საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp16 № 1 გვ. 3
  • ნუთუ აღარ ფასობს პატიოსნება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუთუ აღარ ფასობს პატიოსნება?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • მსგავსი მასალა
  • რატომ ღირს პატიოსნების შენარჩუნება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • რა არის ნამდვილად ძვირფასი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • სიბრძნის წიგნი დღევანდელობისთვის საჭირო ცნობით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ყველაფერში პატიოსანი იყავი
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
wp16 № 1 გვ. 3
დამსაქმებელი ხელქვეითს თითის ქნევით ელაპარაკება

მთავარი თემა | რატომ უნდა ვიყოთ პატიოსნები?

ნუთუ აღარ ფასობს პატიოსნება?

იაპონიაში მცხოვრები ჰიტოში დასაქმების სააგენტოში ბუღალტრად მუშაობდა. ერთხელ, როდესაც უფროსს საფინანსო ანგარიში წარუდგინა, მან ჰიტოშის მოსთხოვა, რომ ზოგიერთი მონაცემი გაეყალბებინა. ჰიტოშიმ აუხსნა, რომ სინდისი არ რთავდა ამის ნებას. უფროსი მას გათავისუფლებით დაემუქრა და ასეც მოიქცა. ჰიტოშიმ დაკარგა სამსახური.

მომდევნო თვეებში ჰიტოში ამაოდ ეძებდა სამუშაოს, რამაც გული გაუტეხა. მაგალითად, ერთხელ გასაუბრებაზე ჰიტოშიმ დამსაქმებელს უთხრა, რომ არავითარ მაქინაციაზე არ წავიდოდა. გაკვირვებულ დამსაქმებელს მისი ნათქვამი ძალიან ეუცნაურა. ოჯახის წევრები და მეგობრები ჰიტოშის მოუწოდებდნენ, არ ეღალატა თავისი ფასეულობებისთვის, თუმცა მას ზოგჯერ ეჭვები უჩნდებოდა და ფიქრობდა: „მიღირს კი, ჩემი რწმენის ერთგული დავრჩე?!“.

ჰიტოშის შემთხვევა ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე გვაყენებს: პატიოსნებას ყველა როდი აფასებს. სინამდვილეში, ზოგი შეიძლება იმასაც კი ფიქრობს, რომ პატიოსნება ხელის შემშლელია, განსაკუთრებით ბიზნესის სამყაროში. ერთი ქალბატონი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს, ამბობს: „უპატიოსნო ადამიანების გარემოცვაში მიწევს მუშაობა და ზოგჯერ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვარ, რომ დათმობაზე წავიდე“.

უპატიოსნობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ტყუილია. რამდენიმე წლის წინ ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ რობერტ ფელდმენის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზრდასრული ადამიანების 60 პროცენტი საუბრისას ყოველ ათ წუთში ერთხელ მაინც იტყუება. ფელდმენი აღნიშნავს: „შედეგებით გაოცებულები დავრჩით. არ გვეგონა, თუ ადამიანი ყოველდღე ამდენს იტყუებოდა“. პარადოქსია, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონს, როცა ატყუებენ, მაგრამ მათგან უმეტესობა თვითონაც იტყუება.

რატომ არის ტყუილი, ქურდობა და სხვა სახის უპატიოსნო საქციელი ასე გავრცელებული ჩვენს დროში? როგორ აისახება უპატიოსნობა საზოგადოებაზე? და, რაც ყველაზე მთავარია, რა დაგვეხმარება, ვძლიოთ უპატიოსნოდ მოქცევის ცდუნებას?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება