განცხადებები
◼ ლიტერატურა, რომელიც გამოყენებული იქნება თებერვალში: „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ნებისმიერი ნომერი. იმ ტერიტორიებისთვის, რომლებზეც ჟურნალების გავრცელებას ჩვეულებრივზე ადრე მორჩებიან, შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ბროშურა (ბროშურა „განათლების“ გარდა). განმეორებითი მონახულებებისას, სადაც ინტერესი გამოვლინდა, შეიძლება ორგანიზაცია გაუკეთდეს ჟურნალების დატარების მარშრუტს. ივნისში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შენიშვნა: კრებებმა, რომლებსაც ჯერ არ გამოუწერიათ ზემოთ მოხსენიებული კამპანიისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები, უნდა გააკეთონ შემდეგში „ლიტერატურის გამოწერის ბლანკში“ (S-14).
◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ ყველა სრული დროით პიონერის საქმიანობას. თუ ვინმეს სირთულეები აქვს საათების ნორმის შესრულებასთან დაკავშირებით, უხუცესებმა უნდა იზრუნონ, რომ დაეხმარონ მათ.
◼ გახსენების საღამოს ზეიმი იქნება სამშაბათს, 1996 წლის 2 აპრილს. თუმცა მოხსენება შეიძლება მზის ჩასვლამდე დაიწყოს, მაგრამ, გეთაყვა, გახსოვდეთ, რომ გახსენების საღამოს პურისა და ღვინის გადაწოდება მზის ჩასვლამდე არ უნდა დაიწყოს. ადგილობრივი წყაროებით შეამოწმეთ, რომ დაადგინოთ, როდის ჩადის მზე თქვენს ტერიტორიაზე. საველე სამსახურის შეხვედრის გარდა, არც ერთი შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს იმ დღეს. თუ თქვენს კრებას, ჩვეულებრივ, სამშაბათობით აქვს შეხვედრები, შესაძლოა, გსურთ ისინი იმ კვირის სხვა დღეს დანიშნოთ, თუ სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება.
◼ მაუწყებლებმა, რომლებსაც სურთ იმსახურონ დამხმარე პიონერებად მარტში, აპრილსა და მაისში, ახლავე უნდა დაგეგმონ და ადრევე ჩააბარონ თავიანთი განცხადება. ეს დაეხმარება უხუცესებს, აუცილებელი საველე მსახურების ღონისძიებები დაგეგმონ და საკმარისი რაოდენობის ჟურნალები და სხვა ლიტერატურა ჰქონდეთ ხელთ.
◼ მრავალი წლის მანძილზე საგუშაგო კოშკის საზოგადოება ქართულ ენაზე იყენებდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: „ხელმძღვანელი კორპორაცია“ და „უხუცესთა კორპორაცია“. მაგრამ სიტყვა „კორპორაციის“ მნიშვნელობისა და გამოყენების გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შესაბამისი სიტყვა უნდა ითარგმნოს სიტყვით „საბჭო“. მაშასადამე, მომავალში საგუშაგო კოშკის საზოგადოება ყველა პუბლიკაციაში და კრებისადმი წერილებში გამოიყენებს შემდეგ ტერმინებს: „ხელმძღვანელი საბჭო“ და „უხუცესთა საბჭო“.
◼ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (დიდი ფორმატი) აღარ გამოვა შემდეგ ენებზე: ილოკური, მალაიალამური, პაპიამენტო, სიბემბა, ტაი და ჩინიანჯა.
◼ 1996 წლის 1 იანვრიდან გამოიცემა ყოველთვიური „საგუშაგო კოშკი“ პენჯაბურ ენაზე, ხოლო ნახევართვიური შემდეგ ენებზე: ლატვიური, ლიტვური და სოლომონის კუნძულების პიჯინი. 1996 წლის 8 იანვრიდან გამოვა აგრეთვე ნახევართვიური „გამოიღვიძეთ!“ ინდონეზიურ ენაზე. 1996 წლის 8 იანვრის გამოცემით დაწყებული, ყოველთვიურად გამოვა „გამოიღვიძეთ!“ შემდეგ ენებზე: მაკედონური, მალაგასიური და პაპიამენტო. დღეიდან ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ კვარტალში ერთხელ გამოიცემა მარატჰიზე და ნეპალურ ენაზე, ხოლო „საგუშაგო კოშკი“ დიდი შრიფტით გამოიცემა შემდეგ ენებზე: სებუური, ილოკური, ტაგალური და უკრაინული.
◼ როცა ლიტერატურის შეკვეთას აკეთებენ, მდივანსა და ლიტერატურის საქმის მომსახურეს უნდა ახსოვდეთ, რომ ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად ჩვენ მეტად აღარ ვიყენებთ წიგნს „მარადიული ცხოვრება“. მაშასადამე, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შეკვეთების რაოდენობას, რადგან წაგვახალისეს, რომ ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ ახალი წიგნით, სახელწოდებით „შემეცნება“. დიდი რაოდენობის შეკვეთები წიგნზე „მარადიული ცხოვრება“ აღარ გაეგზავნებათ კრებებს.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
ესტონური: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ კინიარუანდა: „მიცვალებულთა სულები — შეუძლიათ თუ არა დაგეხმარონ ან ზიანი მოგაყენონ? სინამდვილეში არსებობენ თუ არა ისინი?“ ლიტვური: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ მალაგასიური: „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ სლოვაკური: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ სომხური: „ეს კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ“ ქართული: „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“; „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (მცირე ფორმატი); „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (მცირე ფორმატი); „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“; „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №8 (გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ამ ბროშურას საველე მსახურებისთვის). ყირგიზული: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“; „როგორ ვიპოვოთ გზა სამოთხისკენ“ (ოთხგვერდიანი ტრაქტატი მუსულმანებისთვის, ჟურნალის ზომის).