წარვდგეთ მოხალისეებად
1 ფსალმუნმომღერალი დავითი წინასწარმეტყველებდა, რომ იეჰოვას ხალხი ‘მოხალისედ წავიდოდა’; როგორც „სწრაფი მოხალისეები“ (ფსალმ. 109:3, სქოლიო აქ). ეს უეჭველად სრულდება ჩვენს მსოფლიო ძმობაში. გასული ოთხი წლიდან თითოეულის განმავლობაში იეჰოვას ხალხმა მილიარდ საათზე მეტი დრო დაუთმო სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელებას. ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის გარდა, კიდევ სხვა მრავალი საშუალებაა, სადაც სხვების დასახმარებლად მოხალისეებად შეგვიძლია წარვდგეთ.
2 მოხალისეობის გამომჟღავნების საშუალებები: ზოგს კრებაში, შეიძლება, ესაჭიროება დახმარება შეხვედრებზე მოსასვლელად. რატომ არ გამოამჟღავნებდი მზადყოფნას კრებაზე მათ წასაყვანად. სხვები შეიძლება იყვნენ ავად, უძლურად ან საავადმყოფოში იწვნენ. შეგეძლო ინიციატივა გამოგევლინა მათ მოსანახულებლად ან როგორღაც დახმარების გასაწევად? შეიძლება არის ვინმე ან ოჯახი, რომელსაც გამხნევება ესაჭიროება. გიფიქრია, მოგეწვია, რომ ასეთები დროდადრო შენს ოჯახურ შესწავლას დასწრებოდნენ? შეიძლება პიონერს ან მაუწყებელს თანამშრომელი ესაჭიროება მსახურებაში. რატომ არ შესთავაზებდი თანამშრომლობას? ეს არის მოხალისედ ყოფნის ზოგი საშუალება, რომლითაც შეგვიძლია სიკეთე მოვიმოქმედოთ მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია (გალ. 6:10, აფ).
3 ძმებს მოხალისეობის გამოვლენა შეუძლიათ იმით, რომ ისწრაფონ შეესაბამებოდნენ უხუცესის ან სამსახურებრივი თანაშემწის მოთხოვნებს, რათა გამოყენებულნი იქნენ იეჰოვას ორგანიზაციაში (1 ტიმ. 3:2–10, 12, 13; ტიტ. 1:5–9). რადგანაც რიცხობრივად ვიზრდებით, არის კვალიფიცირებული ძმების საჭიროება, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ კრებაში სამქადაგებლო, სამასწავლებლო და სამწყემსო საქმის გასაძღოლად (1 ტიმ. 3:1).
4 შეიძლება ზოგმა ჩვენგანმა უფრო მეტად შეძლოს იეჰოვას მსახურებაში ჩაბმა იმით, რომ დროდადრო ჩაეწერება დამხმარე პიონერების რიგებში. შემდეგ პირად გეგმაში ზოგი გონივრული ცვლილებების შედეგად აგრეთვე შევძლოთ ამის რეგულარულად კეთება, ან თვით სრული დროით პიონერული მსახურების დაწყება. გვრთავს ჩვენი მდგომარეობა ნებას, რომ გადავიდეთ ისეთ ტერიტორიებში, სადაც დახმარების დიდი საჭიროებაა? შეგვიძლია, ვიმსახუროთ ბეთელში და ამგვარად პირდაპირ შევუწყოთ ხელი მსოფლიო საქმის წინსვლას? მრავალი რამ კეთდება სამეფო დარბაზების, საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობით მსოფლიო მასშტაბით, სადაც მოხალისე მუშების დიდი მოთხოვნილებაა. ისინი, ვინც ამ მშვენიერი საქმეებისთვის წარადგინა თავი, დიდად არიან დაფასებული და დიდი კურთხევაა მათზე! (ლუკ. 6:38).
5 ეს ამაღელვებელი დროა. იეჰოვა თავისი სულით სასწაულებრივ საქმეებს ასრულებს დედამიწაზე თავისი მოხალისე ხალხით! როდესაც კი იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიწვევს, რომ მონაწილეობა მივიღოთ მეტ სამეფოს საქმეში, კარგს ვაკეთებთ, თუ ვეკითხებით საკუთარ თავს: ‘წარვდგები კიდევ მოხალისედ?’ შემდეგ ლოცვით უნდა შევამოწმოთ ჩვენი გული და მდგომარეობა. ღვთისადმი ერთგულება დაგვაჩქარებს, რომ ყოველივე შესაძლებელი გავაკეთოთ წმინდა მსახურებაში, რითაც იეჰოვას გულს ძალიან გავახარებთ! (სოფ. 3:17).