საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 5/1 გვ. 3
  • რა მოუვიდა პატიოსნებას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა მოუვიდა პატიოსნებას?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პატიოსნების ცვალებადი ნორმები
  • შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • რატომ უნდა შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • „არ დავთმობ უმწიკვლობას!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ნდობა არასრულყოფილ ქვეყნიერებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 5/1 გვ. 3

რა მოუვიდა პატიოსნებას?

საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინ ბრილიანტებით მოვაჭრე ბარნი ბარნატო სამხრეთ აფრიკიდან ინგლისში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე მისი უკმაყოფილება გამოიწვია გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც პირდაპირ მას ეხებოდა. ამიტომ „მხოლოდ რამდენიმე წვრილმანის შესასწორებლად“ მან დიდთანხიან საბანკო ჩეკთან ერთად რედაქტორს მეორე სტატიისთვის რამდენიმე ხელნაწერი გაუწოდა.

რედაქტორმა ჯ. კ. ჯერომმა ხელნაწერები ნაგვის ყუთში მოისროლა და ჩეკი უკან დაუბრუნა. გაკვირვებულმა ბარნატომ მაშინვე გააორმაგა თანხა. მეორე მცდელობაც მსგავსადვე იქნა უარყოფილი. „რამდენი?“ — ჰკითხა ბარნატომ. ჯერომი იხსენებს: „ავუხსენი, რომ ლონდონში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“. როგორც რედაქტორი, ის არავითარ შემთხვევაში არ გაყიდდა თავის პატიოსნებას.

„პატიოსნება განისაზღვრება, როგორც ზნეობრივი სინდისიერება და სამართლიანობა“. პატიოსანი ადამიანი ნდობის ღირსია. მაგრამ დღეს უსინდისობა — უპატიოსნობა — ადამიანებს ცხოვრების ყველა საფეხურზე ძირს უთხრის.

დაკარგული ზნეობრივი პატიოსნების აღსაწერად ბრიტანეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პოპულარული გახადეს სიტყვა „სიბინძურე“. ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, სიბინძურემ ყველაფერი მოიცვა — „სასიყვარულო თავგადასავლებისა და ადგილობრივი მთავრობის წინასაარჩევნო მაქინაციებიდან დაწყებული დიდ საექსპორტო ღონისძიებებში მექრთამეობით დამთავრებული“ (The Independent). გამონაკლისს ცხოვრების არც ერთი სფერო არ წარმოადგენს.

პატიოსნების ცვალებადი ნორმები

რასაკვირველია, პატიოსნება სრულყოფილებას არ ნიშნავს, მაგრამ ის პიროვნების ძირითად თვისებას ირეკლავს. ჩვენს ქვეყნიერებაში, სადაც ადამიანები სწრაფ გამდიდრებას ცდილობენ, პატიოსნებას შეიძლება დაბრკოლებად მიიჩნევდნენ და არა ღირსებად. მაგალითად, მატულობს გამოცდებზე „გაძრომის“ მიზნით სტუდენტების მიერ რთული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები და ამ ახალი მექანიზმების აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია. ბრიტანეთის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი აცხადებს, რომ გამოცდებზე სტუდენტების უმეტესი ნაწილი თაღლითობს და ამაში ინგლისი, უეჭველია, გამონაკლისი არ არის.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რა ფასად უჯდება უდანაშაულოებს დაუნდობელი ადამიანების სიცრუე და თაღლითობა. ავიღოთ ინდოეთის ქალაქის ბჰოპალის შემთხვევა, სადაც 1984 წელს შხამიანმა აირმა 2 500-ზე მეტი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილთან ერთად ასიათასობით ადამიანი დაასახიჩრა. ერთ-ერთი გაზეთი მოიხსენიებს: „მსხვერპლთა საშველად დაგეგმილი მატერიალური დახმარება კორუფციაში ეფლობა. . . სასამართლო საქმეების განხილვას ართულებს ათასობით გამოგონებული განცხადება, ყალბი საბუთი და ფალსიფიცირებული მტკიცება“ (The Sunday Times). შედეგად კანონით დაკისრებული 470 000 000-დან სულ 3 500 000 დოლარი გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ათი წლის შემდეგ დაურიგდა.

ხოლო რის თქმა შეიძლება რელიგიის შესახებ? რა ადგილს იკავებს ის პატიოსნების საკითხში? სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ის ქვეყნიერებაზე მაღლა არ დგას. განვიხილოთ კათოლიკე ეპისკოპოსის ეიმონ კეისის შემთხვევა, რომელმაც აღიარა, ახლა მოზარდი, არაკანონიერი ვაჟიშვილის მამობა. როგორც ინგლისის გაზეთი (Guardian) აღნიშნავს, კეისის მდგომარეობაში „უჩვეულო არაფერი იყო“. იმავე აზრს გაზეთი „ტაიმზი“ განაგრძობს: „სინამდვილეში ეპისკოპოს კეისის სახელის გამტეხი ის კი არ არის, რომ ძალიან ულამაზოდ მოიქცა, არამედ ის, რომ ცელიბატის დარღვევა არც ახალი და არც იშვიათია“. ამ კამათთან დაკავშირებით შოტლანდიური გაზეთი (The Glasgow Herald) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში რომის კათოლიკე მღვდლების მხოლოდ 2 პროცენტი იკავებს თავს ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური კავშირისგან. სიზუსტისგან დამოუკიდებლად, ციფრი მიუთითებს კათოლიკე მღვდლების სახელზე ზნეობის საკითხში.

შესაძლებელია კი ასეთი მაგალითების მხილველი ადამიანისთვის ზნეობრივი პატიოსნების დაცვა? ღირს კი ამის გაკეთება? რა დასჭირდებოდა ადამიანს ასე მოქმედებისთვის და რით დაჯილდოვდებოდა ამისთვის?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება