„ყოველდღე“ აკურთხე იეჰოვა!
1 ფსალმუნის 144:2 შეიცავს დავით მეფის დანაპირებს იეჰოვასადმი: „ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“. ჩვენც გვაქვს მიზეზი, ვაკურთხოთ და განვადიდოთ ზეციერი მამა! მაგრამ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითის მაგალითს, რომ იეჰოვას უზენაესობას „ყოველდღე“ შევასხათ ქება?
2 იეჰოვასადმი ჩვენი გულის მადლიერებით აღვსება: ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა აძლიერებს ჩვენს მადლიერებას იმის გამო, რაც იეჰოვამ გააკეთა, აკეთებს და კიდევ რასაც მომავალში გააკეთებს ჩვენთვის. რადგან მისი დიდებული საქმეების გამო მადლიერება იზრდება ჩვენში, მისი სიკეთის შესახებ დაუცხრომლად ვილაპარაკებთ (ფსალმ. 144:7). ჩვენ მგზნებარედ განვადიდებთ იეჰოვას ყოველ სათანადო შემთხვევისას.
3 განადიდე იეჰოვა ყოველდღიური საუბრის დროს: როცა ვესაუბრებით მეზობელს, თანაკლასელს, თანამშრომელსა და სხვებს, ვისთანაც ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა, გამოვნახოთ შესაძლებლობები, რომ ჩვენი იმედი მათაც გავუზიაროთ. შესაძლოა, მეზობელი გულისტკივილს გამოთქვამს საზოგადოებაში არსებული დამნაშავეობის შესახებ; თანაკლასელი კი შეწუხებულია ნარკოტიკების ზეგავლენის ან უზნეობის გამო; ხოლო თანამშრომელი რაიმე აზრს გამოთქვამს პოლიტიკური დისკუსიის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ ღვთის სიტყვაში მოცემულ პრინციპებსა და აღთქმებზე, რომლებიც უჩვენებს ზუსტ კურსს, რაც ახლავე უნდა აიღოს პიროვნებამ, და ამ პრობლემების გადასაჭრელად არსებულ წარმატებულ საშუალებაზე. „დროულად“ ნათქვამი ასეთი სიტყვები კურთხევად აღმოჩნდება! (იგავ. 15:23).
4 სრული დროით ისაუბრე იეჰოვას შესახებ: იეჰოვასადმი მადლიერებით აღსავსე პიროვნებას სურს, რაც შეიძლება, მრავალს გაუზიაროს კეთილი ცნობა (ფს. 39:9–11). ამასთან დაკავშირებით საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „ვაკეთებ თუ არა ყველაფერს, რაზეც ჩემი ვითარებები მრთავს ნებას?“ ბევრმა შენიშნა, რომ ზოგიერთი გონივრული ცვლილების მოხდენის დროს მათ შეძლეს, გამხდარიყვნენ სრული დროით პიონერები. თუ დღევანდელი ვითარებები ხელს არ გვიწყობს ამისთვის, ნუთუ არ შეგვიძლია დამხმარე პიონერი ვიყოთ? რადგან მომავალი გახსენების საღამოს პერიოდი ფართო მასშტაბით საქმიანობის დროა, მარტი და აპრილი მშვენიერი დრო იქნება, რომ ჩვენი მსახურება გავაფართოვოთ დამხმარე პიონერული საქმიანობით.
5 დაეხმარე ახლებს, შემოგვიერთდნენ იეჰოვას განდიდებაში: იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა ყოველთვის გვახსენებს მიზეზს, მადლიერი ვიყოთ იეჰოვასადმი და განვადიდოთ მისი სახელი. ეს შემთხვევა განსაკუთრებით კარგი დროა, რომ გავამხნევოთ ბიბლიის შემსწავლელები, შემოგვიერთდნენ იეჰოვას მეფობის შესახებ საჯაროდ ქადაგებაში. მოუწოდე, ლოცვით იფიქრონ იმაზე, რაც მოცემულია წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვ. 173–175, აბზ. 7–9. თუ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, არა აქვთ ქადაგებისგან თავის შეკავების მიზეზი მხოლოდ იმიტომ რომ, არა აქვთ გამოცდილება. უნარიან მაუწყებლებს შეუძლიათ უჩვენონ, როგორ სრულდება სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე. თუ ახლები გამბედაობით აღიჭურვებიან კეთილი ცნობის საქადაგოდ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა დაეხმარება მათ (საქ. 4:31; 1 თეს. 2:2).
6 ჩვენ მარადიული კურთხევები მოგვაქვს როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის, როცა ვცდილობთ, ყოველდღე ვაკურთხოთ იეჰოვა.