტორიის განმავლობაში მრავალი მთავრობა ცდილობს, საკუთარ აზროვნებას დაუმორჩილოს ადამიანები. ზოგი მთავრობა ან ცალკეული მმართველი, შეიძლება ნარკოტიკების ან ქირურგიის საშუალებით, იდეოლოგიური ზემოქმედების ნაირგვარ ფორმებს იყენებს და თავიანთ მსხვერპლს ნების თავისუფლების შესანიშნავ ძღვენს ართმევს. განა დიდად არ ვაფასებთ ნების თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძღვენი ასე იოლად ექვემდებარება ბოროტად გამოყენებას? ვურიგდებით კი მდგომარეობას, როცა რომელიმე მთავრობა თუ მმართველი მის წართმევას ცდილობს?

მაშ რა არჩევანი არსებობდა კანონის განსახორციელებლად ღვთის ძალაუფლების დაუყოვნებელი გამოყენებისთვის? იეჰოვა ღმერთმა გადაწყვიტა, რომ აჯანყების საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა მისი კანონების უარმყოფელთათვის მისივე მმართველობისგან დროებით დამოუკიდებლობის დაშვება იქნებოდა. ადამისა და ევასგან წარმოშობილ ადამიანთა ოჯახს ეს განსაზღვრულ დროს მისცემდა, რომლის განმავლობაშიც თვითონ იმმართველებდნენ ღვთის კანონისადმი მორჩილების გარეშე. რატომ მოიქცა ღმერთი ასე? რადგან იცოდა, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდებოდა იმის დამამტკიცებელი უცილობელი ფაქტი, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად მისი მმართველობა უსაზღვრო ძალაუფლების გამოყენების დროსაც კი ყოველთვის სწორი და სამართლიანია და რომ მის წინააღმდეგ აჯანყება ადრე თუ გვიან ჩაიფუშება (მეორე რჯული 32:4; იობი 34:10–12; იერემია 10:23).

რის თქმა შეიძლება ყველა უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ?

„მანამ კი, რის თქმა შეიძლება ყველა უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ? — იტყვი შენ. — ნამდვილად ღირს, რომ მათმა ტკივილმა კანონის რომელიმე წვრილმანი დაამტკიცოს?“ მაშ ასე, ღმერთს არ დაუშვია ბოროტება კანონის მხოლოდ რომელიმე გაურკვეველი წვრილმანის დასამტკიცებლად. პირიქით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი ჭეშმარიტება — მხოლოდ ის არის უზენაესი უფალი და მისი კანონებისადმი მორჩილება აუცილებელია ყველა მისი ქმნილების ხანგრძლივი მშვიდობისა და ბედნიერებისთვის.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ ღმერთმა იცის თავისი შესაძლებლობა, სრულიად გააქარწყლოს ყოველგვარი ზიანი, რომელიც ბოროტებამ შეიძლება ადამიანთა ოჯახს მიაყენოს. მან იცის, რომ დროებით ტკივილსა და ტანჯვას ხანგრძლივი და სასარგებლო შედეგი ექნება. დაფიქრდი დედაზე, რომელსაც მაგრად უჭირავს ბავშვი, სანამ ექიმი ტკივილს აყენებს ვაქცინის შეყვანით, რათა დაიცვას ბავშვი რომელიმე დაავადებისგან, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდა. არც ერთ დედას არ სურს, შვილმა ტკივილი იგრძნოს. არც ერთ ექიმს არ სურს, პაციენტს ტკივილი მიაყენოს. იმ მომენტში ბავშვს არ ესმის ტკივილის მნიშვნელობა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდება, რატომ იყო ის დაშვებული.

ნამდვილი ნუგეში ტანჯულებისთვის?

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ საკითხების მხოლოდ ცოდნა მცირედ თუ ანუგეშებს ტანჯულ ადამიანებს. ჰანს კიუნგი აცხადებს, რომ ბოროტების არსებობის მიზანშეწონილი ახსნა „ისეთივე სასარგებლოა ტანჯულისთვის, როგორც ლექცია საჭმლის ქიმიურ შემადგენლობაზე მშიერისთვის“. ის ასეთ კითხვას სვამს: „განა საღი მსჯელობა გაუკეთებს გულს ადამიანს, რომელიც თითქმის გაჭყლეტილია ტანჯვის სიმძიმით?“ მართალია, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, უგულებელმყოფელი ადამიანების „საღი მსჯელობა“ გულს არ უკეთებს ტანჯულებს. ასეთი ადამიანური მსჯელობები მხოლოდ ამძიმებს პრობლემას, იმის ჩაგონებით, რომ ღმერთმა ადამიანებისთვის ტანჯვა განიზრახა და დედამიწა „ცრემლების ველად“ ან მათ გამოსაცდელად შექმნა, ვინც საბოლოოდ ზეციერი სიცოცხლით დაჯილდოვდება. რა ღვთისგმობაა!

მიუხედავად ამისა, ბიბლია პირადად იძლევა ნამდვილ ნუგეშს. ტანჯვის არსებობის თანმიმდევრული ახსნის გარდა, ბიბლია აგრეთვე ღვთის მტკიცე აღთქმაში გვარწმუნებს, რომ ის გააუქმებს ყოველგვარ ზიანს, რომელსაც ტანჯვის დროებითი დაშვება იწვევს.

