საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/97 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • მსგავსი მასალა
  • მზად ხართ სტიქიური უბედურების შესახვედრად?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • როგორ ეწევა ორგანიზება დაზარალებულთა დახმარებას?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • მხარში ამოუდექით სხვებს გაჭირვების დროს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილია
    ღვთის სამეფო მმართველობს!
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
km 2/97 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რა უნდა გააკეთო, როცა თავს დამტყდარი უბედურება უშუალოდ ჩვენს ძმებს შეეხო?

თუ შენს ტერიტორიაზე მოხდა უბედურება: პანიკაში ნუ ჩავარდები. სიმშვიდე შეინარჩუნე და ყურადღება გადაიტანე იმაზე, რაც ჭეშმარიტად ძვირფასია — სიცოცხლეზე — და არა ქონებაზე. იზრუნე ოჯახის უშუალო ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. შემდეგ აცნობე უხუცესებს შენი ვითარებების შესახებ და სად იმყოფები იმ მომენტში. უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს გადამწყვეტი ადგილი უჭირავთ დახმარების აღმოჩენაში. თუ მოსალოდნელი უბედურების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილება, მაგალითად, დიდი შტორმის შესახებ, ეს ძმები უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველა უსაფრთხო ადგილზე იქნება და თუ დრო ნებას რთავს, უნდა იშოვონ და გაანაწილონ მარაგი, რომელიც დასჭირდებათ.

ამის შემდეგ წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა უნდა გამოარკვიონ ყოველი ოჯახის ადგილსამყოფელი და გაიგონ მათი მდგომარეობა. თავმჯდომარე ზედამხედველს ან სხვა უხუცესს უნდა ეცნობოს ყოველი ოჯახის სიტუაცია მაშინაც კი, თუ ყოველი კარგ ვითარებაშია. თუ ვინმე დაზიანდა, უხუცესები უნდა შეეცადონ სამედიცინო მკურნალობის ორგანიზებას. ისინი აგრეთვე შესთავაზებენ ყოველგვარ მატერიალურ დახმარებას, როგორიცაა — საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი ან ოჯახისთვის მარაგი, რაც საჭირო იქნება (იოან. 13:35; გალ. 6:10). ადგილობრივი უხუცესები სულიერ და ემოციურ მხარდაჭერას გაუწევენ კრებას და, რაც შეიძლება, სწრაფად გაუწევენ ორგანიზებას კრების შეხვედრების განახლებას. იმის შემდეგ, რაც საფუძვლიანი შეფასება გაკეთდება, უხუცესი უნდა დაუკავშირდეს სარაიონო ზედამხედველს უხუცესთა საბჭოს სახელით, რათა შეატყობინოს როგორც ნებისმიერი განსაკუთრებული საჭიროების, ისე ყოველი პიროვნების, სამეფო დარბაზის ან ძმების სახლების დაზიანების შესახებ. შემდეგ სარაიონო ზედამხედველი გადარეკავს საზოგადოების ფილიალში სიტუაციის შეტყობინების მიზნით. ფილიალი კოორდინირებას გაუწევს ნებისმიერი დიდი მასშტაბის დახმარების გაწევას, რაც საჭირო იქნება.

თუ უბედურება სხვაგან ხდება: შენს ლოცვებში მოიხსენიე ძმები და დები (2 კორ. 1:8–11). თუ გსურს ფულადი დახმარების გაწევა, შეგიძლია შენი შესაწირავის გაგზავნა „იეჰოვას მოწმეების“ რეგიონალურ რელიგიურ ორგანიზაციაში შემდეგ მისამართზე: Россия, 189649, Санкт-петербург, п. Солнечное, ул. Средняя, 6 (საქ. 2:44, 45; 1 კორ. 16:1–3; 2 კორ. 9:5–7; იხილე 1986 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 19–21 [რუს.]). ნუ გაგზავნით უბედურების ადგილებში მატერიალურ ნივთებსა თუ საკვებ მარაგს, თუ პირადად ხელმძღვანელი ძმების მიერ არ იქნება მოთხოვნა. ეს ხელს შეუწყობს მოწესრიგებული დახმარების გაწევასა და საგნების სათანადო განაწილებას (1 კორ. 14:40). გთხოვთ, ნუ დარეკავთ რეგიონალურ რელიგიურ ორგანიზაციაში, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის, რადგან ეს გადატვირთავს სატელეფონო ხაზებს, რაც ხელს შეუშლის უბედურების ადგილიდან დარეკვას.

იმის შემდეგ, რაც სათანადო შეფასება გაკეთდება, საზოგადოების ფილიალი დაადგენს, ჩამოყალიბდეს თუ არა დახმარების კომიტეტი. პასუხისმგებელი ძმები იქნებიან ინფორმირებულნი. ყველამ უნდა ითანამშრომლოს უხუცესებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ, რათა ყველა ძმის უკიდურესი მოთხოვნილებები საკმარისად დაკმაყოფილდეს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება