თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებაში იყო განხილული 1996 წლის 1-ლი იანვრიდან დაწყებული კვირიდან 22 აპრილიდან დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნის გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გამაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის. როდესაც მითითებულია „საგუშაგო კოშკი“, შეიძლება გვერდი და აბზაცი ყოველთვის არ იყოს მითითებული.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. თუ ქრისტიანი გრძნობს, რომ რასაც აკეთებს, სწორია, მისი გადაწყვეტილებები გამართლებული იქნება (იგავ. 14:12) [uw გვ. 8, აბზ. 8(2)].
2. სწავლება სამების შესახებ შემოიღო ქრისტიანულმა სამყარომ [uw გვ. 15, აბზ. 8].
3. „წუთისოფლის აღსასრული“ ნიშნავს მხოლოდ ბოროტი სისტემის აღსასრულს (1 იოან. 2:17) [td 44ა].
4. რომაელთა 8:16-ს თუ 1:7-თან შევადარებთ, შეგვიძლია გავიგოთ, რომ პავლე მთელ კაცობრიობას მოიხსენიებდა ‘ღვთის შვილებად’ [uw გვ. 26, აბზ. 12(3)].
5. აღთქმა, ანუ კავშირი, რომლის შესახებაც საუბარია იერემიას 31:30, 32-ში, მიუთითებს სამეფოს შესახებ კავშირზე, რომელსაც იესო სდებს თავის ცხებულ მიმდევრებთან [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
6. ქორწინება პატიოსანი უნდა იყოს (ებრ. 13:4) [td 45ბ].
7. მარიამს იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა (მათ. 13:55, 56) [td 29გ].
8. ედემის ბაღში ადამსა და ევას მხოლოდ პირველი ორი შვილი შეეძინათ [my 5].
9. იმ დროს, როდესაც დედამიწაზე ბუმბერაზები ცხოვრობდნენ, მთელი ქვეყნიერება სავსე იყო ბოროტებით და ერთი კეთილი ადამიანიც კი არ იყო [my 8].
10. ცისარტყელამ უნდა შეგვახსენოს ღმერთის დანაპირების შესახებ, რომ აღარასოდეს მოსპობს ქვეყნიერებას დიდი წარღვნით [my 11].
უპასუხე შემდეგ კითხვებზე:
11. თუ იეჰოვა ღრმა სიყვარულმა აღძრა, გამოეგზავნა თავისი შვილი, რომ ჩვენთვის სიცოცხლე შეეწირა, რისკენ უნდა აღგვძრას ღმერთისადმი ჩვენმა სიყვარულმა? (2 კორ. 5:14, 15) [uw გვ. 14, აბზ. 6].
12. რა შედის იმაში, რომ პიროვნება იეჰოვას სახელით დადის? [uw გვ. 18, აბზ. 14].
13. რას ვიგებთ იეჰოვას თვისებების შესახებ, როდესაც ვკითხულობთ წიგნს „გოდება იერემიასი“? (გოდ. 3:22, 23, 32) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
14. რა გააკეთა ესავმა, როცა დაახლოებით 40 წლის იყო, რამაც დაამწუხრა მისი მშობლები? [my 17].
15. რატომ ესაჭიროებოდა ენოქს გაბედულება? [my 7].
16. რომელი ოთხი ძირითადი ფაქტორი უწყობს ხელს ერთობას, რომლითაც დღეს ტკბება იეჰოვას ხალხი? [uw გვ. 8, 9, აბზ. 8, 9].
17. საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი? [my 6].
18. იეჰოვას გამოჩენილი თვისებების — სიყვარულის, სამართლიანობის, სიბრძნისა და ძალის გარდა, კიდევ რა შეგვიძლია გავიგოთ იეჰოვას მიმზიდველი პიროვნების შესახებ გამოსვლის 34:6-დან, ფსალმუნის 85:5-დან და საქმეების 10:34, 35-დან? [uw გვ. 13, აბზ. 3].
19. რატომ უნდა დაქორწინდეს ქრისტიანი მხოლოდ „უფალში“? [td 45ე].
20. რომელი ორი კარგი მიზეზის გამო შექმნა ღმერთმა ბალახეულობა, მცენარეულობა და ხეები? [my 2].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცება:
21. ყებედ-მელექი იყო პირველსახე, რომლებიც დაცული იქნებიან , ვინაიდან ისინი ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ ქრისტეს ძმების [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.10.82, გვ. 27, აბზ. 11 (ინგლ.)].
22. მიუხედავად იმისა, რომ იესოზე ითქმის „ღმერთი“, იოანეს 17:3-ში იესომ იეჰოვას უწოდა ‘ ჭეშმარიტი ღმერთი’ და იოანეს 20:17-ში ის მოიხსენიებს იეჰოვას, როგორც ‘ ღმერთს და ღმერთს’ [uw გვ. 18, აბზ. 12].
23. იერემიას 52:5–11-ში აღწერილი მოვლენები მოხდა ძველი წელთაღრიცხვით წელს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.09.88, გვ. 12, აბზ. 18 (რუს.)].
24. იეჰოვამ ადამის ფერდიდან ამოიღო და მისგან შექმნა ქალი [my 3].
25. როდესაც აბრაამი იყო წლის და სარა იყო წლის, მათ შეეძინათ ვაჟი, სახელად ისაკი [my 14].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. ბიბლია არის ღვთის სიტყვა, ვინაიდან (მთარგმნელებმა უწოდეს ასე; ღვთისმოშიშმა ადამიანებმა დაწერეს ის; ღმერთი აქტიურად ხელმძღვანელობდა მის დაწერას) [uw გვ. 20, აბზ. 2].
27. თუ ყოველდღე წაიკითხავ ბიბლიის მხოლოდ (ერთ; ორ; ოთხ) გვერდს, შენ დაამთავრებ მის კითხვას (ექვს თვეში; ცხრა თვეში; ერთ წელიწადში) [uw გვ. 24, აბზ. 9].
28. (ციდკიამ; ხანანიამ; ფაშხურმა) ჩააგდო იერემია დილეგში ერთი ღამით (იერ. 20:1–3) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
29. განრისხებული მეფე (იეჰოაკიმი; იეჰოაქინი; იეჰოახაზი) ჭრიდა იერემიას ნაწერებს და ყრიდა ცეცხლში (იერ. 36:23, 27, 28) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს:
იერ. 23:33; 32:9, 10; გოდ. 3:44; იოან. 11:25, 26; ეფეს. 5:23–31; გამოცხ. 15:3, 4.
30. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მორჩილი კაცობრიობა მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს [td 41ბ].
31. თაყვანისცემაში ჭეშმარიტი ერთობის საფუძველი არის იეჰოვას შეცნობა და მისი სამართლიანი გზების თანახმად ცხოვრება [uw გვ. 5, აბზ. 1].
32. როგორც ოჯახის თავს, ქრისტიან ქმარს, უნდა უყვარდეს თავისი ოჯახი და ზრუნავდეს მასზე [td 45გ].
33. იეჰოვა არ ისმენს ბოროტი ადამიანების ლოცვებს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w15.12.87, გვ. 15 (რუს.)].
34. მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველური ცნობა ღმერთის სიტყვიდან არის მძიმე განაჩენი, რომელიც იტყობინება ქრისტიანული სამყაროს მოახლოებულ განადგურებას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.09.94, გვ. 11, აბზ. 18, 20].
35. როდესაც თანამორწმუნეებთან ამყარებ საქმიან კავშირს, წერილობითი შეთანხმება დაგიცავთ გაუგებრობებისგან, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით წამოიჭრას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.05.95, გვ. 30 (რუს.)].