საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/97 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
km 1/97 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თებერვალი: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ მარტი: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. აპრილი: „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ნებისმიერი ნომერი. ხშირად დამუშავებულ უბანზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ახალი ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“

◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1997 წლის 17 თებერვლიდან განვიხილავთ ბროშურას „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“

◼ ყველა მონათლულ მაუწყებელს, რომელიც დაესწრება 6 იანვრიდან დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრას, მიეცემა წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათი და პირადობის მოწმობები თავიანთი ბავშვებისთვის.

◼ თებერვლიდან დაწყებული და არა უგვიანეს 2 მარტიდან, სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს ახალ საჯარო მოხსენებას „განათლება იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენე“.

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზაცია უნდა გაუკეთონ გახსენების საღამოს ზეიმს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 23 მარტს, კვირას, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება დაიწყოს ადრე, გახსენების სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, თუ როდის ჩადის მზე თქვენს ტერიტორიაზე. რამდენადაც სამქადაგებლო მსახურების გარდა სხვა არცერთი შეხვედრა უნდა ჩატარდეს ამ დღეს, სათანადო ცვლილებები უნდა გაკეთდეს, რათა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ჩატარებული იქნეს სხვა დროს. სარაიონო ზედამხედველებს დასჭირდებათ შეხვედრების გეგმის შეცვლა ამ კვირისთვის, ადგილობრივი სიტუაციის მიხედვით. თუმცა სასურველია, რომ ყველა კრებამ თვითონ ჩაატაროს გახსენების საღამოს ზეიმი, მაგრამ, ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი. სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, შესაძლოა, მათგან ერთმა ან მეტმა კრებამ ამ საღამოსთვის სხვა შენობა გამოიყენოს. გახსენების საღამო არ უნდა დაიწყოს ისე გვიან, რომ ახლად დაინტერესებულებისთვის მოუხერხებელი იყოს დასწრება. უფრო მეტიც, განრიგი ისე მჭიდროდ არ უნდა იყოს დაგეგმილი, რომ აღარ დარჩეს დრო ზეიმამდე ან შემდეგ, რათა მიესალმო მომსვლელებს, ორგანიზაცია გაუკეთო იმას, რომ დაინტერესებულებმა შემდეგი სულიერი დახმარება მიიღონ ან გაიხარონ ერთმანეთის გამხნევებით. ყველა საკითხის ბოლომდე განხილვის შემდეგ უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ღონისძიებები დაეხმარება მათ, ვინც დაესწრო გახსენების საღამოს, რომ სრული სარგებელი მიიღონ ამ შემთხვევიდან.

◼ სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოთქმული იქნება 1997 წლის გახსენების საღამოს შემდეგ პერიოდში, კვირას, 6 აპრილს. მოხსენების გეგმით უზრუნველყოფილი იქნებით. იმ კრებებს, რომლებსაც ამ დროს ექნებათ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი, შემდეგ კვირას ექნებათ სპეციალური მოხსენება. არც ერთმა კრებამ არ უნდა გააკეთოს ეს მოხსენება 6 აპრილამდე.

◼ უხუცესთა საბჭომ უნდა იცოდეს, რომ როდესაც კრება ესწრება ადგილობრივ კონგრესებს, საჭიროა შემდეგი ცვლილებები: როდესაც სპეციალური ერთდღიანი კონგრესია დაგეგმილი, კრებამ უნდა ჩაატაროს ყველა შეხვედრა კვირის განმავლობაში, საჯარო მოხსენებისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის გარდა. როდესაც სარაიონო კონგრესზე დასწრებაა დაგეგმილი, კრება აგრეთვე არ ჩაატარებს თეოკრატიული სამსახურის სკოლას და სამსახურებრივ შეხვედრას; ამ კვირის განმავლობაში მხოლოდ ადგილობრივი კრების წიგნის შესწავლა იქნება ჩატარებული.

◼ საოლქო კონგრესები 1997 წლის განმავლობაში:

4–6 ივლისი: სანკტ-პეტერბურგი*. 11–13 ივლისი: დონის როსტოვი*; მინსკი; მოსკოვი; ნალჩიკი. 18–20 ივლისი: ეკატერინბურგი*; იაროსლავლი. 25–27 ივლისი: ვორონეჟი; ნოვოკუზნეცკი; რუდნი; ტოლიატი*. 1–3 აგვისტო: ნოვოსიბირსკი; სოჭი; უხტა; ყაზანი. 8–10 აგვისტო: გორი; კრასნოიარსკი; უსტ-კამენოგორსკი; ყარაღანდა. 15–17 აგვისტო: ალმა-ათა*; ვოლგოგრადი; ირკუტსკი*; მარნეული*; ჯამბული; ჯვარი. 22–24 აგვისტო: ბიშკეკი; ბრატსკი; იუჟნო-სახალინსკი; ტაშკენტი; ქუთაისი; ხაბაროვსკი. 29–31 აგვისტო: ვლადივოსტოკი; პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი; წნორი. 12–14 სექტემბერი: ნორილსკი. 27–29 სექტემბერი: მურმანსკი.

*ამ კონგრესებზე პროგრამა გადათარგმნილი იქნება მუნჯურ ენაზე.

◼ დაწყებული 1997 წლის კონგრესებიდან, პროგრამის თარგმნა მუნჯურ ენაზე მოხდება შერჩეულ კონგრესებზე. თარგმნა არ მოხდება ყველა კონგრესზე. ეს დაეხმარება ყრუ-მუნჯ მაუწყებლებსა და დაინტერესებულებს, ურთიერთობა იქონიონ სხვა მაუწყებლებთანაც და მიიღონ ხარისხიანი თარგმანი. რადგან ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მრავალს შეიძლება მოუწიოს გამგზავრება სხვა ქალაქში, კარგი იქნებოდა ახლავე დაეწყოთ თანხის გადადება მგზავრობისა და დაბინავებისთვის და არ დაელოდონ ბოლო წუთებს. ქვემოთ წინასწარ არის მოცემული იმ ქალაქების სია, სადაც 1997 წლის კონგრესის პროგრამა გადაითარგმნება მუნჯურ ენაზე: ალმა-ათა, დონის-როსტოვი, ეკატერინბურგი, ირკუტსკი, მარნეული, სანკტ-პეტერბურგი, ტოლიატი.

◼ ახალი პუბლიკაციები:

აფრიკაანსი: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ იაპონური: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ინდონეზიური: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ოსური: „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“ (T-13), „რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?“ (T-14), „ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ (T-15), „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ (T-16), „იხარე ოჯახური ცხოვრებით“ (T-21), „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22). რუსული: „ბედი მართავს ჩვენს ცხოვრებას — თუ ჩვენ გვთვლის ღმერთი პასუხისმგებლებად? (T-71), „უდიდესი სახელი“ (T-72). სლოვაკური: „მსჯელობა წერილების საფუძველზე“. ტაგალური: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ტაი: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება