საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/96 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 4/96 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ეგზემპლარები. ხშირად დამუშავებულ უბანზე შეიძლება ნებისმიერი შესაბამისი ბროშურის გამოყენება. სადაც განმეორებითი მონახულებისას გამოვლინდება ინტერესი, შეიძლება ორგანიზაცია გაუკეთდეს ჟურნალების დატარების მარშრუტს. ივნისში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ივლისსა და აგვისტოში: შემდეგი 32 გვერდიანი ბროშურებიდან ნებისმიერი: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“

◼ სადაც პრაქტიკულია, რამდენადაც დღე მატულობს, უხუცესებმა ორგანიზაცია უნდა გააკეთონ კრებაში, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ საღამოს დამოწმებას.

◼ როგორც 1-ლი ტიმოთეს 2:3, 4-შია ჩაწერილი იეჰოვას სურს, რომ „ყველა ადამიანი“ გადარჩეს. მათ შორის ყრუებიც. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით მათი ენა როგორ დავეხმაროთ ასეთ ხალხს, თუ შემთხვევით შევხვდებით უბანზე? საჭიროა მათთან მივიდნენ ძმები, რომლებიც კარგად ფლობენ დაქტილოლოგიას; ეს ძმები მოუთხრობენ სამეფოზე. ამიტომ, როდესაც უბანზე შევხვდებით ყრუს, გინდაც ოჯახში მარტო ის იყოს ყრუ, უნდა ჩავიწეროთ მისამართი და გადავცეთ კრების მდივანს, რომელიც გადასცემს იმ მაუწყებლებს, რომლებიც კარგად ფლობენ დაქტილოლოგიას. ამ მიზნისთვის მდივანს შეუძლია გამოიყენოს ბლანკი (S-70). მარკოზის 7:32–35-ში მოცემული ცნობა გვამცნობს, რომ იესოც ზრუნავდა ყრუებზე. დაე, მივყვეთ იესოს მაგალითს, რათა ყრუებიც ‘გადარჩნენ და მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას’.

◼ კრებები მომარაგებული იქნებიან სამკერდე ნიშნებით, რომლის რაოდენობა იქნება კრების მაუწყებელთა რაოდენობაზე დამატებული 60%. საერთოდ, სამკერდე ნიშნების შეკვეთა არაა აუცილებელი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიღებული რაოდენობა არ იქნება საკმარისი. დამატებითი სამკერდე ნიშნების შეკვეთა უნდა გაკეთდეს „ლიტერატურის შეკვეთის ბლანკზე“ (S-14). გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ შეუკვეთოთ სამკერდე ნიშნების პლასტმასის ბუდეები. აგრეთვე გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არაა ყოველ წელს ახალი პლასტმასის ბუდეების გამოყენება. გამოიყენეთ გასული წლის პლასტმასის ბუდეები და თუ აუცილებელია, შეუკვეთეთ მხოლოდ ახალი მაუწყებლებისთვის.

◼ შეიცვალა პიონერის მსახურების მოწმობის შეცვლის პროცესი. ამიერიდან ის პიონერები, რომლებიც გადადიან, იცვლიან სახელს, დაკარგეს თავიანთი მოწმობა ან ითხოვენ დანიშნულების შეცვლას, შეცვლილ მოწმობებს საზოგადოებიდან მიიღებენ. ნებისმიერი გამოუყენებელი მოწმობა, რომელიც შეიძლება მდივანს ჰქონდეს კარტოთეკაში, უნდა განადგურდეს. სახელისა და დანიშნულების შეცვლა მოხდება ჩვეულებრივ, მდივნის შესაბამისი მითითებით, კრების ყოველთვიური ანგარიშის ბლანკის (S-1) უკანა მხარეს. ამის თანახმად, საზოგადოება კრებას გაუგზავნის ახალ ბლანკებს პიონერებისთვის. ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა გამოეგზავნოს საზოგადოებას, რათა ჩვენი კარტოთეკა იყოს ზუსტი და მიმდინარე. აგრეთვე, როდესაც პიონერი წყვეტს მსახურებას ან გადაყენებულია, უნდა შეივსოს ბლანკის (S-206) ასლი და დაუყოვნებლივ გადაეცეს საზოგადოებას.

◼ სხვა ქვეყნებში კონგრესების ჩატარების დროსა და ადგილთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის, მიმართეთ შესაბამის ფილიალებს. მსოფლიოს მასშტაბით ფილიალების მისამართები მოცემულია „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.

◼ ბრაილის შრიფტით „საგუშაგო კოშკი“ ახლა ხელმისაწვდომია კორეულ და პორტუგალიურ ენებზეც.

◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:

თურქული: „უგალობეთ იეჰოვას ქებათა ქება“ (მცირე ფორმატი). ინდონეზიური: „იეჰოვას მოწმეები და განათლება“; „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ლინგალა: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მალაგასიური: „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“ (T-13); „იქნება ოდესმე ქვეყნიერება ომის გარეშე?“ ორომო: „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ (T-16). სერბიული: „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“. სლოვაკური: „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“; „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“; „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ უკრაინული: „უგალობეთ იეჰოვას ქებათა ქება“ — დიდი ფორმატი (მხოლოდ ტექსტები). ურდუ: „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა (1996)“. ჩეხური: „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“; „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“

◼ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (დიდი ფორმატი) აღარ გამოიცემა შემდეგ ენებზე: ფიჯი და კეჩუა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება