საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 ივნისი გვ. 27-31
  • მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვას აქვს მმართველობის უფლება
  • იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა
  • ერთგულად დაუჭირეთ მხარი იეჰოვას უზენაესობას!
  • იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • უზენაესობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნუ გამოგრჩებათ მხედველობიდან ყველაზე მთავარი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • იეჰოვას უზენაესი მმართველობა და მისი სამეფო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 ივნისი გვ. 27-31
იეჰოვას ტახტი

მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას!

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხ. 4:11).

სიმღერები: 112, 133

როგორ უპასუხებთ?

  • რატომ აქვს იეჰოვას უფლება, იყოს სამყაროს უზენაესი მმართველი?

  • რატომ არის იეჰოვას მმართველობა საუკეთესო?

  • დღეს როგორ შეგვიძლია იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა?

1, 2. რაში უნდა დარწმუნდეს თითოეული ჩვენგანი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, სატანა ამტკიცებს, რომ იეჰოვას არა აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. ის იმის დამტკიცებასაც ცდილობს, რომ ადამიანები ღვთის მმართველობის გარეშე უკეთესად იცხოვრებენ. შეესაბამება სიმართლეს სატანის მტკიცება? წარმოიდგინეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს, მარადიულად ეცოცხლათ. იცხოვრებდნენ ისინი ღვთის გარეშე უკეთესად? თქვენ თუ იქნებოდით უფრო ბედნიერი, აბსოლუტური დამოუკიდებლობა და მარადიული სიცოცხლე რომ გქონოდათ?

2 ჩვენ მაგივრად ამ კითხვებს ვერავინ უპასუხებს. თითოეული კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ კითხვებზე. შედეგად, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, მისი მმართველობა უბადლოა და მთელი გულით უნდა დავუჭიროთ მხარი მის უზენაესობას. ასეთი დასკვნის საფუძველს ბიბლია გვაძლევს. განვიხილოთ, რას ამბობს წმინდა წერილები იეჰოვას უზენაესობის კანონიერებაზე.

იეჰოვას აქვს მმართველობის უფლება

3. რატომ აქვს მხოლოდ იეჰოვას უფლება, იყოს უზენაესი მმართველი?

3 იეჰოვას აქვს უფლება, იყოს სამყაროს უზენაესი მმართველი, რადგან ის ყოვლისშემძლე ღმერთი და შემოქმედია (1 მატ. 29:11; საქ. 4:24). გამოცხადების 4:11-ში ქრისტეს 144 000 ზეციერი თანამმართველი ამბობს: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ვინაიდან იეჰოვამ შექმნა ყველაფერი, მას აქვს სრული უფლება, იმმართველოს ადამიანებზეც და სულიერ ქმნილებებზეც.

4. რატომ იქნებოდა ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ წასვლა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება?

4 სატანას არაფერი შეუქმნია. შესაბამისად, მას არც სამყაროს მართვაზე აქვს პრეტენზიის უფლება. პირველ ადამიანებთან ერთად ის კადნიერად მოიქცა და იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წავიდა (იერ. 10:23). როგორც ნების თავისუფლების მქონეთ, მათ შეეძლოთ, ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება აერჩიათ. მაგრამ ჰქონდათ ამის უფლება? რა თქმა უნდა, არა! ნების თავისუფლება საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად სხვადასხვა არჩევანი გავაკეთოთ. თუმცა ის არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენი შემოქმედისა და სიცოცხლის მბოძებლის წინააღმდეგ წავიდეთ. ღვთისადმი ურჩობა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება იქნებოდა. ამიტომ ყველას გვმართებს, იეჰოვას სამართლიან მმართველობას დავემორჩილოთ.

5. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის გადაწყვეტილებები ყოველთვის სამართლიანია?

5 იეჰოვას სხვა მიზეზის გამოც აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. მისი მმართველობა სრულყოფილად სამართლიანია. ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:24). იმის დასადგენად, თუ რა არის სწორი და სამართლიანი, ის არ ეყრდნობა არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ კანონთა კრებულებს. პირიქით, ის სრულყოფილი სამართლიანობის წყაროა და თავისი სიტყვის მეშვეობით თავად უდგენს კანონებს ადამიანებს. „სიმართლე და სამართლიანობაა [მისი] ტახტის საფუძველი“ (ფსალმ. 89:14; 119:128). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის კანონები, პრინციპები და გადაწყვეტილებები სამართლიანია. სატანამ კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მმართველობა უსამართლოა, თავად ვერ შეძლო სამართლიანი ქვეყნიერების შექმნა.

6. რატომ აქვს იეჰოვას უფლება, იყოს სამყაროს უზენაესი მმართველი?

6 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, რადგან ის სამყაროს სამართავად საჭირო სიბრძნესა და ცოდნას ფლობს. მაგალითად, ღმერთმა იესოს მისცა ძალა ისეთი დაავადებების განსაკურნავად, რომელთა წინაშეც მედიცინა უძლური იყო (მათ. 4:23, 24; მარ. 5:25—29). ეს იეჰოვასთვის სასწაული არ იყო, რადგან მან სრულყოფილად იცის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი და შეუძლია ნებისმიერი დარღვევის გამოსწორება. მას მკვდრების გაცოცხლება და ბუნების ძალების მართვაც შეუძლია.

7. რამდენად აღემატება იეჰოვას სიბრძნე ნებისმიერი ადამიანის სიბრძნეს?

7 სატანის გავლენაში მყოფი ადამიანები დღემდე ცდილობენ სამოქალაქო თუ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებას. მაგრამ მხოლოდ იეჰოვამ იცის, რა არის საჭირო მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად (ეს. 2:3, 4; 54:13). როცა უკეთ ჩავწვდებით იეჰოვას ცოდნასა და სიბრძნეს, იმავეს ვიტყვით, რაც მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომ. 11:33).

იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა

8. რატომ მოგწონთ იეჰოვას მმართველობა?

8 ბიბლიიდან მხოლოდ იმას კი არ ვიგებთ, თუ რატომ აქვს იეჰოვას მმართველობის უფლება, ის იმასაც გვიხსნის, თუ რატომ არის მისი მმართველობა საუკეთესო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა სიყვარულით ავლენს თავის ძალაუფლებას. გული მადლიერებით გვევსება, როცა ვფიქრობთ, თუ როგორ იყენებს ის თავის უზენაესობას. ის „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). ღმერთი თავის მსახურებს პატივისცემით ეპყრობა და მათ ღირსებას უფრთხილდება. ის ბევრად უკეთ ზრუნავს ჩვენზე, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე. ეშმაკის განაცხადის მიუხედავად, იეჰოვა კარგს არ უკავებს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. მას საკუთარი ძეც კი არ დაენანა, რომ ჩვენ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა გვქონოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 84:11; რომაელების 8:32).

9. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს თითოეულ მსახურზე?

9 იეჰოვა უბრალოდ კი არ ზრუნავს თავის ხალხზე, როგორც ჯგუფზე, არამედ თითოეული მსახურის მიმართ ავლენს ინტერესს. მაგალითად, დაფიქრდით იმ სამასწლიან პერიოდზე, როცა მჩაგვრელებისგან გასათავისუფლებლად იეჰოვა ისრაელში მსაჯულებს ნიშნავდა. ამ მშფოთვარე პერიოდში მის თვალს არ გამოჰპარვია უცხოტომელი რუთი, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო. იეჰოვამ აკურთხა რუთი იმით, რომ შესანიშნავ კაცს გაჰყვა ცოლად და მისგან ვაჟი შეეძინა. მაგრამ მისი კურთხევები ამით არ დამთავრებულა. როცა ის მკვდრეთით აღდგება, გაიგებს, რომ მისი ვაჟი მესიის წინაპარი გახდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს რუთს იმის გაგება, რომ მისი ისტორია ბიბლიაში ჩაიწერა და ეს წიგნი მის სახელს ატარებს! (რუთ. 4:13; მათ. 1:5, 16).

10. რატომ არ არის იეჰოვა მკაცრი მმართველი?

10 იეჰოვა არც ჩაგრავს თავის ქვეშევრდომებს და არც სასტიკად ექცევა. მისი მმართველობა გარკვეულ თავისუფლებას იძლევა და ხელს უწყობს სიხარულს (2 კორ. 3:17). დავითმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღირსება და ბრწყინვალებაა მის [ღვთის] წინაშე, ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის“ (1 მატ. 16:7, 27). მსგავსი აზრი დაწერა ფსალმუნმომღერალმა ეთანმაც: „ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი. იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი. შენი სახელით ხარობენ მთელი დღე და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი“ (ფსალმ. 89:15, 16).

11. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა?

11 როცა ხშირად ვფიქრობთ იეჰოვას სიკარგეზე, ვრწმუნდებით, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც ვეტყვით იეჰოვას: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია“ (ფსალმ. 84:10). შეუძლებელია ეს სხვანაირად იყოს. როგორც მოსიყვარულე შემოქმედმა, იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისთვის და ყველაფერს უხვად გვაძლევს. ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენივე კეთილდღეობას ემსახურება და უდიდეს სიხარულს გვანიჭებს მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნების შესასრულებლად გარკვეული მსხვერპლის გაღება გვჭირდება (წაიკითხეთ ესაიას 48:17).

12. რა ძირითადი მიზეზის გამო ვუჭერთ მხარს იეჰოვას უზენაესობას?

12 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შემდეგ ადამიანთა ნაწილი იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წავა (გამოცხ. 20:7, 8). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? საპყრობილიდან გათავისუფლებული სატანა ეშმაკი სავარაუდოდ შეეცდება, რომ კაცობრიობის შეცდომაში შესაყვანად თავისი ნაცადი მეთოდი, ეგოიზმი გამოიყენოს. ის შეიძლება შეეცადოს ხალხის დარწმუნებას, რომ ისინი იეჰოვას მორჩილების გარეშეც იცხოვრებენ მარადიულად. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ იქნება. მაგრამ დასაფიქრებელია, ჩვენ თუ მოგვხიბლავს ეს აზრი. თუ იეჰოვა იმიტომ გვიყვარს და იმიტომ ვემსახურებით მას, რომ ის კარგია და კანონიერად არის სამყაროს უზენაესი მმართველი, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იქნება სატანის სიტყვები. ჩვენ არასდროს გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ იეჰოვას მმართველობის გარეშე ვიცხოვროთ.

ერთგულად დაუჭირეთ მხარი იეჰოვას უზენაესობას!

13. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას?

13 ცხადია, იეჰოვა იმსახურებს, რომ მთელი გულით დავუჭიროთ მხარი მის უზენაესობას. როგორც დავინახეთ, მას აქვს მმართველობის უფლება და მისი მმართველობა საუკეთესოა. ჩვენ მხარს დავუჭერთ იეჰოვას უზენაესობას, თუ უმწიკვლობას შევინარჩუნებთ და ერთგულად ვემსახურებით ღმერთს. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იეჰოვას მმართველობის მხარდასაჭერად? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ის გააკეთებდა. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და მხარს ვუჭერთ მის მმართველობას (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2).

14. რაში უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა და ოჯახისთავებმა იეჰოვას?

14 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა თავის ძალაუფლებას სიყვარულით ავლენს. ამიტომ ოჯახისთავებმა და უხუცესებმა, რომლებიც აფასებენ ღვთის უზენაესობას, უნდა მიჰბაძონ მას და არ უნდა იყვნენ ზედმეტად მომთხოვნები. პავლე მოციქულმა ამის კარგი მაგალითი დაგვიტოვა (1 კორ. 11:1). ის უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებდა სხვებს და არ აიძულებდა, სწორად მოქცეულიყვნენ. პირიქით, ის კარგის კეთებისკენ აღძრავდა სხვებს (რომ. 12:1; ეფეს. 4:1; ფლმ. 8—10). ასე იქცევა იეჰოვა და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვინც აფასებს და მხარს უჭერს მის მმართველობას.

15. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას მმართველობას?

15 როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ღმერთმა მეთაურობის გასაწევად დანიშნა? როცა მათ მიმართ პატივისცემას ვავლენთ და ვთანამშრომლობთ მათთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას. მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ან არ ვეთანხმებით მათ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ თეოკრატიულ სტრუქტურას. ქვეყნიერებაში, როგორც წესი, ასე არ იქცევიან, მაგრამ იეჰოვას მსახურებისთვის მორჩილება აუცილებელი მოთხოვნაა (ეფეს. 5:22, 23; 6:1—3; ებრ. 13:17). მორჩილების შედეგად კურთხევები არ მოგვაკლდება, რადგან ღმერთს მხოლოდ საუკეთესო სურს ჩვენთვის.

16. როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერები?

16 იეჰოვას უზენაესობისთვის მხარის დაჭერა ჩვენი გადაწყვეტილებებითაც შეგვიძლია. იეჰოვა ყველაფერზე კონკრეტულ წესს არ გვიდგენს, თუმცა გვიმჟღავნებს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, ის ქრისტიანებს დაწვრილებით არ უდგენს ჩაცმის წესებს. თუმცა მისი სიტყვიდან ვიგებთ, რომ ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა მოკრძალებული და ქრისტიანისთვის შესაფერისი უნდა იყოს (1 ტიმ. 2:9, 10). აგრეთვე მას სურს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებებით არ დავაბრკოლოთ სხვები და არ გავაღიზიანოთ (1 კორ. 10:31—33). თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს ვითვალისწინებთ იეჰოვას შეხედულებებს და არა მხოლოდ საკუთარ სურვილებს, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ იეჰოვას მმართველობას.

ახალგაზრდა და ირჩევს ტანსაცმელს; ცოლ-ქმარი ერთმანეთს ესაუბრება

გადაწყვეტილების მიღებისა თუ ოჯახური საქმეების დროს მხარი დაუჭირეთ ღვთის უზენაესობას (იხილეთ აბზაცები 16—18)

17, 18. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულ ქრისტიანებს მხარი დაუჭირონ იეჰოვას უზენაესობას?

17 განვიხილოთ ერთი მხარე, რომელშიც დაქორწინებულ ქრისტიანებს შეუძლიათ იეჰოვას მიჰბაძონ და ამით მხარი დაუჭირონ მის უზენაესობას. დავუშვათ, წყვილს იმაზე დიდი პრობლემა შეექმნა ურთიერთობაში, ვიდრე ელოდნენ, ან ქორწინებაზე გული აუცრუვდათ. კარგი იქნება, თუ ისინი დაფიქრდებიან, როგორ ექცეოდა იეჰოვა ისრაელს. ის ძველი ისრაელის ქმრად მოიხსენიებდა საკუთარ თავს (ეს. 54:5; 62:4). ეს „ქორწინება“ სირთულეებით იყო სავსე. მაგრამ იეჰოვას მაშინვე არ ჩაუქნევია ხელი. ის არაერთხელ ავლენდა ისრაელის მიმართ გულმოწყალებას და მასთან დადებული შეთანხმების ერთგული იყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 106:43—45). განა არ გვიზიდავს იეჰოვას ერთგულება?!

18 შესაბამისად, წყვილები, რომელთაც უყვართ იეჰოვა, მას ჰბაძავენ. ისინი არ ეძებენ გზებს, რომ თავი დააღწიონ უბედურ ქორწინებას. მათ ესმით, რომ ისინი იეჰოვამ შეაუღლა და სურს, რომ ერთმანეთს მიეკრან. გაყრისა და ხელახლა დაქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი სექსუალური უზნეობაა (მათ. 19:5, 6, 9). თუ ისინი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად, ცხადყოფენ, რომ იეჰოვას სამართლიან მმართველობას უჭერენ მხარს.

19. რის გაკეთება გვმართებს, როცა რამე გვეშლება?

19 არასრულყოფილების გამო ზოგჯერ შეიძლება გული ვატკინოთ იეჰოვას. მან იცის ეს, ამიტომ სიყვარულით გაიღო ჩვენთვის გამოსასყიდი. ასე რომ, როცა რამე გვეშლება, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ პატიება (1 იოან. 2:1, 2). გამუდმებით საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად, ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ იეჰოვასთან, ის გვაპატიებს, მოგვიშუშებს ჭრილობებს და დაგვეხმარება, რომ მომავალში კარგად გავართვათ თავი მსგავს სიტუაციებს (ფსალმ. 103:3).

20. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იეჰოვას უზენაესობას დღესვე?

20 ახალ ქვეყნიერებაში ყველა დაექვემდებარება იეჰოვას უზენაეს მმართველობას და მის სამართლიან გზებს ისწავლის (ეს. 11:9). თუმცა ჩვენ დღესვე ვსწავლობთ იეჰოვასგან ბევრ რამეს. ძალიან მალე უზენაესობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება. ახლა კი იმის დროა, რომ იეჰოვას უზენაესობას დავუჭიროთ მხარი — შევინარჩუნოთ უმწიკვლობა, ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და მთელი გულით შევეცადოთ, ყველაფერში მას მივბაძოთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება