ვინ მოუსმენს ჩვენს ცნობას?
1 ისე, როგორც არასდროს, კაცობრიობის ისტორიაში დღეს ადამიანები ინფორმაციის მორევში არიან გახვეული, რომელთა უმეტესობა უაზროა და თავგზაამბნევიც კი. ეს კი იმაზე მეტია, რისი ატანაც მათ შეუძლიათ და ეს გვიძნელებს, მივიპყროთ მათი ყურადღება სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ. მათ არ ესმით, თუ რა დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მათზე ღვთის სიტყვის მოსმენას (ლუკ. 11:28).
2 ვხარობთ, რომ მსოფლიოს მრავალ ნაწილში ათიათასობით ადამიანი ისმენს ამ ცნობას და იღებს ჩვენს შეთავაზებას, შეისწავლოს ბიბლია სახლში. მაგრამ სხვა ტერიტორიებში არ არის ასე კარგი გამოხმაურება. ჩვენი მონახულების უმეტესობას არ მოყვება დადებითი შედეგები და ამიტომ, შეიძლება, გვაინტერესებს, თუ ვინ მოუსმენს ჩვენს ცნობას.
3 უნდა მოვერიდოთ გულგატეხილობას. პავლემ აგვიხსნა: «ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, . . . ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? . . როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომ. 10:13–15). თუ ჩვენ სამეფოს მარცვლებს გულმოდგინედ ვთესავთ, მაშინ ღმერთი მართალთა გულებში აღმოაცენებს მათ (1 კორ. 3:6).
4 გასაღები რეგულარული განმეორებითი მონახულებებია: იმ უბნებში, სადაც ჩანს, რომ ადამიანთა მცირე რაოდენობა უსმენს ჩვენს ცნობას, გვესაჭიროება კონცენტრირება მოვახდინოთ ნებისმიერი სახის ინტერესის გაღვივებაზე, რომელსაც კი აღმოვაჩენთ, მიუხედავად იმისა, დავტოვეთ ლიტერატურა თუ არა. რატომ ვასკვნით სწრაფად, რომ არაფერი იქნება მიღწეული? როდესაც ვთესავთ მარცვლებს, ჩვენ არ ვიცით, თუ რომელი იქნება სასიკეთო (ეკლ. 11:6). თუ მომზადებულები დავბრუნდებით, რათა გავუზიაროთ რაღაცა წერილიდან, თუნდაც მოკლე იყოს, შევძლებთ პიროვნებების გულების მიღწევას. შეგვიძლია დავტოვოთ ტრაქტატი ან შევთავაზოთ ჟურნალების ბოლო ნომრები. საბოლოოდ შეგვიძლია ვაჩვენოთ, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ნასიამოვნები განვცვიფრდებით იმის დანახვით, თუ იეჰოვა როგორ დიდად აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას (ფსალმ. 125:5, 6).
5 ქალს, რომელმაც გარკვეული ინტერესი გამოავლინა, ტრაქტატი დაუტოვეს. მას ვერ შეხვდნენ სახლში ორი თვის განმავლობაში და როდესაც ნახეს, ის ძალიან დაკავებული იყო, რომ ესაუბრა. მას იგივე ტრაქტატი დაუტოვეს. მაუწყებლების განუწყვეტელი ძალისხმევის მიუხედავად, სამი თვე გავიდა, რომ შეხვედროდნენ მას, ამჯერად ის ავად იყო. დამ მეორე კვირასაც მიაკითხა და მოკლე საუბარი ტრაქტატთან დაკავშირებით წარიმართა. როდესაც და დაბრუნდა შემდეგ კვირას, ამ ქალმა ნამდვილი ინტერესი გამოავლინა სამეფოს ცნობისადმი. მის ცხოვრებაში მდგომარეობების ცვლილებამ შეაგრძნობინა სულიერი მოთხოვნილებები. დაიწყო ბიბლიის შესწავლა და შემდეგ ენთუზიაზმით სწავლობდა ყოველ კვირას.
6 ყოველივეს, რასაც ვისურვებდით, რომ გაზრდილიყო, თუნდ ყვავილი, ბოსტნეული ან სამეფოს ცნობისადმი ინტერესი, დამუშავება ესაჭიროება. ამისათვის საჭიროა დრო, ძალისხმევა, მზრუნველური განწყობილება და გადაწყვეტილება, რომ არ დანებდე. გასულ წელს მილიონიდან მესამედზე მეტი ადამიანი მოინათლა, რომლებშიც სამეფოს თესლმა გაიდგა ფესვი! თუ განუწყვეტლივ ვქადაგებთ, ნამდვილად ვიპოვით კიდევ უფრო მეტ ადამიანებს, რომლებიც მოისმენენ ჩვენს ცნობას (შეადარე გალატელთა 6:9).