საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w15 10/1 გვ. 3
  • რატომ ლოცულობს ხალხი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ ლოცულობს ხალხი?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • მსგავსი მასალა
  • ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • რა შემთხვევაში შეისმენს ღმერთი თქვენს ლოცვებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • იესო ლოცვას გვასწავლის
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
w15 10/1 გვ. 3

მთავარი თემა | ამაოდ ხომ არ ვლოცულობთ?

რატომ ლოცულობს ხალხი?

„აზარტული მოთამაშე ვიყავი, ამიტომ მოგებაზე ხშირად ვლოცულობდი, თუმცა უშედეგოდ“ (სამუელი,a კენია).

„სკოლაში ლოცვებს გვასწავლიდნენ და მერე გვთხოვდნენ, ზეპირად წარმოგვეთქვა“ (ტერეზა, ფილიპინები).

„პრობლემების დროს ლოცვას ვიწყებ. ღმერთს ლოცვაში იმასაც ვთხოვ, რომ ცოდვები მაპატიოს და უკეთეს ქრისტიანად ჩამომაყალიბოს“ (მაგდალენა, განა).

1. კაცი ლოცულობს კაზინოში; 2. გოგონა ლოცულობს სკოლაში; 3. ქალი ლოცულობს

როგორც სამუელის, ტერეზასა და მაგდალენას სიტყვებიდან გამოჩნდა, ხალხი სხვადასხვა მიზეზის გამო ლოცულობს. ზოგს ლოცვისას უფრო კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს. ერთნი ლოცვაში მთელ გრძნობებს აქსოვენ, მეორენი კი მხოლოდ მშრალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ის ფაქტი, რომ ადამიანები უამრავ რამეზე ლოცულობენ — სკოლაში გამოცდების ჩაბარებაზე, საყვარელი გუნდის გამარჯვებაზე, ღვთის ხელმძღვანელობასა და ბედნიერ ოჯახზე — იმაზე მეტყველებს, რომ ლოცვის მოთხოვნილება მილიონობით ადამიანს აქვს. არაერთმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ზოგი არარელიგიური ადამიანიც კი რეგულარულად ლოცულობს.

თქვენ თუ ლოცულობთ? თუ დიახ, რას სთხოვთ ღმერთს? იმის მიუხედავად, ლოცვა ჩვევაში გაქვთ თუ არა, შესაძლოა ფიქრობთ: „ნამდვილად აქვს აზრი ლოცვას? გვისმენს ვინმე?“. ერთი მწერლის აზრით, ლოცვა „ერთგვარი თერაპიაა . . . ისევე, როგორც საკუთარ აკვარიუმის თევზთან საუბარი“. მედიცინის ზოგი მუშაკიც მსგავსად ფიქრობს და ლოცვას „მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს“ უწოდებს. შეიძლება ადამიანი მხოლოდ იმიტომ ლოცულობდეს, რომ ეს ჩვევად ექცა ან, უკეთეს შემთხვევაში, სულის დასამშვიდებლად?

ზემოხსენებული მოსაზრებებისგან განსხვავებით, ბიბლია სულ სხვა რამეს ამბობს. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ლოცვა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ თერაპია. ბიბლია იმასაც გვიმხელს, რომ სამყაროში არსებობს პიროვნება, რომელიც ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ სათანადო საკითხებზე სათანადო ფორმით ვლოცულობთ. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გვარწმუნებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.

a ზოგი სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება