შეკითხვების ყუთი
◼ რატომ უნდა ჩავაბაროთ ზუსტად ყოველ თვეს ჩვენი სამქადაგებლო მსახურების ანგარიში?
ყველა განიცდის სიხარულს, როდესაც ისმენს კარგ მიღწევებს სამეფო ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით (იხილე იგავნი 25:25). საქმეების 2:41 იტყობინება, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს ამაღელვებელი მოხსენების შემდეგ „შეემატა სამი ათასამდე სული“. ცოტა ხნის შემდეგ ეს რიცხვი „ხუთი ათასამდე“ გაიზარდა (საქ. 4:4). როგორი გამომაცოცხლებელი უნდა ყოფილიყო ეს ანგარიშები პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის! ჩვენც მსგავსად ვრეაგირებთ დღეს გამამხნევებელ ანგარიშებზე. გული გვიფანცქალებს, როდესაც ვისმენთ წარმატებების შესახებ, რომლითაც ჩვენი ძმები ხარობენ მსოფლიოს მასშტაბით კეთილი ცნობის ქადაგებით.
რამდენადაც დიდ დროსა და ძალისხმევას ითხოვს ასეთი ანგარიშების შეგროვება, სამეფოს თითოეული მაუწყებლის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ხარ თუ არა კეთილსინდისიერი შენი ანგარიშის ზუსტად ყოველთვიურად ჩაბარების დროს.
სიხარული მოაქვს ზრდასთან დაკავშირებულ ანგარიშებს. ამას ემატება კიდევ ის, რომ ანგარიშები ეხმარება საზოგადოებას მსოფლიო საქმის პროგრესისთვის კონტროლის გაწევაში. გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ სად არის უფრო მეტი დახმარება საჭირო ან რა ტიპის ლიტერატურაა საჭირო და რა რაოდენობით. თითოეული კრების უხუცესები სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების მეშვეობით საზღვრავენ, თუ სად არის საჭირო გაუმჯობესება. კარგი ანგარიშები აღმშენებლურია და აღძრავს თითოეულ ჩვენგანს, შევამოწმოთ ჩვენი მსახურება, რათა შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ.
ყველა მაუწყებელმა უნდა შეიგნოს პირადი პასუხისმგებლობა, ჩააბაროს სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ზუსტად ყოველთვე. კრების წიგნის შესწავლის ჩამტარებლებს შეუძლიათ შეახსენონ მაუწყებლებს ამ პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან ისინი აგრეთვე ფხიზლობენ, რომ დაეხმარონ პირადად მას, ვისაც სიძნელეები აქვს და ყოველთვიურად რეგულარულად ვერ მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში. ეს შეიძლება შეახსენო ყოველი თვის ბოლოს წიგნის შესწავლაზე ან სხვა სათანადო დროს. თუ ზოგიერთს არა აქვს შესაძლებლობა, სამქადაგებლო მსახურების ანგარიში ჩააბაროს სამეფო დარბაზში, კრების წიგნის შესწავლის ჩამტარებელს შეუძლია, შეაგროვოს და დროულად გადასცეს მდივანს, რათა ჩართული იყოს კრების რეგულარულ, ყოველთვიურ ანგარიშში საზოგადოებისადმი.
სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ზუსტად ჩაბარებაში ჩვენი ერთგული ბეჯითობა უფრო მსუბუქს გახდის ტვირთს მათთვის, ვინც პასუხისმგებლები არიან ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე.