იყავი ნიმუში სიტყვასა და ქცევაში
1 მოციქული პავლე შეაგონებდა ტიმოთეს, ნიმუში ყოფილიყო სიტყვასა და ქცევაში (1 ტიმ. 4:12). ჩვენც სანიმუშოები უნდა ვიყოთ საუბარსა და ქცევაში, განსაკუთრებით, მსახურებისას, რადგან ასე მოქმედებით განისაზღვრება, მივაღწევთ თუ არა მათ გულს, ვისთანაც მივდივართ.
2 კარგი ქცევის ყოველი წახნაგი უნდა გამოვავლინოთ: ზრდილობიანობა, ყურადღებიანობა, სიკეთე, თავაზიანობა და ტაქტი. ამ თვისებების გამოვლენით ვაჩვენებთ, რომ შეგნებული გვაქვს, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ქცევა სხვების გრძნობებზე. მსახურებაში კარგი მანერები შეიძლება შევადაროთ სანელებლებს, რომლებსაც იყენებენ საჭმლის არომატის მისაცემად. მათ გარეშე სასარგებლო საჭმელი უგემური იქნება. თუ სხვებთან ურთიერთობაში კარგ მანერებს არ გამოვავლენთ, ამან შეიძლება ჩვენი სასარგებლო ცნობა მიუღებლად წარმოადგინოს (კოლ. 4:6).
3 ნიმუში იყავი სიტყვაში: მეგობრული ღიმილი და გულთბილი სალამი კეთილი ცნობის შეთავაზების ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. როცა ჩვენს შეთავაზებას ვაზავებთ სითბოთი და გულწრფელობით, ჩვენ ვანახებთ მობინადრეს, რომ წრფელად ვართ დაინტერესებული მისი პიროვნებით. როცა ის ლაპარაკობს, ყურადღებით მოუსმინე და ღრმა პატივისცემა გამოავლინე მისი თვალსაზრისისადმი. როცა საუბრობ, ეს ტაქტიანად და თავაზიანად აკეთე (შეადარე საქმეები 6:8).
4 ზოგჯერ უხეშ ან აგრესიულ პიროვნებასაც კი ვხვდებით. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? პეტრემ გვირჩია, ვისაუბროთ „სიმშვიდით და მოწიწებით“ (1 პეტ. 3:15; რომ. 12:17, 18). იესომ თქვა, რომ თუ მობინადრე უხეშად უარყოფს სამეფოს შესახებ ცნობას, უბრალოდ, უნდა ‘დავიბერტყოთ მტვერი ჩვენს ფერხთაგან’ (მათ. 10:14). ასეთი ვითარებებისას სამაგალითო ქცევების გამოვლენამ, საბოლოოდ, შეიძლება, გული მოულბოს მოწინააღმდეგეს.
5 ნიმუში იყავი ქცევაში: გადატვირთულ ქუჩებსა და საჯარო ადგილებში კეთილი ცნობის ქადაგება მოითხოვს, წინასწარ გავითვალისწინოთ, რომ არასოდეს ვისაუბროთ ხმამაღლა ან დაჟინებით და ხელი არ შევუშალოთ გამვლელების მოძრაობას. როცა დაინტერესებულის სახლში ვართ, უნდა გამოვავლინოთ სათანადო წესიერება და მადლიერი სტუმრების მსგავსად მოვიქცეთ, რითაც პატივისცემას გამოვავლენთ მათი სტუმართმოყვარეობისადმი. ყოველმა ბავშვმა, რომელიც ჩვენთან ერთად არის, უნდა გამოავლინოს პატივისცემა მობინადრისა და მისი ქონებისადმი და უნდა იყოს ზრდილობიანი და ყურადღებიანი, როცა ვსაუბრობთ. თუ ბავშვები ჯიუტები არიან, ეს არ დატოვებს დადებით შთაბეჭდილებას (იგავ. 29:15).
6 ჩვენმა გარეგნობამ სხვებისთვის ნათელი უნდა გახადოს, რომ ღვთის სიტყვის მსახურები ვართ. ჩაცმულობითა და ვარცხნილობით არ უნდა ვიყოთ არც უწესრიგო და უსუფთაო, არც თვალში საცემი და ექსტრავაგანტური. ჩვენი გარეგნობა ყოველთვის უნდა იყოს სახარების ღირსად (შეადარე ფილიპელთა 1:27). თუ გარეგნობასა და ჩაცმულობას სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, სხვებს არ მივცემთ დაბრკოლების ან ჩივილის საბაბს ჩვენს მსახურებაზე (2 კორ. 6:3, 4). ჩვენი სამაგალითო სიტყვა და ქცევა სამეფოს შესახებ ცნობას მიმზიდველობას ანიჭებს, რასაც პატივი მოაქვს იეჰოვასადმი (1 პეტ. 2:12).