საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/96 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • სწორად წარმოთქმა გამართულ, სასაუბრო სტილში
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • „მთელი გულმოდგინებით იკითხე“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ბუნებრიობა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • გამართული მეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 9/96 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა გახსოვდეს კრების შეხვედრებზე აბზაცების კითხვისას?

„საგუშაგო კოშკისა“ და კრების წიგნის შესწავლისთვის გამოყოფილი დროის უმეტესობა აბზაცების კითხვისთვის გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ წამკითხველად დანიშნული ძმა დიდ პასუხისმგებლობას ატარებს, როგორც მასწავლებელი. მან უნდა წაიკითხოს ისე, რომ ‘აზრი ჩააქსოვოს’ მასალაში, რათა მსმენელი მხოლოდ კი არ მიხვდეს, არამედ აღძრული იყოს მოქმედებისკენ (ნეემ. 8:8, აქ). ამიტომ, წამკითხველი დავალების შესასრულებლად კარგ მომზადებას საჭიროებს (1 ტიმ. 4:13; იხილე „თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელოს“ მე-6 გაკვეთილი [რუს.]). აქ ჩამოთვლილია ზოგიერთი ძირითადი პუნქტი მნიშვნელობით აღსავსე საჯარო კითხვისთვის.

გამოიყენე ზუსტი აზრობრივი მახვილი: წინასწარ განსაზღვრე, რომელი სიტყვები ან ფრაზები უნდა გამოყო, რათა სწორი გაგება გადმოსცე.

სიტყვები წარმოთქვი სწორად: ზუსტი და სწორი წარმოთქმა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ მსმენელმა გაიგოს პუბლიკაციაში გამოყენებული გამოთქმები. ლექსიკონებში მონახე უცნობი ან ისეთი სიტყვები, რომლებიც იშვიათად გამოიყენება.

ილაპარაკე ხმამაღლა და ენთუზიაზმით: ხმამაღალი და ენთუზიაზმით აღსავსე ლაპარაკი ქმნის ინტერესს, აღვიძებს ემოციებს და აღძრავს მსმენელს.

იყავი გულითადი და სასაუბრო სტილით წამკითხველი: ბუნებრიობა გამართული მეტყველებიდან მოდის. წინასწარი მომზადებითა და ვარჯიშით, წამკითხველი თავისუფლად იგრძნობს თავს და ამას შედეგი ექნება წაკითხულზე, რაც შეცვლის მონოტონურობასა და მომაბეზრებლობას (აბაკ. 2:2).

მასალა წაიკითხე ისე, როგორც დაბეჭდილია: როგორც სქოლიოები, აგრეთვე ფრჩხილებში მოცემული ინფორმაცია ჩვეულებრივ იკითხება, თუ ისინი ნათელყოფს დაბეჭდილ ტექსტს. გამონაკლისი მხოლოდ ის მითითებებია, რომლებიც მხოლოდ მასალის წყაროზე მიუთითებენ. სქოლიო წაკითხულ უნდა იქნეს მაშინ, როცა აბზაცი გზავნის მასზე და მის წარსადგენად უნდა ითქვას: „სქოლიოში ნათქვამია. . .“ მისი წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ, განაგრძე აბზაცის დანარჩენი ნაწილის კითხვა.

საჯაროდ კარგი კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლითაც შეგვიძლია, ‘ვასწავლოთ სხვებს ყოველივეს დაცვა, რაც გვამცნო’ დიდებულმა მასწავლებელმა (მათ. 28:20).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება