საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp19 № 2 გვ. 4-5
  • როცა სტიქია გატყდებათ თავს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როცა სტიქია გატყდებათ თავს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ
  • მზად ხართ?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • ყველა თქვენი საწუხარი იეჰოვას მიანდეთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • პოსტტრავმული სტრესი დავიწყებას მიეცემა!
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
wp19 № 2 გვ. 4-5
ორი მამაკაცი დანგრეულ სახლთან ზის

როცა სტიქია გატყდებათ თავს

„ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დავკარგეთ. თავი სრულიად უმწეოდ და უიმედოდ ვიგრძენით“ (ენდრიუ, სიერა-ლეონე).

„ქარიშხლის გადავლის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდით, აღარაფერი დაგვხვდა. გახევებულები ვიდექით. ჩემი ქალიშვილი მუხლებზე დაეცა და აქვითინდა“ (დეივიდი, ვირჯინის კუნძულები).

ᲗᲣ ᲗᲥᲕᲔᲜᲪ გამოგიცდიათ მსგავსი რამ, ალბათ კარგად იცით, რას გრძნობენ ამ დროს ადამიანები — შოკირებულები და გაოგნებულები არიან, მომხდარს ვერ იჯერებენ და თავი კოშმარში ჰგონიათ. ბევრი ისეთი გულგატეხილი და ძალაგამოცლილია, რომ სურვილიც არა აქვს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თუ სტიქიური უბედურების დროს თქვენც დაკარგეთ ყველაფერი, შეიძლება გგონიათ, რომ ამაზე მეტს ვეღარ გადაიტანთ. შესაძლოა იმასაც კი ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. მაგრამ ღვთის სიტყვა გარწმუნებთ, რომ არ ღირს ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა, რადგან თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, უკეთესი მომავლის იმედი გქონდეთ!

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ

ეკლესიასტეს 7:8-ში ვკითხულობთ: „საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია“. თუ ახლახან დაგატყდათ თავს სტიქია და ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულხართ, შესაძლოა ყველაფერი შავბნელ ფერებში გეჩვენებოდეთ. მაგრამ, თუ ყველანაირად ეცდებით, კალაპოტში ჩადგეთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროის შესახებ, როცა „აღარ გაისმება . . . მოთქმისა და გლოვა-გოდების ხმა“ (ესაია 65:19). ეს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მოხდება, როცა დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ფსალმუნი 37:11, 29). მეტად აღარასდროს დაგვატყდება თავს სტიქიური უბედურებები. მტკივნეული მოგონებები სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს; აღარავინ მიიღებს სტიქიის შედეგად ფიზიკურ თუ ემოციურ ტრავმას, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი გვპირდება: „წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდება და გულსაც არავის დაუმძიმებს“ (ესაია 65:17).

დაფიქრდით: შემოქმედის სურვილია, „მომავლის იმედი“ მოგცეთ და მისი მმართველობის დროს მშვიდობიანად იცხოვროთ (იერემია 29:11). შესძენს აზრს თქვენს ცხოვრებას იმის ცოდნა, რომ წინ ასეთი მომავალი გელოდებათ? აი, რას ამბობს სალი, რომელიც პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ: „როცა საკუთარ თავს ვახსენებ, რა მელის ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, ეს მეხმარება, არ ვიფიქრო წარსულზე და მოთმინებით გავუმკლავდე დღევანდელ სირთულეებს“.

კარგი იქნება, თუ მეტს გაიგებთ, რას გააკეთებს მალე ღვთის სამეფო ადამიანებისთვის. ეს იმედს ჩაგისახავთ და სტიქიამაც რომ დაგაზარალოთ, ცხოვრებაზე ხელს არ ჩაიქნევთ. პირიქით, მოთმინებით დაელოდებით დროს, როცა სტიქიური უბედურებები სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. მანამდე კი ბიბლია პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ, რომ შეძლოთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება..

ბიბლიური რჩევები

საკმარისად დაისვენეთ

„ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6).

როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ემოციური ტრავმის მიღების შემდეგ „სრულფასოვნად არ გძინავთ, ეს უფრო გაამწვავებს თქვენს მდგომარეობას და გაგიჭირდებათ ემოციური ბალანსის აღდგენა“. ამიტომ აუცილებელია, საკმარისად დაისვენოთ.

ილაპარაკეთ თქვენს გრძნობებზე

„წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს“ (იგავები 12:25).

გული გადაუშალეთ ოჯახის წევრს ან სანდო მეგობარს, რაც შვებას მოგგვრით. მათ შეუძლიათ გაგამხნეონ და პრაქტიკული დახმარებაც აღმოგიჩინონ.a

იფიქრეთ უკეთეს მომავალზე

„მისი [ღვთის] დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

a მათ, ვინც დიდი ხნის მანძილზე ვერ გამოდის მდგომარეობიდან ან გამუდმებით შფოთავს, შეიძლება ექიმის დახმარება დასჭირდეთ..

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება