საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/96 გვ. 1
  • იარე რწმენით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იარე რწმენით
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • „რწმენა განგვიმტკიცე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რწმენა ძალას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • გწამდეთ იეჰოვას დაპირებების!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • „მტკიცედ იდექით რწმენაში“!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 9/96 გვ. 1

იარე რწმენით

1 მილიონობით ადამიანი თავის ცხოვრებაში მთავარ ადგილს მატერიალურ ქონებას უთმობს და უგუნურად ენდობა სიმდიდრის საცდურს (მათ. 13:22). ისინი მწარე გაკვეთილს სწავლობენ, როცა სიმდიდრეს კარგავენ, ან პარავენ, ან ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდება მათთვის. ბიბლია მოგვიწოდებს, მივყვეთ ბრძნულ გზას, ვისწრაფოთ სულიერი საუნჯისკენ (მათ. 6:19, 20). ამაში შედის ‘რწმენით სიარული’ (2 კორ. 5:7).

2 სიტყვა „რწმენა“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ატარებს დაჯერების, მინდობის, ძლიერი დარწმუნების მნიშვნელობას. რწმენით სიარული ნიშნავს, წინააღვუდგეთ რთულ ვითარებებს ღმერთში დაჯერებულები და მის უნარს მინდობილები, რომ წარმართავს ჩვენს ნაბიჯებს და მის სურვილში დარწმუნებულები, რომ იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე. იესომ სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა; მან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანზე (ებრ. 12:2). მსგავსად, ჩვენი გულის კონცენტრირება უხილავზე, სულიერზე უნდა მოვახდინოთ (2 კორ. 4:18). ყურადღებიანები უნდა ვიყოთ იმაზე, რომ ჩვენი ახლანდელი ცხოვრება არ არის სანდო და უნდა შევიგნოთ, რომ სრულიად იეჰოვაზე ვართ დამოკიდებული.

3 მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა წინ მიგვიძღვის თავისი ხილული ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც „ერთგული და გონიერი მონა“ ხელმძღვანელობს (მათ. 24:45–47). რწმენას ვავლენთ, როცა ‘ვუსმენთ ჩვენს წინამძღოლებს’ კრებაში (ებრ. 13:17). თეოკრატიული ღონისძიებების თავმდაბლური შესრულება სხვებთან ერთად იეჰოვასადმი რწმენაზე მეტყველებს (1 პეტ. 5:6). ჩვენ აღძრულები უნდა ვიყოთ, გულწრფელად შევუწყოთ ხელი საქმეს, რომელიც ორგანიზაციამ დაგვაკისრა გასაკეთებლად. ეს დაგვაახლოებს ჩვენს ძმებთან სიყვარულისა და ერთობის ძლიერი კავშირით (1 კორ. 1:10).

4 როგორ გავიმტკიცოთ რწმენა: არ უნდა დავუშვათ, რომ რწმენა შეგვისუსტდეს. შეუპოვრად უნდა ვიბრძოლოთ რწმენის გასაძლიერებლად. რეგულარულად შესწავლა, ლოცვა და შეხვედრებზე დასწრება დაგვეხმარება, ისე გავიმტკიცოთ რწმენა, რომ, იეჰოვას დახმარებით, შევძლოთ ნებისმიერი გამოცდის გამკლავება (ეფეს. 6:16). გაქვს შედგენილი კარგი გეგმა ბიბლიის ყოველდღიური კითხვისა და კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად? ხშირად ფიქრობ იმაზე, რასაც სწავლობ, და მიმართავ თუ არა იეჰოვას ლოცვით? ჩვევად გაქვს თუ არა, დაესწრო კრების ყოველ შეხვედრას და მონაწილეობა მიიღო მათში შეძლებისდაგვარად? (ებრ. 10:23–25).

5 მტკიცე რწმენა კარგი საქმეებით მტკიცდება (იაკ. 2:26). რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩვენი იმედის სხვებთან გაცხადება. ეძებ თუ არა საშუალებებს, სხვებს გაუზიარო კეთილი ცნობა? შეგიძლია შენი გეგმები ისე შეცვალო, რომ შეძლო უფრო მეტის გაკეთება მსახურებაში? იყენებ თუ არა რჩევებს, რომლებსაც ვიღებთ ჩვენი მსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად? ისახავ თუ არა პირად, სულიერ მიზნებს და ცდილობ თუ არა მათ მიღწევას?

6 იესომ წინასწარ გაგვაფრთხილა, ზედმეტად არ ვყოფილიყავით ცხოვრების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული და მატერიალური ან პირადი ინტერესებისთვის არ დაგვერთო ნება, გაეხუნებინათ ჩვენი სულიერი სახე (ლუკ. 21:34–36). ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რწმენის ხომალდის დამსხვრევა (ეფეს. 5:15; 1 ტიმ. 1:19). ყოველ ჩვენგანს სჯერა, რომ, საბოლოოდ, შევძლებთ, განვაცხადოთ: ‘კეთილი ბრძოლით ვიბრძოდით, განვვლეთ ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნეთ’ (2 ტიმ. 4:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება