თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1996 წლის 2 სექტემბრიდან დაწყებული კვირიდან 23 დეკემბრიდან დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის. როდესაც მითითებულია „საგუშაგო კოშკი“, შეიძლება გვერდი და აბზაცი ყოველთვის არ იყოს მითითებული.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. გამოცხადების 13:1-ში აღწერილი შვიდთავიანი და ათრქიანი „მხეცი“ სხვა არავინ არის, თუ არა სატანა ეშმაკი [1, uw გვ. 63, აბზ. 4].
2. სინამდვილეში, არ არსებობს არც ერთი „დიდი თევზი“, რომელსაც შეუძლია, მთლიანად ჩაყლაპოს ადამიანი (იონა 2:1) [11, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
3. იესო ნავეს ძე ისრაელის ახალ წინამძღოლად დანიშნეს სწორედ მოსეს სიკვდილის წინ [10, my 43].
4. წინასწარმეტყველება მიქას 3:12-დან მიუთითებს იერუსალიმის დანგრევასა და აოხრებაზე, რომელიც მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს [12, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა].
5. როცა ისრაელმა მდინარე იორდანე გადალახა, მათ ბრძნულად განალაგეს წინ მზვერავები და ჯარისკაცები [12, my 45].
6. როცა ისრაელი იერიხონს მწყობრი სიარულით უვლიდა გარს, მამაკაცები გამუდმებით ყვიროდნენ, რათა შეეშინებინათ მტრები [13, my 46].
7. ოსიას წინასწარმეტყველება ძირითადად მიმართული იყო იუდას ორი ტომის სამეფოსადმი [5, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა].
8. წინასწარმეტყველება დანიელის 9:24, 25-დან მიუთითებს იესოს დაბადებაზე [6, kl გვ. 36, აბზ. 8].
9. სოფონიას 3:9-ის თანახმად, ხალხი გაერთიანებული იქნება ახალ ქვეყნიერებაში, ვინაიდან მაშინ ყველა ერთ ენაზე — ებრაულ ენაზე — ილაპარაკებს [16, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა].
10. მიქაელი ‘დგას’ 1914 წლიდან, როცა ის გახდა ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე, რითაც სრულდება დანიელის 12:1; მალე ის იეჰოვას სახელით „აღდგება“, როგორც უძლეველი მეომარი-მეფე, რომელიც გაანადგურებს ამ ბოროტ სისტემას [4, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა; იხილე br6 გვ. 13, აბზ. 23].
უპასუხე შემდეგ კითხვებზე:
11. ვინ არიან ანგიას 2:7-ში [აქ] მითითებული „ყოველი ერიდან სასურველნი“ და რანაირად ‘შემოდიან’ ისინი? [17, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა].
12. რა იყო იმის შედეგი, რომ ისრაელები არ დაემორჩილნენ იეჰოვას და მეორე დღისთვისაც შეინახეს მანანა? [1, my 34].
13. იესოს ნათქვამის თანახმად, რა არის ორი უდიდესი მცნება, რომელიც ღმერთმა მისცა ისრაელ ხალხს? [2, my 35].
14. რატომ არ უნდა ყოფილიყო იესოს სახელით გაკეთებული მძლავრი საქმეები ღვთის კეთილგანწყობის ან მხარდაჭერის უდავო მტკიცება? [13, kl გვ. 46, აბზ. 6, 7].
15. რატომ განურისხდა კადეშთან იეჰოვა მოსესა და აარონს? [7, my 40].
16. რა არის წარმოდგენილი ფაქტით, რომ გველებისგან დაკბენილი ისრაელები ბოძზე შემოხვეული სპილენძის გველის შეხედვით იკურნებოდნენ? [8, my 41].
17. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა მივიღოთ იმისგან, რაც ყაქანსა და მის ოჯახს მოუვიდა? [14, my 47].
18. რატომ დააყოვნა იეჰოვამ მზის ჩასვლა იესო ნავეს ძის დღეებში? [16, my 49].
19. ანგიას 2:9-ში რომელი ტაძარი იყო ‘უკანასკნელი სახლი’ და რომელი — ‘პირვანდელი’ და რატომ იყო „უკანასკნელი სახლის“ დიდება უფრო დიდი, ვიდრე ‘პირვანდელის’? [17, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
20. რის გაკეთებისკენ მოუწოდებდა ისრაელებს ოსიას 14:3 და როგორ ასრულებენ დღეს ამ წინასწარმეტყველებას იეჰოვას მოწმეები? (ებრ. 13:15) [7, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.03.95, გვ. 10, აბზ. 1, 2].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. ღმერთს თაყვანი უნდა ვცეთ , რომელიც სიყვარულითა და რწმენით აღსავსე გულიდან გამომდინარეობს; აგრეთვე თაყვანი უნდა ვცეთ , მისი სიტყვის შესწავლით [12, kl გვ. 45, აბზ. 4].
22. სატანა მზაკვრულად აცდუნებს ადამიანებს, სურვილები დაიკმაყოფილონ გზით [2, uw გვ. 65, აბზ. 9].
23. სულიერად დაცულები რომ ვიყოთ, არ უნდა უგულებელვყოთ ღვთის საჭურვლიდან არც ერთი ნაწილი, რომელიც შედგება , ‘სიმართლის ჯავშნის’, ‘მშვიდობის სახარებლად მზადყოფნის’, ‘ ფარის’, ‘ხსნის ჩაჩქნისა’ და ‘სულის ’ [3, uw გვ. 68, აბზ. 14].
24. ისინი, რომლებიც ტრადიციულ რელიგიებს მიჰყვებიან, როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ასევე მის გარეთ, ფიქრობენ, რომ სული აქვთ, რაც ზედმეტად ხდის [6, uw გვ. 71, აბზ. 3].
25. იესო რომ მესია იყო, არსებობს სამი აშკარა დამამტკიცებელი საშუალება. ესენია: 1) , 2) და 3) [5–8, kl გვ. 34–38, აბზ. 6–10].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. ამოსის (8:11; 9:2, 3; 9:11, 12-ის) გაგება პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს დაეხმარა, შეეგნო, რომ ქრისტიანულ კრებაში არაისრაელების შეკრება ღვთის ნება იყო (საქმეები 15:13–19) [10, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
27. როცა (ამოსს; იოველს; აბაკუმს) იეჰოვამ უხმო, ის არ ყოფილა არც წინასწარმეტყველი, არც წინასწარმეტყველის შვილი, არამედ ცხვრის მწყემსი იყო და (ფინიკის; ლეღვის; ზეთისხილის) მომყვანი [9, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
28. კარვის დიდ ოთახში იყო მაგიდა და მაგიდაზე იყო (საკმეველი; ქილა მანანით; 12 პური) [4, my 37].
29. იოველის 3:5-ს ციტირებდა (პეტრე; იოანე; პავლე) (საქმეების 2:40-ში; რომაელთა 10:13-ში; 1 ტიმოთეს 2:4-ში), სადაც ყურადღებას ამახვილებდა ღვთის სახელის მოხმობაზე [8, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w01.04.96, გვ. 29, აბზ. 16].
30. რათა იეჰოვას ნათელი გაეხადა, რომ აარონი და მისი ძეები მან ამოირჩია მღვდლებად, აარონის კვერთხს გამოაღებინა (ლეღვი; ფინიკი; ნუში და ყვავილები) [6, my 39].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს: დან. 7:13, 14; ოს. 10:12; სოფ. 2:3; იაკ. 1:26, 27; 1 იოან. 2:15–17.
31. ჩვენი თაყვანისმცემლობა ღვთისთვის რომ მისაღები იყოს, საჭიროა, ის არა მარტო შეუბღალავი იყოს წუთისოფლის საქმეებისგან, არამედ მასში უნდა შედიოდეს ყველაფერი, რაც ღვთისთვის მნიშვნელოვანია [17, kl გვ. 51, აბზ. 20].
32. ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორად მოქმედებით მოვიმკით იეჰოვას სიყვარულით აღსავსე წყალობას [6, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w15.03.96, გვ. 23, აბზ. 2, 3 (რუს.)].
33. ეს წინასწარმეტყველება მიუთითებს იეჰოვას ცხებულ მეფეზე, იესო ქრისტეზე [2, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
34. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ირეკლავს ჩვენს გარშემო არსებული უღვთო წუთისოფლის სულს [15, kl გვ. 50, აბზ. 17].
35. ჩვენ არ შეგვიძლია, ბოროტად გამოვიყენოთ ღვთის გულმოწყალება [16, ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].