საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp16 № 5 გვ. 4-5
  • როგორ გვანუგეშებს ღმერთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გვანუგეშებს ღმერთი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იესო ანუგეშებდა დამწუხრებულ სულებს
  • იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ანუგეშეთ დამწუხრებულნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვას ძალით ნუგეშის პოვნა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
wp16 № 5 გვ. 4-5
იესო ეხება კეთროვანს და კურნავს

მთავარი თემა | სად ვპოვოთ ნუგეში?

როგორ გვანუგეშებს ღმერთი

მოციქული პავლე იეჰოვაa ღმერთის შესახებ ამბობს, რომ ის არის „ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4). ამგვარად, ბიბლია გვარწმუნებს, რომ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ადამიანები, ღმერთს შეუძლია ანუგეშოს ისინი და ტკივილი დაუამოს.

ღმერთმა რომ გვანუგეშოს, ჩვენი მხრიდან ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. როგორ დაგვეხმარება ექიმი, თუ მასთან კონსულტაციაზე არ მივალთ? წინასწარმეტყველმა ამოსმა დაწერა: „განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!“ (ამოსი 3:3). წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

რა გვაძლევს იმის საფუძველს, გვჯეროდეს, რომ ღმერთი ნამდვილად დაგვიახლოვდება? იგი გამუდმებით გვარწმუნებს, რომ ჩვენი დახმარება სწადია (იხილეთ თანდართული ჩარჩო). გარდა ამისა, არაერთი მტკიცებულება გვაქვს, თუ როგორ ანუგეშებდა ღმერთი ადამიანებს წარსულში და როგორ ანუგეშებს დღეს.

ძველად მეფე დავითის ცხოვრებაშიც არაერთი ტრაგედია დატრიალდა და მასაც ისევე სჭირდებოდა ღვთისგან ნუგეში, როგორც დღეს ბევრ ჩვენგანს. ერთხელ მან ღმერთს შეღაღადა: „ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ“. შეისმინა ღმერთმა მისი თხოვნა? რა თქმა უნდა. დავითი დასძენს: „შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული“ (ფსალმუნი 28:2, 7).

იესო ანუგეშებდა დამწუხრებულ სულებს

ღმერთი დაგვპირდა, რომ თავისი ძის, იესოს, მეშვეობით გვანუგეშებდა. მას იეჰოვასგან არაერთი დავალება ჰქონდა მიღებული; სხვა ყველაფერთან ერთად იესოს გულგატეხილთათვის ჭრილობები უნდა შეეხვია და მგლოვიარენი ენუგეშებინა (ესაია 61:1, 2). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა „მძიმედ მშრომელთა და ტვირთმძიმეთა“ მიმართ (მათე 11:28—30).

იესო ხალხს თავაზიანად ეპყრობოდა, გონივრულ რჩევებს აძლევდა და კურნავდა კიდეც, რითაც დიდ ნუგეშს ჰგვრიდა მათ. ერთხელ ერთმა კეთროვანმა შესთხოვა მას: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. სიბრალულით აღძრულმა იესომ მიუგო: „მსურს, განიწმინდე!“, და კეთროვანიც განიკურნა (მარკოზი 1:40, 41).

ამ კეთროვნისგან განსხვავებით, დღეს ღვთის ძე ფიზიკურად ჩვენ გვერდით არ არის, ამიტომ პირადად ვერ გვანუგეშებს. მაგრამ იეჰოვა, „ყოველგვარი ნუგეშის მამა“, კვლავაც ეხმარება გასაჭირში მყოფთ და მათ სანუგეშებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს (2 კორინთელები 1:3). მოდი, ვისაუბროთ ოთხ მათგანზე.

  • ბიბლია. „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4).

  • ღვთის წმინდა სული. იესოს სიკვდილიდან მალევე ქრისტიანულ კრებას მშვიდობის დრო დაუდგა. და ეს იმიტომ, რომ მათ „იეჰოვას შიში და წმინდა სულის ნუგეში“ ჰქონდათ (საქმეები 9:31). ღმერთს წმინდა სულით — თავისი მოქმედი ძალით — ყველაფრის გაკეთება ხელეწიფება. ამიტომ მას ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ნუგეშისცემა ძალუძს.

  • ლოცვა. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ . . . აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).

  • თანაქრისტიანები. ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ, ძნელბედობის ჟამს გვანუგეშონ. პავლე მოციქულმა თავის თანამსახურებზე თქვა, რომ გასაჭირში ისინი იყვნენ მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლოსელები 4:11; 1 თესალონიკელები 3:7).

ორი იეჰოვას მოწმე თანაქრისტიანს ანუგეშებს

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? მოდი, უფრო მეტი გავიგოთ წინა სტატიაში მოხსენიებული ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრებაში სხვადასხვა განსაცდელს შეხვდნენ. მათ მსგავსად, თქვენც დარწმუნდებით, რომ ღმერთი კვლავაც ასრულებს თავის დანაპირებს: „როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“ (ესაია 66:13).

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

რა გვარწმუნებს, რომ ღმერთს სურს ჩვენი ნუგეშისცემა

  • „შენ დამეხმარე და მანუგეშე, იეჰოვა“ (ფსალმუნი 86:17).

  • „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, — ამბობს თქვენი ღმერთი“ (ესაია 40:1).

  • «აი, რას ამბობს იეჰოვა: „როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“» (ესაია 66:12, 13).

  • „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ“ (მათე 5:4).

  • „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება