საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 5/1 გვ. 3-4
  • ვინ შექმნა ყოველივე ეს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ შექმნა ყოველივე ეს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მსგავსი მასალა
  • ვინ არის იეჰოვა?
    ვინ არის იეჰოვა?
  • ინტერვიუ ბიოქიმიკოსთან
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • ვის შეუძლია გვითხრას?
    რა არის სიცოცხლის აზრი?
  • გხიბლავთ ქმნილება? აღიარეთ შემოქმედი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 5/1 გვ. 3-4

ვინ შექმნა ყოველივე ეს?

ჰენრი მოუჰოტი, XIX საუკუნის ფრანგი მკვლევარი, როდესაც კამბოჯას ჯუნგლებში გზას მიიკვლევდა, წააწყდა ტაძარს, რომელსაც ირგვლივ განიერი თხრილი ჰქონდა შემოვლებული. მისგან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით 60 მეტრის სიმაღლეზე ცაში ატყორცნილიყო ხუთი კოშკი. ეს იყო ანგკორ-ვატი, დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური მონუმენტი. შვიდი საუკუნის ქარ-წვიმა გადავლილი იყო ეს ტაძარი, როდესაც მოუჰოტმა აღმოაჩინა.

თვალის შევლებისთანავე მოუჰოტს შეეძლო ეთქვა, რომ ეს ხავსით დაფარული ნაგებობა ადამიანის ხელით იყო შექმნილი. «ვინმე ძველი „მიქელანჯელოს“ მიერ აღმართული ეს გრანდიოზული კომპლექსი ბევრად აღემატება ბერძნული ან რომაული არქიტექტურის ნიმუშებს», — წერდა ის. თუმცა კომპლექსი საუკუნეებია, რაც უპატრონოდ იყო მიგდებული, მას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ამ საუცხოო ნაგებობას ხუროთმოძღვარი ჰყავდა.

საინტერესოა, რომ საუკუნეების წინ დაწერილი სიბრძნის წიგნი მსგავსად მსჯელობს, როდესაც განმარტავს, თუ რატომ უნდა იყოს ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო შემოქმედების შედეგი. ის უნდა შექმნილიყო. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). ზოგმა შეიძლება უარყოს ეს ანალოგია და თქვას: „ის, რასაც ბუნება ქმნის, განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანი ქმნის“. მაგრამ ამ აზრს ყველა მეცნიერი არ იზიარებს. ერთ-ერთი უნივერსიტეტის (Lehigh University) ბიოქიმიის ადიუნქტ-პროფესორმა მაიკლ ბიჰიმ აღიარა, რომ „ბიოქიმიური სისტემები არ არის უსიცოცხლო ობიექტები“ და დასვა შეკითხვა: „შეიძლება თუ არა ცოცხალი ბიოქიმიური სისტემების ხელოვნურად შექმნა?“ შემდეგ ის აჩვენებს, რომ ახლა გენური ინჟინერიის გამოყენებით მეცნიერები ძირეულ ცვლილებებს ახდენენ ცოცხალ ორგანიზმებში. ნათელია, რომ შეიძლება შეიქმნას როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი მატერია! უჯრედების მიკროსკოპულ სამყაროში ჩაფლული ბიჰი საუბრობს სისტემათა საოცარ კომპლექსზე, რომელთა შემადგენელი ნაწილების ფუნქციონირება ერთმანეთზეა დამოკიდებული. მისი დასკვნა? „უჯრედის გამოკვლევის, ანუ სიცოცხლის მოლეკულურ დონეზე გამოკვლევის, ერთობლივი მცდელობების შედეგები ხმამაღლა, ნათლად ღაღადებენ შემოქმედებით ჩანაფიქრზე“.

კოსმოლოგებიც და ფიზიკოსებიც სამყაროს კვლევისას საოცარ ფაქტებს აწყდებიან. მაგალითად, ახლა მათ იციან, რომ უნივერსალური მუდმივები ოდნავ განსხვავებულიც კი რომ ყოფილიყო, დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდაa. კოსმოლოგი ბრენდენ კარტერი ამ ფაქტებს საოცარ ჰარმონიულობას უწოდებს. მაგრამ, თუ თქვენ საიდუმლოებით მოცულ მრავალ, ერთმანეთზე დამოკიდებულ ჰარმონიულობას წააწყდებოდით, განა, სულ მცირე, ეჭვი მაინც არ დაგებადებოდათ, რომ ყოველივე ეს ვიღაცამ შექმნა?

რასაკვირველია, ყველა ამ რთულ სისტემასა და შესანიშნავად აწყობილ „ჰარმონიას“ თავისი შემოქმედი ჰყავს. ვინ? „მეცნიერული მეთოდებით იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის შემოქმედი, შესაძლოა, ძალზე რთული აღმოჩნდეს“, — აღიარებს პროფესორი ბიჰი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას „ფილოსოფოსებსა და თეოლოგებს“ უტოვებს. თქვენც შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს კითხვა თქვენ არ გეხებათ. მაგრამ, თუ ლამაზად შეფუთულ ამანათს მიიღებდით, რომელიც სავსეა ზუსტად ყოველივე იმით, რაც გჭირდებათ, განა არ დაინტერესდებოდით, თუ ვინ გამოგიგზავნათ ის?

მეტაფორულად რომ ვთქვათ, ჩვენ მივიღეთ ასეთი ამანათი, — ამანათი, რომელიც შესანიშნავი საჩუქრებითაა სავსე და ეს საჩუქრები კი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიცოცხლოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. ეს ამანათი არის დედამიწა ყველა თავისი საოცარი სისტემით, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება. განა არ უნდა დაგვაინტერესოს, თუ ვინ მოგვცა ეს საჩუქრები?

საბედნიეროდ, ამ ამანათის გამომგზავნმა მას თან ბარათიც დაურთო. ეს „ბარათი“ ზემოთ მოხსენიებული სიბრძნის წიგნი — ბიბლიაა. შესავალში ბიბლია საოცრად მარტივად და ნათლად პასუხობს კითხვაზე, თუ ვინ გამოგვიგზავნა ეს ამანათი: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1).

ამ „ბარათში“ შემოქმედი თავის სახელსაც გვეუბნება: «ასე ამბობს ღმერთი, [„იეჰოვა“, „არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი“] ცათა შემოქმედი. . . მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის» (ესაია 42:5). დიახ, იეჰოვაა სამყაროსა და დედამიწაზე კაცისა და ქალის შემოქმედის სახელი. მაგრამ, ვინ არის იეჰოვა? როგორი ღმერთია ის? და რატომ უნდა უსმინოს დედამიწის ყველა მცხოვრებმა მას?

[სქოლიო]

a „მუდმივა“ არის უცვლელი სიდიდე. ამის ორი მაგალითია სინათლის სიჩქარისა და მიზიდულობის მასაზე დამოკიდებულების მუდმივები.

[სურათი 3 გვერდზე]

ანგკორ-ვატი ადამიანების მიერ იყო აგებული.

[სურათი 4 გვერდზე]

როდესაც საჩუქარს ღებულობთ, განა არ გინდათ, გაიგოთ, თუ ვინ გამოგიგზავნათ ის?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება