შეგიძლია გწამდეს ცოცხალი ღმერთი?
„ქრისტიანი რომ იყო, საჭირო არაა ღმერთი გწამდეს. . . ახლა ჩვენ გადატრიალების ნაწილს წარმოვადგენთ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეკლესია ტრადიციული ღვთის გარეშე იქნება“, — თქვა ბრიტანეთის უნივერსიტეტის უფროსმა კაპელანმა. ის ლაპარაკობდა მიმდინარეობა „რწმენის ზღვის“ სახელით, რომელსაც, სულ ცოტა, ასი ბრიტანელი მღვდელი უერთდება. ეს „ქრისტიანი ათეისტები“ ამტკიცებენ, რომ რელიგია ხალხის შექმნილია და რომ, როგორც ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ღმერთი მხოლოდ „ფანტაზიის“ ნაყოფს წარმოადგენს. ზებუნებრივი ღმერთი მეტად აღარ უთავსდება მათ აზროვნებას.
„ღმერთი მკვდარია“ ცნობილი ლოზუნგი იყო 1960-იან წლებში. ის ირეკლავდა მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, შეხედულებებს და მრავალ ახალგაზრდას მიზეზს აძლევდა, ეკეთებინა, რაც უნდოდა, ხელი მიეყო თავისუფალი სიყვარულისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისთვის ზნეობრივი შეზღუდვების გარეშე. მაგრამ მიიყვანა ასეთმა თავისუფლებამ ჰიპები (როგორც გახდნენ ცნობილი), უფრო ბედნიერ დამაკმაყოფილებელ ცხოვრებამდე?
იმავე ათწლეულში ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯონ ა. ტ. რობინსონმა საკამათო წიგნი (Honest to God) გამოაქვეყნა. ეკლესიის მრავალმა თანამსახურმა საყვედური გამოუცხადა მას იმისთვის, რომ ღმერთი მიაჩნდა „არა უმეტეს ადამიანური გამოცდილების სიდიდისა“. ღვთისმეტყველმა პროფესორმა კით უორდმა იკითხა: „არის ღვთის რწმენა ძველმოდური ცრუმორწმუნეობის რაღაც სახეობა, რასაც ამჟამად უარყოფენ მცოდნე ადამიანები?“ მან თვითონვე გასცა საკუთარ კითხვას პასუხი: „დღეს რელიგიაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ დაიბრუნო ღმერთზე ტრადიციული შეხედულება“.
ტანჯვა და ცოცხალი ღმერთი
ცოცხალი ღვთის მორწმუნე მრავალ ადამიანს უძნელდება, საკუთარი რწმენა დაუკავშიროს ტრაგედიებსა და ტანჯვას, რასაც ხედავს. მაგალითად, 1996 წლის მარტში დანბლეინში (შოტლანდია) ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს 16 ბავშვი მასწავლებელთან ერთად. „მე, უბრალოდ, არ მესმის ღვთის ნება“, — თქვა ამ უბედურებით ჭკუაზე შეშლილმა ქალმა. ტრაგედიაზე გულისტკივილი გამოიხატა ამ ბავშვების სკოლის გარეთ ყვავილებთან ერთად დატოვებულ ბარათზე. ის შეიცავდა ერთ სიტყვას: „რატომ?“ პასუხად დანბლეინის ტაძრის მსახურმა თქვა: „შეუძლებელია ამის ახსნა. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხი გავცეთ, რატომ უნდა მომხდარიყო ეს“.
მოგვიანებით, იმავე წელს, უმოწყალოდ იქნა მოკლული ანგლიკანური ეკლესიის ცნობილი ახალგაზრდა მღვდელი. ერთ-ერთი გაზეთი (Church Times) იტყობინებოდა, რომ თავზარდაცემულმა კრებამ მოისმინა ლივერპულის არქიდიაკვნის სიტყვები — „აბრახუნო ღვთის კარზე კითხვებით: რატომ? რატომ?“ ეკლესიის ამ მსახურსაც ცოცხალი ღვთისგან არანაირი სანუგეშო სიტყვა არ გააჩნდა.
გონივრულია, გწამდეს ცოცხალი ღმერთი. და მაინც, რა უნდა გვწამდეს? ზემოთ წამოჭრილ გადაუჭრელ კითხვებზე პასუხის გაცემის გასაღები არსებობს. გიწვევთ, რომ განიხილო ამის დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც შემდეგ სტატიაშია წარმოდგენილი.
[სურათი 3 გვერდზე]
ბარათი სვამდა კითხვას: „რატომ?“
[საავტორო უფლება]
NEWSTEAM No. 278468/Sipa Press