საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 7/1 გვ. 4-6
  • რატომ იცვლის ზოგი რელიგიას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ იცვლის ზოგი რელიგიას
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რთულ კითხვებზე პასუხები
  • რა არის სიცოცხლის აზრი?
  • ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება
  • ღმერთთან ახლო ურთიერთობა
  • ჭეშმარიტი რელიგია დასაფასებელია!
  • ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • მთავარანგელოზი მიქაელია იესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • მიქაელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 7/1 გვ. 4-6

რატომ იცვლის ზოგი რელიგიას

მრავალი ადამიანისთვის რელიგია მხოლოდ იარლიყს წარმოადგენს. ის შეიძლება მიუთითებდეს, თუ სად დადის დროდადრო პიროვნება კვირაობით, სად იწერს ჯვარს და სად მარხავენ. მაგრამ ის არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა პიროვნებაა ის ან რა იცის და რა სწამს მას. მაგალითად, ერთმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ იმ ადამიანთა 50-მა პროცენტმა, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, არ იცოდა, თუ ვინ წარმოთქვა მთაზე ქადაგება. მაშინ როცა ინდოეთის გამოჩენილმა წინამძღოლმა ინდუსმა მოჰანდას განდიმაც კი იცოდა ეს!

არის გასაკვირი, რომ ხალხი ტოვებს რელიგიას, რომელზეც მრავალმა მათგანმა ბევრი არაფერი იცის? სულაც არა. მაგრამ ეს გარდაუვალიც არ არის. ისინი, რომლებმაც მიიღეს დახმარება და ბიბლიური ცოდნა შეიძინეს, ხშირად გაოცებულან, როდესაც ხედავდნენ, თუ რამხელა სარგებლობა მოაქვს ამ შესწავლას. თვითონ ბიბლია ამბობს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).

რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც სულიერი შიმშილის გრძნობა აწუხებთ? მათ არ უნდა მიატოვონ ღვთისადმი მსახურება! პირიქით, უნდა ჩაიხედონ ბიბლიაში და გაიგონ, თუ რას სთავაზობს თვითონ ღმერთი.

რთულ კითხვებზე პასუხები

შვიდი წლის ასაკში ბერნტმა საკუთარი თვალით იხილა დედის სიკვდილიa. მას მთელი ბავშვობის დარჩენილი წლების განმავლობაში აწუხებდა კითხვები: „სად არის დედაჩემი? რატომ უნდა ვიზრდებოდე უდედოდ?“ მოზარდობის ასაკში ბერნტი ეკლესიის აქტიური წევრი იყო. კაცობრიობის სიდუხჭირით შეწუხებულს სურდა განვითარებად ქვეყნებში დახმარების აღმომჩენთა შორის ემუშავა. მაგრამ მას მოსვენებას არ აძლევდა ის კითხვები, რომლებზედაც თავისმა ეკლესიამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ გასცა.

ერთხელ ბერნტი სკოლის ამხანაგს გაესაუბრა, ხოლო ეს უკანასკნელი იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა. ამ ახალგაზრდამ ბერნტს ბიბლიიდან აჩვენა, რომ დედამისი უგრძნობ მდგომარეობაში იყო და სიკვდილის ძილით ეძინა. ბერნტმა გაიგო მრავალი ბიბლიური მუხლის შესახებ, რომლებიც ამას ამტკიცებდა; ერთ-ერთი მათგანია ეკლესიასტეს 9:5: „მკვდრებმა. . . არაფერი იციან“. ასე რომ, ბერნტს უკვე აღარ ჰქონდა იმაზე ნერვიულობის არავითარი საფუძველი, იტანჯებოდა თუ არა დედამისი რომელიმე განსაწმენდელში ან სადმე კიდევ უფრო უარეს ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიათა უმეტესობა სულის უკვდავებას ასწავლის, ბერნტმა ბიბლიიდან დაინახა, რომ სული თვითონ ადამიანია. როდესაც ადამიანი კვდება, სულიც კვდება. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4).

ბერნტმა აგრეთვე გაიგო, რომ მკვდრებს შესანიშნავი მომავალი ელით. მან ბიბლიაში, „საქმეების“ წიგნში, თვითონ წაიკითხა: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). როგორ აღაფრთოვანა ის იმის გაგებამ, რომ მკვდრეთით აღდგენა აქ — დედამიწაზე — მოხდება, რომელზეც ღმერთი აღადგენს სამოთხეს! (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4).

მალე ბერნტის სულიერი მოთხოვნილებები ჭეშმარიტი ბიბლიური შემეცნებით იქნა დაკმაყოფილებული. ბერნტს რელიგიისთვის თავი არ დაუნებებია. პირიქით, მან დატოვა ეკლესია, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა მისი შიმშილი და მიჰყვა თაყვანისმცემლობას, რომელიც მთლიანად ბიბლიას ეყრდნობოდა. ის ამბობს: „ეს მოხდა თოთხმეტი წლის წინ და ამ ნაბიჯის გადადგმა არასოდეს მინანია. ახლა უკვე ვიცი, რომ შემოქმედი არ არის ტანჯვა-წამების მიზეზი. ამ სისტემის ღმერთი სატანაა და მას მიუძღვის ბრალი ჩვენს ირგვლივ არსებულ მდგომარეობაში. მაგრამ ღმერთი მალე მოაშუშებს ყველა ჭრილობას, რომელიც სატანის წუთისოფელმა გამოიწვია. დედაჩემიც აღდგება. რამხელა სიხარულის მომნიჭებელი იქნება ეს!“

სხვათა შორის, ბერნტმა მიაღწია თავის მიზანს, დახმარება აღმოეჩინა სხვა ქვეყნის მცხოვრებლებისთვის. ის საზღვარგარეთ ეხმარება სხვებს, გაიგონ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ნამდვილად იხსნის ხალხს უბედურებისგან. ბერნტის მსგავსად, მილიონებმა გაიგეს, რომ ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვა-წამებას. ისინი აღფრთოვანებული არიან იმ ფაქტით, რომ იპოვეს რელიგია, რომელიც მათ სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს (მათე 5:3).

რა არის სიცოცხლის აზრი?

დასავლეთის ქვეყნებში რაც უფრო მეტად იკიდებს ფეხს სეკულარიზაცია, მით უფრო მრავალი სვამს კითხვას: „რა არის სიცოცხლის აზრი?“ როგორც მაიკლმა დაინახა, პასუხი ბიბლიაშია. 70-იანი წლების შუა პერიოდში მაიკლს ტერორისტულ ჯგუფში გაერთიანება სურდა. მას ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა — მიზანში ამოეღო ის ხალხი, რომლებსაც კაპიტალისტურ სისტემაში არსებული უსამართლობის მიზეზად თვლიდა. „სახლიდან იარაღის გარეშე არასოდეს გავდიოდი, — ამბობს ის. — გეგმაში მქონდა, რაც შეიძლება მეტი გავლენიანი პოლიტიკოსი და დიდი კაპიტალისტი მომეკლა. თავი ამ საქმისთვის მქონდა გადადებული“.

მაიკლი ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ იქ ვერავინ დაანახა სიცოცხლის ნამდვილი აზრი. ამიტომ, როდესაც მასთან სახლში იეჰოვას მოწმეები მივიდნენ და მის კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან წაუკითხეს, ის მთელი გულისყურით უსმენდა. მან იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზში თაყვანისმცემლობის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო.

მაიკლის მეგობრები დააინტერესა ბიბლიისადმი მისმა სწრაფვამ, რაც მას ადრე არ სჩვეოდა. „ამ კვირას მოდით შეხვედრაზე, — სთხოვა მაიკლმა მათ. — დარჩით ცოტა ხანს და თუ არ მოგეწონებათ ის, რასაც მოისმენთ, წადით სახლში“. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიბლიაზე დაფუძნებული 45 წუთიანი მოხსენების შემდეგ მისი მეგობრების უმეტესობამ დარბაზი დატოვა. მაგრამ ერთი — სუზენი — დარჩა. ამ ახალგაზრდა ქალზე მოსმენილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით მაიკლი და სუზენი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც მოინათლნენ და იეჰოვას მოწმეები გახდნენ. „ახლა უკვე ვიცი, თუ რატომ ვართ აქ, დედამიწაზე, — ამბობს მაიკლი. — ჩვენ იეჰოვამ შეგვქმნა. ცხოვრების ნამდვილი აზრი კი ის არის, რომ გავიცნოთ ღმერთი და შევასრულოთ მისი ნება. აი, ამას მოაქვს ნამდვილი კმაყოფილება!“

მილიონები იზიარებენ მაიკლის მრწამსს. მათ გულთან მიაქვთ ბიბლიის სიტყვები: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).

ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება

დღეს ყველა ვხედავთ 2 ტიმოთეს 3:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებას: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“. ვერავინ გაექცევა ამ ‘საზარელი ჟამით’ გამოწვეულ პრობლემებს. მაგრამ ბიბლია გვეხმარება მათთან გამკლავებაში.

განვიხილოთ სტივენისა და ოლივიას, ერთი დაქორწინებული წყვილის, შემთხვევა. როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, მათ, სხვა მრავალი წყვილის მსგავსად, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ. „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვიყავით, — ამბობს სტივენი. — სულ სხვადასხვა მიზნები და ინტერესები გვქონდა“. რა დაეხმარა მათ ოჯახის შენარჩუნებაში? „იეჰოვას მოწმეებმა დაგვანახეს, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში, — განაგრძობს სტივენი. — პირველად გავიგეთ, თუ რას ნიშნავს, არ იყო ეგოისტი და ზრუნავდე სხვაზე. ბიბლიის პრინციპების გამოყენებამ ერთმანეთთან შეგვადუღაბა. ახლა ბედნიერი და მტკიცე ცოლ-ქმრობა გვაქვს“.

ღმერთთან ახლო ურთიერთობა

გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც ახლახან ჩატარდა, ამერიკელთა 96 პროცენტს სწამს ღმერთი და უმეტესობა ლოცვით მიმართავს მას. მაგრამ სხვა გამოკითხვამ ცხადყო, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეკლესიებსა და სინაგოგებში მოსიარულეთა რიცხვი ახლა ყველაზე დაბალია. ამერიკელთა 58-მა პროცენტმა თქვა, რომ ეკლესიაში თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად დადის. ცხადია, რომ რელიგიამ ვერ დააახლოვა ისინი ღმერთთან. და ეს პრობლემა მხოლოდ შეერთებული შტატებით არ შემოიფარგლება.

ლინდა ბავარიაში გაიზარდა. ის კათოლიკე იყო და რეგულარულად ლოცულობდა. ამავე დროს, შიშით შეჰყურებდა მომავალს. მან არაფერი იცოდა ადამიანების მიმართ ღვთის განზრახვის შესახებ. ლინდა 14 წლის იყო, როდესაც იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და აი, რას გვიყვება: „მათი საუბარი ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ გამოვართვი ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ორი სახელმძღვანელო და დაუყოვნებლივ დავიწყე მათი კითხვა“. ორი წლის შემდეგ ლინდამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. „ყველაფერი, რასაც ბიბლიიდან ღვთის შესახებ ვსწავლობდი, აზრიანი იყო“, — ამბობს ის. ლინდამ მიატოვა თავისი ეკლესია და 18 წლის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

რამ შეაცვლევინა ლინდას რელიგია? ის ამბობს: „ჩემმა ეკლესიამ დამანახა, რომ ღმერთი არსებობს და მე ვირწმუნე ის. მაგრამ ეს ღმერთი უპიროვნო და შორეული იყო. ბიბლიის შესწავლამ არა მარტო ღვთისადმი რწმენა განმიმტკიცა, არამედ მის გაცნობასა და შეყვარებაშიც დამეხმარა. ახლა ღმერთთან ახლო პირადი ურთიერთობა მაქვს, რასაც მე ყველაფერზე მეტად ვაფასებ“.

ჭეშმარიტი რელიგია დასაფასებელია!

გიწევთ თუ არა თქვენი რელიგია სულიერ ხელმძღვანელობას და გიჩვენებთ თუ არა, როგორ შეუძლია ბიბლიას, დაგეხმაროთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში? გასწავლით ის ბიბლიურ იმედს მომავლის შესახებ? არის ის დაფუძნებული ბიბლიის ზუსტ შემეცნებაზე და გაახლოებთ თუ არა ღმერთთან? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ თავი დაანებოთ რელიგიას, ეძებეთ ისეთი თაყვანისმცემლობა, რომელიც მთლიანად ბიბლიაზეა დაფუძნებული. მაშინ თქვენ მათ შორის იქნებით, ვის შესახებაც ბიბლიის წიგნი „ესაია“ წინასწარმეტყველებს: „ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი. . . აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი. . . აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი. . . აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი“ (ესაია 65:13, 14).

[სქოლიო]

a სტატიაში გამოყენებული ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

ბიბლია ღმერთის გაცნობასა და მისადმი სიყვარულის განვითარებაში გვეხმარება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება