როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ჩვენს სამეფო დარბაზზე?
1 მრავალ სამეფო დარბაზს იყენებს ორი ან მეტი კრება, რაც პრობლემებს იწვევს შეხვედრების დროსთან, დასუფთავებასთან, მოვლასთან, ხარჯებსა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ერთმა კრებამ შეიძლება მფლობელად ჩათვალოს თავი, და სხვებმა კი, უბრალოდ, მდგმურებად. საერთოდ ასე ხდება იქ, სადაც ერთმა კრებამ ააშენა დარბაზი და სხვები კი მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ ან გადმოვიდნენ. ამიტომ კარგია ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორი თვალსაზრისი გვაქვს ჩვენს სამეფო დარბაზზე?
2 იეჰოვას მოწმეები ყველა სამეფო დარბაზს იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის აშენებენ. თითოეული დარბაზი იეჰოვასადმია მიძღვნილი. ისინი ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შენდება. ყველა, ვინც სამეფო დარბაზს იყენებს, მისი მოვლის პასუხისმგებელიც არის.
3 ზოგჯერ დარბაზის ფინანსურ მოვალეობებთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვები. 1976 წლის მაისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (ინგლ.) ნათქვამი იყო: „რამდენადაც საზოგადოებას მხოლოდ ერთ კრებასთან აქვს მიწერ-მოწერა და ეს ამ კრების სახელზე შეიძლება ხდებოდეს, ეს არ უქმნის მას საფუძველს, რომ მატერიალურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება. . . თუ თითოეულმა რამდენი უნდა გადაიხადოს“. პასუხისმგებელი კრებების უხუცესებისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, თუ თითოეულმა კრებამ რამდენი უნდა გადაიხადოს სესხისა და მიმდინარე ხარჯებისთვის. შემდეგ ნათქვამი იყო: „კარგი იქნებოდა, რომ ასეთი მოლაპარაკება წერილობით იყოს და თითოეულ კრებას ჰქონდეს ასლი, რამდენადაც, შეიძლება, რომ უხუცესები გადავიდნენ და მომდევნო უხუცესებმა არ იცოდნენ სიტყვიერი თანხმობის შესახებ“ (იხილე ასევე w15.11.86, გვ. 16 [რუს.]; w15.10.91, გვ. 25 [რუს.]).
4 შეხვედრის დროსთან დაკავშირებით ზემოთ მოხსენებული „ჩვენი სამეფო მსახურება“ ამბობს, რომ როდესაც ერთზე მეტი კრება იკრიბება ერთ სამეფო დარბაზში „ყოველი კრების უხუცესს ალბათ სურს, რომ შეხვდნენ და იმსჯელონ შეხვედრის დროზე და ყველასთვის საუკეთესოდ გადაწყვიტონ“. თვითნებური წესების დადგენას, უნდა აჯობოს ურთიერთპატივისცემამ და თანამშრომლობამ (იხილე w15.01.89, გვ. 19, აბზ. 15 [რუს.]).
5 საზოგადოებამ მოგვაწოდა ინფორმაცია სამეფო დარბაზის მოვლასთან დაკავშირებით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს დარბაზის სუფთად და სათანადოდ შენახვაში, რადგანაც ის ჩვენი საზოგადოების წმინდა თაყვანისმცემლობას ემსახურება. უხუცესებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ მოვლასთან დაკავშირებული საკითხები და ორგანიზება გაუწიონ საჭირო სარემონტო საქმეებს.
6 შეამოწმე, რა მითითებები იყო მოწოდებული საზოგადოებიდან. ამის თანახმად, უმეტესი საკითხების გადაწყვეტა შეიძლება, თუკი ყველა გამოავლენს სიყვარულსა და თავმდაბლობას და გულწრფელად იზრუნებს უმეტესობის საუკეთესო სულიერ ინტერესებზე (1 კორ. 10:24). როდესაც თითოეული ჩვენგანი გულწრფელად აფასებს დარბაზს და სხვებთან თანამშრომლობის მზადყოფნას ამჟღავნებს, ჩვენ დიდ სიხარულს ვპოვებთ მისი გამოყენებისას (ფსალმ. 121:1). გახსოვდეს, ეს ჩვენი სამეფო დარბაზია!