საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 5/1 გვ. 26-27
  • ვენდის ნაყოფიერი მიწები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვენდის ნაყოფიერი მიწები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • რთული ენა
  • სულიერი ნაყოფიერება
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 5/1 გვ. 26-27

ვენდის ნაყოფიერი მიწები

ბოლო ათი წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებლებად ვმსახურობთ ვენდაში. ვენდა სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთში, მდინარე ლიმპოპოს სამხრეთით, მდებარეობს; მის მოსახლეობას კი ის ტომები შეადგენს, რომლებიც დიდი ხნის წინათ ლიმპოპოს მეორე მხარეს გადმოსახლდნენ. ზოგი მათგანი თვლის, რომ მათი წინაპრები აქ 1 000-ზე მეტი წლის წინათ დასახლდნენ.

მართლაცდა, ერთ დროს ეს მხარე უძველესი ცივილიზაციის, მაპუნგუბვეს სამეფოს ნაწილი იყო. ის სამხრეთ აფრიკაში პირველი დიდი დაბა გახდა და ლიმპოპოს ვრცელ ველს მეთვალყურეობდა, დასავლეთით ბოტსვანიდან დაწყებული, აღმოსავლეთით მოზამბიკით დამთავრებული. დაახლოებით ახ. წ. 900—1100 წლებში არაბ ვაჭრებს მაპუნგუბვედან გაჰქონდათ სპილოს ძვალი, მარტორქის რქა, ტყავი, სპილენძი და ოქროც კი. სამეფო ყორღნის გათხრისას, რომელსაც მაპუნგუბვეს უწოდებდნენ, დიდი ოსტატობით შესრულებული, ოქროთი მოვარაყებული ქანდაკებები იქნა ნაპოვნი. ისინი „სამხრეთ აფრიკაში ოქროს საბადოების არსებობის ერთ-ერთი უპირველესი მაჩვენებლებია“,— აღნიშნული იყო ერთ ენციკლოპედიაში.

თუმცა აქ ოქრო აღარ მოიპოვება, დღეს ვენდის მიწები ნაყოფიერებით არის ცნობილი. საუთპენსბერგის მთების სამხრეთით უხვმოსავლიანი ველია გადაჭიმული, სადაც მრავლად იზრდება ავოკადოს, ბანანის, მანგოს და გუიავის ხეები. ისეთი თხილეულის გარდა, როგორიცაა: პეკანი და მაკადამია, აქ ბოსტნეულიც უხვად მოდის. მოჰყავთ ველური მუროჰოც, რომელსაც ისპანახის გემო აქვს და რომელიც ძალიან უყვარს ადგილობრივ მოსახლეობას.

ვენდელები მშვიდობისმოყვარე და სტუმართმოყვარე ხალხია. აქ ჩვეულებრივია, რომ ოჯახის უფროსმა მოულოდნელი სტუმრისთვის ქათამი გაამზადებინოს. ქათამს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ ბუსვასთან ერთად ჭამენ; ეს მათი ძირითადი საკვებია. ოჯახის უფროსი დამშვიდობებისას სტუმარს გარკვეულ მანძილზე აცილებს, რაც სტუმრისადმი პატივისცემის გამომხატველი ტრადიციაა. ბავშვებს ასწავლიან, თავაზიანად მიესალმონ სტუმარს წელში მოხრითა და ხელის გულების ერთმანეთზე სმით. ამ სურათზე ხედავთ ორ ვენდელ ქალს, რომლებიც ტრადიციულად ესალმებიან ერთმანეთს.

რთული ენა

ვენდური ენის სწავლა ევროპელებისთვის რთულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბევრი სიტყვა ერთნაირად იწერება, მაგრამ სხვადასხვანაირად წარმოითქმის. ერთხელ ვენდაში იეჰოვას მოწმეების კრებაში ბიბლიური მოხსენების წარმოთქმისას მინდოდა აუდიტორია წამეხალისებინა, ექადაგათ ყველასთვის. მე თითოეული პიროვნების ნაცვალად თითოეული თითი ვთქვი, რამაც მათში, რა თქმა უნდა, სიცილი გამოიწვია.

თავდაპირველად, ვენდურ ენაზე რომ ვცადე ქადაგება, ერთმა ვენდელმა მანდილოსანმა მიპასუხა: „მე არ მესმის ინგლისური“. ვფიქრობდი, რომ გასაგებად ვსაუბრობდი ვენდურად, მაგრამ მას ჩემი ვენდური ინგლისური ეგონა. სხვა შემთხვევისას, ერთ სახლთან მისულმა, ბიჭუნას ვთხოვე, ოჯახის უფროსისთვის დაეძახა. ოჯახის უფროსი ვენდურად არის „თოჰო“. მე კი ამ სიტყვას შეცდომით დავუსვი მახვილი და გამოვიდა, რომ ვთხოვე, ოჯახის მაიმუნისთვის დაეძახა. მსგავს შეცდომებს გულგატეხილობამდე მივყავდი, მაგრამ მე და ჩემი ცოლი ჩვენი სიბეჯითის წყალობით დღეს საკმაოდ კარგად ვსაუბრობთ ვენდურ ენაზე.

სულიერი ნაყოფიერება

ვენდა სულიერი გაგებითაც ნაყოფიერი აღმოჩნდა. მეზობელი ქვეყნებიდან ქალაქ მესინას სპილენძის მაღაროში სამუშაოდ გადმოსახლებულებისთვის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა იეჰოვას მოწმეების კრება. თავიანთი თავგამოდებული მსახურებით მათ ბევრ ვენდელს გააცნეს ბიბლიური ჭეშმარიტება. ათი წლის შემდეგ ქალაქ სიბასაში, ერთ კერძო ბინაში, ვენდელი იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრებს ატარებდნენ.

საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამხრეთ აფრიკის ფილიალმა ამ ნაყოფიერ ტერიტორიაზე კეთილი ცნობის მაუწყებელთა რიცხვის ზრდის დასაჩქარებლად სრული დროით მსახურები გაგზავნა. მალე სიბასაში არსებული ჯგუფი დიდ კრებად იქცა. იმ დროს ქრისტიანული შეხვედრები საკლასო ოთახში ტარდებოდა, მაგრამ სამხრეთით 160 კილომეტრში მდებარე პიეტერსბურგში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების დახმარებით, მეზობელ ქალაქ თოჰოიანდუში, სამეფო დარბაზი აშენდა.

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთში ვენდურ ენაზე 500 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. 50-იან წლებში, როდესაც სამეფოს შესახებ ქადაგება დაიწყო, იქ არც ერთი ვენდელი მოწმე არ იყო. დღეს კი მათი რიცხვი 150-ს აღემატება, მაგრამ ჯერაც დიდია ტერიტორია, სადაც არავის უქადაგებია, ასე რომ საქმე კვლავაც ბევრია. 1989 წელს ვენდის სოფელ ჰამუცაში დავიწყეთ ქადაგება. იმ დროს იქ ერთადერთი მოწმე ცხოვრობდა, დღეს კი სამეფოს 40-ზე მეტი მაუწყებელია. ამჟამად ჩვენი სამეფო დარბაზის მშენებლობის დასრულებითა ვართ დაკავებულები; კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას პიეტერსბურგის კრების მოწმეებს დახმარებისთვის და ძმებს შედარებით შეძლებული ქვეყნებიდან ფულადი შეწირულობისთვის.

ჩვენ ერთ ფერმის ფურგონში (მანქანაზე მისაბმელ პატარა ვაგონში) ვცხოვრობთ. რადგან მოკრძალებულ ცხოვრებას ვეწევით, დროც უფრო მეტი გვრჩება იმისთვის, რომ ადგილობრივ ხალხს კეთილი ცნობა მივაწვდინოთ (მარკოზი 13:10). შედეგად კი უხვად ვართ კურთხეულნი: ბევრს იეჰოვა ღმერთისადმი სიცოცხლის მიძღვნაში დავეხმარეთ. ამის მაგალითია მამაკაცი, სახელად მაიკლი, რომელმაც მეგობრის სახლში ნახა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“a. მან დაიწყო კითხვა და მალევე დაინახა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. ამიტომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ მისწერა, მეტი ბიბლიური ლიტერატურა გამოეგზავნათ მისთვის. მაიკლმა წერილში ახსნა, რომ ახლახან მოინათლა და ადგილობრივი სამოციქულო ეკლესიის წევრი გახდა. „მე დავინახე, — ამბობს ის, — რომ არ ვდგავარ ღვთის სამეფოსკენ მიმავალ გზაზე. გადავწყვიტე იეჰოვას მოწმე გავხდე, მაგრამ არ ვიცი რა არის ამისთვის საჭირო“. მან ითხოვა, რომ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმე მისულიყო მასთან. მე დავუკავშირდი მაიკლს და ბიბლიის საშინაო შესწავლა დავიწყეთ. დღეს ის მონათლული მოწმეა და ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

1997 წლის დეკემბერში დავესწარით იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს „ღვთის სიტყვის რწმენა“, რომელიც თოჰოიანდუს სტადიონზე ჩატარდა. მას 634 კაცი დაესწრო და 12 მოინათლა. წილად მხვდა უპირატესობა, წარმომეთქვა ორი მოხსენება ვენდურ ენაზე. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ნაყოფიერ მიწაზე გატარებული ათი ბედნიერი წლის მანძილზე.

[სქოლიო]

a გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება