საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 4/1 გვ. 3
  • პასუხების ძიებაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პასუხების ძიებაში
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • პასუხები იესო ქრისტეს შესახებ წამოჭრილ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ვინ არის იესო ქრისტე?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რას ამბობს იესო საკუთარ თავზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ვინ არის იესო ქრისტე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 4/1 გვ. 3

პასუხების ძიებაში

„თითქმის ყველას აქვს საკუთარი წარმოდგენა [იესოზე]. არა აქვს მნიშვნელობა, მორწმუნე ვართ თუ სკეპტიკოსი, ყველას გვებადება კითხვა: ვინ არის ეს კაცი?“  (სტან გატრი).

ხალხს აინტერესებს, ვინ არის იესო. მასზე დაწერილი წიგნები ბესტსელერები გახდა, მასზე გადაღებულმა ფილმებმა კი — დიდი პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ბევრს უფრო მეტის გაგება სურს იესოს შესახებ. მათ განსხვავებული აზრი აქვთ იმაზე, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო ქრისტე.

რამდენიმე წლის წინ ორმა ჟურნალისტმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო იესო. პასუხები ასეთი იყო:

● „როგორც ჩანს, ის იყო რაბინი (მოძღვარი), რომელიც ხალხისადმი თანაგრძნობას ავლენდა და ამით კარგი მაგალითი დაგვიტოვა“.

● „ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც უჩვეულო ცხოვრების გზა განვლო“.

● „არანაირი მტკიცება არ არსებობს, რომ იესო სინამდვილეში არსებობდა“.

● „იესო არის ღვთის ძე, რომელიც დაიბადა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა, რათა ცოდვისგან გავეთავისუფლებინეთ. ის დღეს ცოცხალია და კვლავ მოვა დედამიწაზე“.

● „მჯერა, რომ იესო ქრისტე ღვთის ერთადერთი ძეა, რომელიც ერთდროულად ადამიანიც არის და ღვთაებაც“.

● „იესო არის საბავშვო ზღაპრების გმირი“.

აშკარაა, რომ ამ შეხედულებებიდან ყველა ვერ იქნება სწორი. არსებობს ისეთი სანდო წყარო, რომელიც იესოს შესახებ სარწმუნო პასუხებს გაგვცემს? ამ ჟურნალის გამომცემლებს სჯერათ, რომ ბიბლია არის ღვთის სიტყვა და მხოლოდ ის გვეუბნება სიმართლეს იესოს შესახებ (2 ტიმოთე 3:16).a

მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ პასუხობს ბიბლია იესოს შესახებ წამოჭრილ კითხვებს. მან თვითონ თქვა, რომ „ვისაც ის სწამდა“, გადარჩებოდა (იოანე 3:16). დაუფიქრდით ამ პასუხებს და შემდეგ გააკეთეთ დასკვნა, გჭირდებათ თუ არა, მეტი გაიგოთ იესოს შესახებ და უნდა გამოავლინოთ თუ არა მისადმი რწმენა.

[სქოლიო]

a დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-2 თავში, „ბიბლია — წიგნი ღვთისგან“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება