მომზადება წარმატების საწინდარია
1 მსახურებისთვის წინასწარ მომზადება პიროვნებას დაეხმარება, გადალახოს გაუბედაობა, რომელსაც გრძნობს საველე მსახურებაში მონაწილეობისას. კართან მიახლოებისას გეცოდინება, რისი თქმა გინდა მობინადრისთვის. აღარ იქნები შიშით შეპყრობილი იმ რთული სიტუაციებისას, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას. მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ მხნედ იგრძნობ თავს, რადგან გეცოდინება, რომ მთელი ძალები მოახმარე მსახურებას. დიახ, საფუძვლიანი მომზადება ქადაგების გაუმჯობესებისა და სწავლებაში დახელოვნების საწინდარია.
2 პავლემ მომზადებაზე იმით გაამახვილა ყურადღება, რომ მოგვიწოდა, ვიყოთ „ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად“ (ეფეს. 6:15). ეს მოიცავს როგორც გონებისა და გულის მომზადებას, აგრეთვე დამაჯერებლობისა და მზადყოფნის პოზიციის შეძენას. როცა ვემზადებით ჭეშმარიტების სხვებთან გასაზიარებლად, ჩვენი შრომა დაჯილდოვდება სამეფო ნაყოფით, რაც ბედნიერს გაგვხდის (საქ. 20:35).
3 როგორ მოვემზადოთ სამქადაგებლო საქმიანობისთვის: ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ ან „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდზე მოცემული შეთავაზებებიდან უნდა ამოვარჩიოთ ის შეთავაზება, რომელზეც ვფიქრობთ, რომ მოხერხებული იქნება. კარგად დაუფიქრდი იმ მუხლს, რომლის გამოყენებასაც გეგმავ და განსაზღვრე სიტყვები ან ფრაზა, რომელზეც ყურადღების გამახვილებას აპირებ, რომ მთავარი აზრები გამოკვეთო. შეთავაზების დაზეპირება არ არის აუცილებელი; პირიქით, უკეთესია, აზრი დაიმახსოვრო და შენი სიტყვებით გადმოსცე ისე, რომ მიიპყრო მსმენელის ყურადღება.
4 განიხილე პუბლიკაცია, რომლის შეთავაზებასაც გეგმავ და ამოარჩიე საუბრისთვის ზოგიერთი საინტერესო პუნქტი. მონიშნე ის აზრები, რომლებზეც ფიქრობ, რომ საინტერესო იქნება შენს უბანზე მცხოვრები ადამიანებისთვის. დაფიქრდი, როგორ შეგიძლია შენი შეთავაზების გამოყენება სხვადასხვა მობინადრესთან — მამაკაცთან, ქალთან, ახალგაზრდასა თუ მოხუცთან.
5 გიცდია თუ არა, გაგევარჯიშა? ოჯახის წევრებთან ან სხვა მაუწყებლებთან ერთად განიხილე, რომელი შეთავაზებები იქნება ეფექტური და შემდეგ ხმამაღლა გაიარეთ რეპეტიცია, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს. შეეცადე, მოიგონო ცხოვრებისეული სიტუაცია და ისეთი შეპასუხებები, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას უბანზე. ასეთი გავარჯიშება გაგიუმჯობესებს მეტყველებას, გაზრდის შენს ეფექტურობას ქადაგებისას და აგიმაღლებს დაჯერებულობას.
6 მომზადებასა და შენი შეთავაზების გავარჯიშებასთან ერთად საკუთარ თავსაც უნდა შეეკითხო: «შეეფერება თუ არა ჩემი ჩაცმულობა მსახურებას? მაქვს თუ არა ყველაფერი ჩანთაში იმ ლიტერატურასთან ერთად, რის გამოყენებასაც ვგეგმავ? კარგ მდგომარეობაშია თუ არა? მაქვს თუ არა ბროშურის პირადი ეგზემპლარი „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, ბროშურა „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“, ტრაქტატები, კარდაკარ მსახურების ჩანაწერები და კალამი?» აზრიანი დაგეგმვა წინასწარ შეუწყობს ხელს, რომ უფრო ნაყოფიერი დღე გვქონდეს მსახურებაში.
7 იმის შემდეგ, რაც შესაძლებლობის მიხედვით საუკეთესო გავაკეთეთ ჩვენი მომზადებით, უნდა ვილოცოთ იეჰოვას სულის შესახებ, რომ დაგვეხმაროს, ვიყოთ წარმატებულნი (1 იოან. 5:14, 15). თუ მთელი გულისყურით მოვეპყრობით მომზადებას, უდიდეს სიხარულს ვპოვებთ მსახურებაში, რადგან სრულად ‘ვასრულებთ ჩვენს მსახურებას’ (2 ტიმ. 4:5).