საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/96 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 9/96 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა სექტემბერში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ კრებებს, რომლებსაც მარაგში აქვთ წიგნები: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ან „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, შეუძლიათ მათი შეთავაზება. ოქტომბერში: „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ნებისმიერი ნომერი. სადაც ინტერესი გამოვლინდა, განმეორებითი მონახულებებისას შეიძლება, დაიწყოს ჟურნალების დატარება მარშრუტით. ნოემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა შევეცადოთ, რომ ბიბლიის საშინაო შესწავლის მიზნით განმეორებით მივაკითხოთ მათ, რომლებსაც დავუტოვეთ წიგნი. დეკემბერში: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“.

◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1996 წლის 14 ოქტომბრიდან განვიხილავთ „სასწავლო სტატიების“ №9 ბროშურას. შესწავლა დაიწყება 1-ლი სტატიიდან.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების ფინანსები 1 სექტემბერს ან, რაც შეიძლება, მალე. როცა ეს შესრულდება, განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.

◼ მაუწყებლებმა, რომლებიც ოქტომბერში დამხმარე პიონერობას აპირებენ, ადრევე უნდა შეავსონ განცხადება. ეს დაეხმარება უხუცესებს, აუცილებელი ორგანიზება გაუწიონ ჟურნალებისა და ლიტერატურის გამოწერას და უბნების განაწილებას.

◼ უხუცესებს ეძლევათ შეხსენება, რომ მიყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21-ე—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან ან ურთიერთობას მოკვეთილ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინანდელი მდგომარეობების აღდგენისკენ ისწრაფვიან.

◼ უნდა გაცნობოთ, რომ გამოწვეულია პროცესის შეცვლა — ამა წლის ბლანკების ყოველწლიურ გადაგზავნაში შევა ბლანკების საკმარისი მარაგი, რაც კრებებს 20 თვის განმავლობაში ეყოფა, კერძოდ, 1997 წლის იანვრიდან 1998 წლის აგვისტოს ჩათვლით. აქედან მოყოლებული, ყოველი სამსახურებრივი წლის დასაწყისისას კრებებს დროულად გადაეგზავნებათ მათთვის განკუთვნილი წლიური ბლანკები.

◼ ჰირი-მოტუს ენაზე შეწყდა „გამოიღვიძეთ!“-ის კვარტალური გამოცემა. ბოლო ნომერი იქნება ივლის-სექტემბრის გამოცემა.

◼ მარატჰის ენაზე 1997 წლის იანვრიდან „გამოიღვიძეთ!“ გამოვა ყოველთვიურად.

◼ ქართულ ენაზე 1997 წლის იანვრიდან დაიწყება „საგუშაგო კოშკის“ ნახევართვიური გამოცემა.

◼ ხორვატულ ენაზე გამოვა „1997 წელიწდეული“.

◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:

ალბანური: „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“. ებრაული: „იეჰოვას მოწმეები და განათლება“. ვალისიური: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ილოკური: „მიცვალებულთა სულები — შეუძლიათ თუ არა დაგეხმარონ ან ზიანი მოგაყენონ? სინამდვილეში არსებობენ თუ არა ისინი?“. კანადა (კანარა): „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“; „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. კიმბუნდუ: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მალაიამური: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მარატჰი: „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“; „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ნეპალური: „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“; „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. სებუური: „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“. სერბული: „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73); „ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74). ტამილური: „დაე მოვიდეს სამეფო შენი“; „თეოკრატიული სამსახური სკოლის სახელმძღვანელო“. ტელუგუ: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ტიბეტური: „ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ (T-15). ტიგრე: „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“; „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. უმბუნდუ: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ხორვატული: „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73); „ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება