საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 3/1 გვ. 18
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • უცნობი ღმერთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გადასახადების ამკრეფი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იესო მათეს უხმობს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ საფასური?
    გამოიღვიძეთ! — 2003
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 3/1 გვ. 18

იცოდით თუ არა?

ვის ეკუთვნოდა სამსხვერპლო, რომელსაც პავლე მოციქულმა ათენში „უცნობი ღმერთის“ სამსხვერპლო უწოდა? (საქმეები 17:23).

▪ ძველი ბერძენი მწერლები არაერთხელ მოიხსენიებენ ამგვარ სამსხვერპლოს. მაგალითად, ისტორიკოსი და გეოგრაფი პოსეინიესი, რომელიც ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწეობდა, აღნიშნავს, რომ ოლიმპიაში იყო „უცნობი ღმერთების სამსხვერპლო“. ორატორი და ფილოსოფოსი ფილოსტრატე კი ამბობს, რომ ათენში „აგებული [იყო] სამსხვერპლო უცნობი ღმერთების პატივსაცემად“.

ახ. წ. III საუკუნეში მწერალი დიოგენე ლაერტელი მოგვითხრობს, თუ საიდან იღებს სათავეს ტრადიცია, რომელიც „უსახელო სამსხვერპლოებს“ უკავშირდება. ამ ისტორიაში, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VII ან VI საუკუნით, აღნიშნულია, თუ როგორ განწმინდა ვინმე ეპიმენიდემ ათენი ჭირისგან. დიოგენე წერს: „მან [ეპიმენიდემ] წაიყვანა ცხვარი . . . და მირეკა არეოპაგში. ეპიმენიდემ ცხვარი თავის ნებაზე გაუშვა. მან დაავალა მათ, ვისაც ეს ცხვარი ჩააბარა, მოენიშნათ ადგილები, სადაც თითოეული ცხვარი დაწვებოდა და შემდეგ იმ ადგილას შეეწირათ ის ადგილობრივი ღვთაებისთვის. როგორც ამბობენ, მას შემდეგ ეს ჭირი გაქრა. ასე რომ, უსახელო ღმერთის სამსხვერპლოების აღმოჩენა შესაძლებელია ატიკის სხვადასხვა ნაწილში“.

როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, არსებობს კიდევ სხვა მოსაზრება, თუ რატომ აგებდნენ უცნობი ღვთის სამსხვერპლოებს: „ხალხს იმის შიში ჰქონდა, რომ თუ ჯეროვან პატივს არ მიაგებდნენ რომელიმე უცნობ ღმერთს ან ღვთაებას, შეიძლება მათგან არ მიეღოთ კურთხევები ან რომელიმე ღვთაების რისხვა დასტეხოდათ თავს“ (The Anchor Bible Dictionary).

რატომ სძულდათ პირველ საუკუნეში იუდეველებს გადასახადის ამკრეფები?

▪ გადასახადის ამკრეფები ხალხს გულზე არასდროს ეხატებოდა. მაგრამ პირველ საუკუნეში ისინი განსაკუთრებულად სძულდათ.

რომაელი მმართველები დიდ გადასახადებს აკისრებდნენ ხალხს. არსებობდა მიწის გადასახადი და სულადობრივი გადასახადი. რომაელები გადასახადის ამკრეფებად მათ ნიშნავდნენ, ვინც ყველაზე დიდ თანხას უხდიდა მათ საქონლის შემოტანასა თუ გატანაში. ამგვარად, ადგილობრივ ვაჭრებს ჰქონდათ უფლება, გადასახადები რომელიმე კონკრეტულ მხარეში შეეგროვებინათ. ვინაიდან ისინი მზად იყვნენ, ხალხისგან მოძულებული რომაელებისთვის ემსახურათ, იუდეველებს საშინლად სძულდათ. ისინი მათ თვალში „მოღალატეები, განდგომილები და უწმინდურები იყვნენ, რადგან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ წარმართებთან“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (M’Clintock and Strong’s Cyclopædia).

საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ გადასახადის ამკრეფები უპატიოსნო ხალხი იყო. ისინი თავიანთი თანამემამულეების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ზოგი იმაზე დიდ გადასახადებს აკისრებდა ხალხს, ვიდრე მოეთხოვებოდათ და საკუთარ ჯიბეში იდებდა ამ თანხას, ზოგი კი ცრუ ბრალდებას უყენებდა ღარიბებს, რომ მათგან თანხა გამოეძალა (ლუკა 3:13; 19:8). ამიტომ, როგორც „იუდაურ ენციკლოპედიაშია“ ნათქვამი, იუდეველები გადასახადის ამკრეფებს ისე უყურებდნენ, როგორც ცოდვილებს; ისინი „არ იყვნენ იმის ღირსი, რომ მოსამართლეები ყოფილიყვნენ ან მოწმედ წარმდგარიყვნენ სასამართლოში“ (მათე 9:10, 11).

[სურათი 18 გვერდზე]

უცნობი ღვთის სამსხვერპლო, პერგამონის ნანგრევები, თურქეთი

[სურათი 18 გვერდზე]

რომაულ ქვის რელიეფზე გამოსახული გადასახადის ამკრეფი, ახ. წ. II-III საუკუნე

[საავტორო უფლება]

Erich Lessing/Art Resource, NY

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება