რას ასწავლის ბიბლია?
აღდგება ოდესმე დედამიწაზე სამართლიანობა?
თქვენ რას ფიქრობთ?
დიახ
არა
ალბათ
ბიბლია ამბობს:
„კარგად ვიცი, რომ იეჰოვა შეისმენს დაჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს“ (ფსალმუნი 140:12). სამართლიანობას დედამიწაზე ღვთის სამეფო აღადგენს.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება დედამიწაზე არსებული უსამართლობა და მალე ზომებს მიიღებს მის აღმოსაფხვრელად (ეკლესიასტე 5:8).
როცა ღმერთი დედამიწაზე სამართლიანობას აღადგენს, ადამიანები მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ (ესაია 32:16—18).
აყენებს ღმერთი ერთი კონკრეტული ადამიანების ჯგუფს მეორეზე მაღლა?
ზოგს სჯერა, რომ ღმერთი ადამიანების ერთ კონკრეტულ ჯგუფს აკურთხებს, მეორეს კი უბედურებას ატეხს. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი ყველას ერთნაირად ეპყრობა. თქვენ რას ფიქრობთ?
ბიბლია ამბობს:
„ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ღმერთისთვის ყველა ადამიანი თანასწორია.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ბიბლიაში ჩაწერილია „სასიხარულო ცნობა . . . ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6).