გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები
გახსენების საღამოს აღნიშვნამდე, რომელიც შედგება 2 აპრილს, სამშაბათს, ყურადღება უნდა მიექცეს მომდევნო საკითხებს:
◼ ზეიმის ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ, როგორც მომხსენებელი, აგრეთვე ყველა უნდა იყოს ინფორმირებული.
◼ სათანადო პური და ღვინო უნდა იყოს შეძენილი და გამზადებული (იხილე 1985 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 17; br2 გვ. 19, 20, რუს.).
◼ დარბაზში წინასწარ უნდა იყოს მოტანილი და სათანადო ადგილზე განაწილებული შესაფერი მაგიდა გადასაფარებლით, თეფშები და ჭიქები.
◼ სამეფო დარბაზი ან შეხვედრის სხვა ადგილი ადრევე უნდა დასუფთავდეს საგულდაგულოდ.
◼ მომსახურეები წინასწარ უნდა იყვნენ დანიშნულნი და დამოძღვრილნი ზუსტი პროცედურისა და დავალებების შესახებ.
◼ ორგანიზაცია უნდა გაეწიოს ყოველი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც დასუსტებულნი არიან და ვერ ახერხებენ დასწრებას.
◼ როცა ერთ სამეფო დარბაზში ერთზე მეტი ზეიმია დაგეგმილი, კრებებმა კარგი ორგანიზაცია უნდა გაუწიონ, რათა თავი აარიდონ ზედმეტად გადატვირთვას ფოიეში, ვესტიბიულში, ტროტუარებსა და ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე.