გაბედულად ილაპარაკე
1 ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთ მხარეში მაუწყებლებისთვის ძალიან რთულდება ადამიანებთან საუბარი მათ სახლებში. მრავალი იუწყება, რომ, როცა კარდაკარ მიდიან, მათ უბანზე ხალხის 50%-ზე მეტი არ არის სახლში. რის გამოც, დროის უმეტესი ნაწილი უნაყოფოდ იხარჯება.
2 რამდენიმე წლის წინ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მრავალი პიროვნება იყო სახლში კვირა დღეს რომელიც, ძირითადად, დასვენების დღედ ითვლება. მდგომარეობა შეიცვალა. დღეს ხალხისთვის ჩვეულებრივია სამსახურში სიარული, ოჯახზე ისეთი ზრუნვა, როგორიცაა საყიდლებზე წასვლა ან დასვენება, რომელიც სახლიდან გასვლას მოითხოვს. ასე რომ, კვირა დღესაც კი ხალხის ნახვა კარდაკარ ქადაგებისას პრობლემა ხდება.
3 როცა ხალხი არ არის სახლში, აშკარად მიანიშნებს, რომ ისინი სადღაც სხვაგან არიან. რადგან ჩვენი მიზანია, რომ ვესაუბროთ ადამიანებს, რატომ არ ისაუბრებდი მათთან, ვისაც ხვდები ქუჩაში, ბაზარში ან სამსახურში. პავლეს ჩვევა იყო, რომ მიემართა ‘იმათთვის, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა’, რომ დაემოწმებინა (საქ. 17:17). ეს ნაყოფიერ დამოწმებად აღმოჩნდა მაშინ და ეს ნაყოფიერი დამოწმებაა დღესაც.
4 როცა კარდაკარ დავდივართ, ხშირად ვხვდებით შემთხვევით გამვლელ ხალხს ან ისეთ ადამიანებს, რომლებიც ალბათ, ელოდებიან ვინმეს. სასიამოვნო ამინდში ისინი, შესაძლოა, პარკში სხედან, აკეთებენ ან რეცხავენ მანქანას. თბილი ღიმილი და მეგობრული მისალმება შეიძლება ის იყოს, რაც საუბრის დასაწყებად გვჭირდება. თუ ისინი ახლოს ცხოვრობენ, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვერ ვნახულობდით სახლში და ახლა მოხარული ვართ, რომ გვაქვს მათთან საუბრის შესაძლებლობა. მათგან, ვინც საკუთარი ინიციატივით გამოავლინა უფრო მეტი გამბედაობა, მრავალმა გაიხარა დადებითი შედეგების მქონე შემთხვევებით.
5 გაბედულებას შედეგები მოაქვს: ერთი ძმა ჰყვებოდა, რომ იმ ადამიანებთან მიდიოდა, რომლებიც იდგნენ, ელოდებოდნენ ავტობუსს, მარტო სეირნობდნენ ნელი ნაბიჯით ან როცა თავიანთ მანქანაში ისხდნენ. თბილი ღიმილითა და ხალისიანი ხმით ის მოქმედებდა მეგობრულად განწყობილი მეზობლის მსგავსად, რომელსაც, უბრალოდ, სტუმრობა სურს. ამ სახით მან არა მხოლოდ ბევრი ლიტერატურა გაავრცელა, არამედ რამდენიმე ბიბლიური შესწავლაც დაიწყო.
6 სხვა ძმა მეუღლესთან ერთად კარდაკარ დადიოდა, როცა მოულოდნელად შეხვდათ მარტო მომავალი ქალი, რომელსაც სურსათ-სანოვაგით დატვირთული ჩანთა მოჰქონდა. მათ წამოიწყეს საუბარი და შეაქეს ოჯახის მოთხოვნილებებისთვის ასეთი გულმოდგინე მზრუნველობის გამო. „მაგრამ ვის შეუძლია დააკმაყოფილოს კაცობრიობის მოთხოვნილებები?“ — ჰკითხეს მას. ამან ქალის ინტერესი გამოიწვია. მოკლე საუბრის შედეგად ქალმა თავის სახლში მიიწვია და ბიბლიური შესწავლა დაიწყო.
7 ასე რომ, შემდეგი შემთხვევისას, კვირას იქნება თუ სხვა დღეს, როცა დაამოწმებ კარდაკარ და ვერ ნახავ ადამიანებს სახლში, რატომ არ მოიკრებ ცოტა უფრო მეტ გაბედულებას და დაელაპარაკები ხალხს, რომლებიც ქუჩაში თუ სხვაგან გხვდებიან? (1 თეს. 2:2). ამით შეიძლება უფრო ნაყოფიერი მსახურება გქონდეს და უდიდესი სიხარული განიცადო შენს მსახურებაში.