‘ყველაფრის აღდგენა’

ძალიან მალე ღმერთი ყველაფერს ისე აღადგენს, რომ ყოველივე შეესაბამებოდეს პირველი ადამიანების, ღვთის ქმნილებების აჯანყებამდე მის განზრახვას. მისგან ადამიანთა დამოუკიდებელი მმართველობისთვის დანიშნული დრო მალე ამოიწურება. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როცა ის მოავლენს «იესოს, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს [„რომელიც ზეცაში უნდა იყოს“, აქ], ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით» (საქმეები 3:20, 21).

რას გააკეთებს იესო ქრისტე? ის იხსნის დედამიწას ღვთის ყველა მტრისგან (2 თესალონიკელთა 1:6–10). ეს არ იქნება დაუყოვნებლად განხორციელებული განადგურება, როგორც დიქტატორები მოქმედებენ. ადამიანის უწესრიგო მმართველობის კატასტროფული შედეგების დამადასტურებელი უამრავი მტკიცება ნათელს გახდის, რომ ახლო მომავალში თავისი ნების განსახორციელებლად უსაზღვრო ძალაუფლების გამოყენებით ღმერთი სავსებით გამართლებული იქნება (გამოცხადება 11:17, 18). თავდაპირველად ეს აღნიშნავს ‘გასაჭირს’, როგორიც არასდროს ყოფილა დედამიწაზე, რომელიც ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის მხოლოდ მსგავსი, მაგრამ ბევრად უფრო დიდი იქნება (მათე 24:21, 29–31, 36–39). ამ ‘დიდ გასაჭირში’ გადარჩენილებს „განახლების დღეები“ ექნებათ, როცა „[ღვთის] წმიდა წინასწარმეტყველების პირით“ მოცემული აღთქმების შესრულებას იხილავენ (საქმეები 3:19, 20; გამოცხადება 7:14–17). რა აღგვითქვა ღმერთმა?

ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ ომებითა და სისხლისღვრით გამოწვეული ტანჯვა აღარ იქნება. მაგალითად, ფსალმუნის 45:10-ში ნათქვამია: „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“. აღარ იქნება უდანაშაულო მსხვერპლი და დამწუხრებული ლტოლვილი, აღარ იქნებიან გაუპატიურებულები, დასახიჩრებულები და სასტიკ ომებში დახოცილები! ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4).

წინასწარმეტყველები აგრეთვე მოგვითხრობენ დამნაშავეობითა და უსამართლობით გამოწვეული ტანჯვის აღსასრულზე. იგავნის 2:21, 22 გვპირდება, რომ „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად“, ხოლო ტკივილისა და ტანჯვის მიმყენებელი ადამიანები „აღმოიფხვრებიან მისგან“. ‘კაცი აღარ იმძლავრებს კაცზე თავისდა [„მისდა“, აქ] საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9). ყველა ბოროტი სამუდამოდ განადგურდება (ფსალმუნი 36:10, 38). ყველა იცხოვრებს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში ტანჯვის გარეშე (მიქა 4:4).

გარდა ამისა, წინასწარმეტყველები გვპირდებიან, რომ აღარ იქნება ტანჯვა ფიზიკური და ემოციური მოშლილობის შედეგად (ესაია 33:24). ესაია გვპირდება, რომ ბრმები, ყრუები, დასახიჩრებულები და დაავადებებით დატანჯულები განიკურნებიან (ესაია 35:5, 6). ღმერთი სიკვდილის მოქმედებასაც კი შეწყვეტს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ‘ახალ ცასა და ახალ მიწასთან’ დაკავშირებულ ხილვაში მოციქულ იოანეს ეთქვა, რომ „თვით ღმერთი. . . მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:1–4). წარმოიდგინე! ტკივილი, ცრემლი, გოდება, სიკვდილი — ტანჯვა აღარ იქნება!

რა ტრაგედიებიც არ უნდა მოხდეს ბოროტების ამ დროებითი პერიოდის განმავლობაში — ყველა ანაზღაურებული იქნება. ადამიანთა ტკივილი და ტანჯვა — ღმერთს რომ არასდროს განუზრახავს — მათი გონებიდანაც კი მთლიანად ამოიშლება. „დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი. . . აღარ გაიხსენება წინანდელნი“, იწინასწარმეტყველა ესაიამ (ესაია 65:16, 17). ღვთის თავდაპირველი განზრახვა მთლიანად განხორციელდება სამოთხეში დედამიწაზე სრულ მშვიდობასა და ბედნიერებაში მცხოვრები სრულყოფილ ადამიანთა ოჯახისთვის (ესაია 45:18). მისი უზენაესი მმართველობისადმი მინდობა აბსოლუტური იქნება. რა უპირატესობაა, ვცხოვრობდეთ პერიოდში, როცა ღმერთი მოსპობს ადამიანთა ყველა ტანჯვას, პერიოდში, როცა ის ნათელყოფს, რომ არ არის „დესპოტი, თვითმარქვია, მატყუარა, ჯალათი“, რაშიც ნიცშე ადანაშაულებდა, არამედ რომ ის ყოველთვის მოსიყვარულე, ბრძენი და სამართლიანია თავისი აბსოლუტური ძალაუფლების გამოვლენაში!

[სურათი 5 გვერდზე]

ზოგი მმართველი იდეოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა და თავის მსხვერპლს ნების თავისუფლებას ართმევდა.

[საავტორო უფლება]

UPI/Bettmann

[სურათი 7 გვერდზე]

როცა ტანჯვა აღარ იქნება, ყველა სრულიად დატკბება ცხოვრებით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება