საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/96 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 1/96 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თებერვალში: „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. აპრილსა და მაისში: ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ნებისმიერი ნომერი. განმეორებით მონახულებებისას, სადაც ინტერესი გამოვლინდა შეიძლება ორგანიზაცია გაუკეთდეს ჟურნალების დატარების მარშრუტს. შენიშვნა: კრებებმა, რომლებსაც ჯერ არ გამოუწერიათ ზემოთ მოხსენიებული კამპანიისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები, უნდა გააკეთონ შემდეგში „ლიტერატურის გამოწერის ბლანკში“ (S-14).

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზაცია უნდა გაუკეთონ გახსენების საღამოს ზეიმს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. ყოველი კრებისთვის სასურველია, თვითონ ჩაატაროს გახსენების საღამოს ზეიმი, მაგრამ, შეიძლება, ეს ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი. სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, შესაძლოა, მათგან ერთმა ან მეტმა კრებამ ამ საღამოსთვის სხვა შენობები გამოიყენოს. გახსენების საღამო არ უნდა დაიწყოს ისე გვიან, რომ ახლად დაინტერესებულებისთვის მოუხერხებელი იყოს დასწრება. უფრო მეტიც, განრიგი ისე მჭიდროდ არ უნდა იყოს დაგეგმილი, რომ დრო აღარ დარჩეს ზეიმამდე ან შემდეგ, რათა მიესალმო მომსვლელებს, ორგანიზაცია გაუკეთო იმას, რომ ზოგიერთებმა სულიერი დახმარება მიიღონ ან გაიხარონ ერთმანეთის გამხნევებით. ყველა საკითხის ბოლომდე განხილვის შემდეგ უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ღონისძიებები დაეხმარება მათ, ვინც დაესწრო გახსენების საღამოს, რომ სრული სარგებელი მიიღონ ამ შემთხვევიდან.

◼ სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოთქმული იქნება 1996 წლის გახსენების საღამოს შემდგომ პერიოდში, კვირას, 21 აპრილს. მოხსენების თემა იქნება „უმწიკვლოების შენარჩუნება უკეთურ მოდგმაში“. მოხსენების გეგმით უზრუნველყოფილი იქნებით. იმ კრებებს, რომლებსაც ამ დროს ექნებათ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი, შემდეგ კვირას ექნებათ სპეციალური მოხსენება. არც ერთმა კრებამ არ უნდა გააკეთოს ეს მოხსენება 21 აპრილამდე.

◼ თებერვლიდან დაწყებული სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს ახალ საჯარო მოხსენებას „ერთგული კრება ქრისტეს ხელმძღვანელობით“. თუ კრებებს ჯერ არ უნახავთ სლაიდების პროგრამა „ღვთიური სწავლება მთელ მსოფლიოში იმარჯვებს“ პირველ ყოვლისა, ეს იქნება ნაჩვენები.

◼ ჩვენ მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 1996 წლის 1 იანვრიდან „საგუშაგო კოშკი“ ქართულ ენაზე გამოვა ინგლისურთან ერთდროულად. გეთაყვა, ყურადღება მიაქციე, რომ 22–28 იანვრისთვის მოცემულია ორი სასწავლო სტატია; ერთი სტატია 1995 წლის 1 დეკემბრის გამოცემიდან, ხოლო მეორე — 1996 წლის 1 იანვრის გამოცემიდან. სტატია „თქვენი გონივრული მსახურება“, 1995 წლის 1 დეკემბრის გამოცემიდან, უნდა შეისწავლოთ კრების წიგნის შესწავლაზე მითითებულ კვირაში. სტატია „მათ ‘ასე გააკეთეს’“, 1996 წლის 1 იანვრის გამოცემიდან, შესწავლილი უნდა იქნეს, ჩვეულებრივ, კრების „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის ნახე ამ სამეფო მსახურებაში მოცემული წიგნის შესწავლის გეგმა.

◼ 1996 წლის 1 იანვრის გამოცემით დაწყებული ინგლისურთან ერთდროულად გამოიცემა ყოველთვიური „საგუშაგო კოშკი“ შემდეგ ენებზე: ისოკო, ლუვალე და ჩიტონგა.

◼ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (kl) გამოვიდა შემდეგ ენებზეც: ამჰარული, აფრიკაანსი, ახალი გვინეის პიჯინი, ბიკოლი, ზულუ, იბო, ილოკური, იორუბა, ისოკო, კორეული, კოსა, მორე, პანგასიანური, რაროტონგა, სამარ-ლეიტე, სამხრეთ სოტო, სანგო, სებუური, სეპედი, სუაჰილი, ტაგალური, ტსვანა, ფიჯი, შონა, ჰაუსა, ჰილიგაინონი.

◼ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (დიდი ფორმატი) აღარ იქნება შემდეგ ენებზე: ალბანური, გრენლანდიური, რუსული, სერბიული, სლოვენური.

◼ რადგან ჟურნალების სპეციალური კამპანია დაგეგმილია აპრილისა და მაისის თვეებისთვის, მრავალი მაუწყებელი იმსახურებს დამხმარე პიონერად ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ გთხოვთ, ახლავე განიხილოთ აპრილისა და მაისის გამოცემების რამდენ დამატებით ჟურნალს მოითხოვს თქვენი კრება. ყველა სპეციალური შეკვეთა დაკმაყოფილებული რომ იქნეს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ისე, რომ აპრილის გამოცემების შეკვეთა სოლნეჩნოეში იყოს არაუგვიანეს 1996 წლის 10 იანვრამდე, ხოლო მაისის გამოცემების შეკვეთა — 15 თებერვლამდე.

ახალი პუბლიკაციები გამოიცა:

ალბანური: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (დიდი ფორმატი). არაბული: „იეჰოვას მოწმეები და განათლება“. ბირმული: „საკითხები — ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“. გუჯარათული: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ დანიური: „დაე, მოვიდეს სამეფო შენი“; „მსოფლიო უსაფრთხოება ‘მშვიდობის მთავრის’ ხელმძღვანელობით“. ვიეტნამური: „ორგანიზებულნი ვართ, შევასრულოთ ჩვენი მსახურება“. კანადა: „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“; „ჩვენი პრობლემები — ვინ დაგვეხმარება მათ გადაჭრაში?“; „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“; „სასიხარულო სიცოცხლე მუდმივად დედამიწაზე“. კორეული: „იეჰოვას მოწმეები და განათლება“. მალაიალამური: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ მარატჰი: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ ნეპალური: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ პაპიამენტო: „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“; „საკითხები — ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“. პენჯაბური: „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. რუმინული: „დაე, მოვიდეს სამეფო შენი“. სამოური: „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“ (T-13). სებუური: „საღვთო წერილი“ (შეიცავს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანს, რომლის მნემონიკური სიმბოლოა bi2); „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19); „იხარე ოჯახური ცხოვრებით“ (T-21); „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22). სრანანტონგო: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (დიდი ფორმატი). ტამილური: „ღვთიური სახელი, რომელიც მარადიულად დარჩება“. ტელუგუ: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“. ჰილიგაინონი: „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19); „იხარე ოჯახური ცხოვრებით“ (T-21); „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება