კარგი სახელის შენარჩუნება
მშვენიერი ნახატის შესწავლა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. გულდასმით დაკვირვების შედეგად შესამჩნევი გახდება, ტილოზე ფუნჯის მრავალჯერ მოსმით, როგორ უხამებს მხატვარი სხვადასხვაგვარ ფერებს ერთმანეთს.
როგორც ფუნჯის მხოლოდ ერთი მოსმით სურათს ვერ დახატავ, ისე კარგი სახელის მოსაპოვებლად ძალისხმევაა აუცილებელი. ავტორიტეტს მოპოვება ესაჭიროება. მისი მიღწევა განსაზღვრული დროის მანძილზე უამრავი პატარ-პატარა საქმეების კეთებით არის შესაძლებელი. დიახ, დროთა განმავლობაში კარგ სახელს ჩვენივე ნამოქმედარის მიხედვით მოვიპოვებთ.
მეორე მხრივ, ფუნჯის უხეშად მოსმის შედეგად გაუფასურდება ნახატი. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ავტორიტეტზე. ბრძენმა მეფე სოლომონმა აღნიშნა: „ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს“ (იგავნი 19:3). სულ რაღაც უმნიშვნელო სიბრიყვე — ერთხელ გულისწყრომის გადმონთხევა, ერთხელ დათრობა ან უზნეობის ჩადენა — ჩირქს გვცხებს (იგავნი 6:32; 14:17; 20:1). ამიტომ, რამდენად მნიშვნელოვანია, მოვიპოვოთ კარგი სახელი და გულმოდგინებით ვიღვაწოთ მის შესანარჩუნებლად (შეადარეთ გამოცხადება 3:5).